ნეპალის ღირსშესანიშნაობები

ლუმბინი

ბუდისტი მომლოცველები ყოველდღე სტუმრობენ ლუმბინში ბუდას დაბადების ადგილს. იგი საინტერესოა მეცნიერების, ისტორიკოსების და ტურისტებისთვის. ამ ადგილას ასევე განთავსებულია მონასტრები, სამედიტაციო და კულტურული ცენტრები.

1

 

ჯანაკპური

ცენტრალურ ნეპალში მდებარე ჯანაკპური ერთ დროს მიტილის სამეფოს ცენტრი იყო. წელიწადში ათასობით ტურისტი ამ ადგილს ოჯახის კეთილდღეობაზე ლოცულობს.

2

ნაგარკოკი

ნაგარკოკი იდეალური ადგილია იმ ტურისტებისთვის, ვისაც სურს ჰიმალაის მშვენიერება შეიგრძნოს. ამისთვის ძლიერი ფიზიკური მონაცემები სულაც არ არის საჭირო. ასევე, აქ მდებარეობს ნეპალის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა მაგარკოკის კოშკი.

3

კუმბუ

კუმბუდან იწყება ევერესტი. ეს ადგილი ათასობით გაბედულ ტურისტს იზიდავს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნეპალში.

4

ჩიტვანის ეროვნული  პარკი

ნეპალის სამხრეთში მდებარე პარკი ბენგალური ვეფხვის, მარტორქის და სხვა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების თავშესაფარია. ტურისტებს სთვაზობენ ექსპურსიას მანქანით, ფეხით, კანოეთი და სპილოთი.

Rhinoceros in the jungle, Chitwan National Park Nepal

პოკჰარა

პოკჰარა ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია მსოფლიოში. აქ შეხვდებით წყნარ ტბებს, ტყეებს და ულამაზეს ხედებს. ყველაზე დიდი ტბა – ფიუა გარშემორტყმულია მდიდრული სასტუმროებით, რესტორნებით და მაღაზიებით.

6

პატანი

პატანი ცნობილია ტრადიციული არქიტექტურით. მე-17 საუკუნეში აშენებული სასახლეები და პატანის ტაძარი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებია. ცოტა ხნის წინ აღადგინეს  კრიშნას ტაძარი. პატანში შესაძლებელია საუკეთესო აბრეშუმის სარის შეძენა, რომელსაც ხელით ამუშავებენ.

7

ბაკტაპური

2015 წელს მიწისძვრის დროს ბაკტაპური მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა ტაძრების უმეტესობა გადარჩა. ყველაზე დიდ ყურადღებას ბაკტაპურის ე.წ. ,,55 ფანჯრის სასახლე“ იქცევს.

8

კატმანდუ

კატმანდუ ნეპალის კულტურული დედაქალაქია, ტურისტები მოგზაურობას სწორედ აქ იწყებენ, რადგან აეროპორტი კატმანდუში მდებარეობს. ქალაქში მილიონზე მეტი ადგილობრივი მოსახლეა. უხვად შეხდებით ტურისტულ სააგენტოებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და ისტორიულ ადგილებს.

10

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები