დროის მენეჯმენტი ბავშვებისთვის

ვასწავლოთ ბავშვების დროის მართვა – ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ დაეუფლონ ისინი დროის სწორად გამოყენების ხელოვნებას, პრიორიტეტების სწორად დასმას, თავიანთი საქმეების დაგეგმვასა და შემდეგ მათში სწრაფად ჩართვას, გრაფიკებით ხელმძღვანელობას, მიზნების სწორად დასახვას – ეს ყველაფერი კი მათ ეხმარებათ, რომ უკეთ ისწავლონ სკოლაში, განვითარდნენ პიროვნულად და იყვნენ უფრო წარმატებულები. დღესათვის იმის ცოდნა, თუ როგორ ვმართოთ დრო – უაღრესად აუცილებელი უნარია ბავშვებისთვის. ამის ცოდნა ხსნის სტრესს და მოუსვენრობას, ზრდის წარმატების მიღწევის შესაძლებლობას, ამაღლებს თვითშეფასებასა და თვითდისციპლინის ხარისხს !! ბავშვები, რომლებმაც ადრეული ასაკიდანვე იციან, თუ როგორ მართონ საკუთარი დრო და რომელთათვისაც უცხო არაა სიტყვა „თვითდისციპლინა“ – არიან უფრო წარმატებულები ცხოვრებაში, უკეთ სწავლობენ ინსტიტუტში, და უკეთ ახერხებენ კარიერის მოწყობას, თვითრეალიზებას. ექსპერტების მიხედვით, გოგონებსა და ბიჭებს, რომლებიც ეუფლებიან ადრეული ბავშვობიდანვე დროის მართვის საფუძველს და პრინციპებს, აქვთ იმაზე მეტი შანსი რომ იყვნენ წარმატებულები, ვიდრე მაღალი IQ-ს მქონე ბავშვებს. თუმცა ბავშვების უმრავლესობას ესაჭიროება ხელისშეწყობა, რათა გამოიმუშაონ და დაეუფლონ დროის მართვის უნარს, რომელიც საბედნიეროდ დასწავლადია!

 

წყარო: idilia.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები