მსოფლიოს 10 ყველაზე ამოუცნობი ადგილი

21-ე საუკუნეში, მაშინ, როცა მეცნიერები ყველაფრის ახსნას ცდილობენ და მეტწილად ახერხებენ კიდეც, მსოფლიოში ჯერ კიდევ უამრავი ამოუცნობი და იდუმალი ადგილია. გთავაზობთ 10 ყველაზე ამოუცნობ ადგილს დედამიწაზე.

  1. სურთსი, ისლანდია

1963-67 წლებში წყალქვეშა ვულკანის ამოხეთქვის შედეგად, ვესთმენის კუნძულების ტერიტორიაზე გაჩნდა სრულიად ახალი კუნძული, რომელიც მანამდე არ არსებობდა.

1

  1. კრისტალების შადრევანი, კოლუმბია

ეს არის მდინარე კოლუმბიაში, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მდინარედ. წლის განმავლობაში ის სხვა მდინარეებისგან არაფრით გამოირჩევა, მაგრამ წლის გარკვეულ მონაკვეთში, სექტემბრიდან ნოემბრამდე – მშრალი სეზონიდან სველ სეზონში გარდამავალ პერიოდში, ის ხდება ფერების სარეცხი. უნიკალური მწვანე, ლურჯი, წითელი, ვარდისფერი და ყვითელი ფერები შესანიშნავ სანახაობას ქმნის მდინარის ფსკერზე.

2

  1. მფრინავი გეიზერი, ამერიკის შეერთებული შტატები

მფრინავი გეიზერი ნევადას უდაბნოშია განთავსებული. ეს არის სამი უზარმაზარი ფერადი კლდის გაერთიანება. მის გარშემო ხუთ საფეხურზე პირდაპირ  ჰაერში წყალი მოედინება. ის შემთხვევით გაჩნდა, 1916 წელს ჩვეულებრივი ბურღვის დროს. 1960 წლამდე მასში არაფერი განსაკუთრებული არ იყო, თუმცა 1960 წელს კლდიდან ნაკადად გადმოიღვარა ცხელი გეოთერმული წყლები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მიუვალი ადგილი ტურისტებისა და ცნობისმოყვარე თვალისათვის, რადგან კერძო ტერიტორიის ფარგლებშია.

3

  1. აოკიგარა, იაპონია

ფუჯის მთის ტერიტორიაზე არსებული აოკიგარას ტყე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია მთელს იაპონიაში. 3.500 ჰექტარზე გადაჭიმულ ტყეში სქელი დაკოჟრებული დახვეული ხეების გარდა, ლეგენდების თანახმად აჩრდილები, დემონები და სულები სახლობენ. სამწუხაროდ, უცნაურის გარდა, ეს ადგილი მნიშვნელოვანი კიდევ იმით არის, რომ თვითმკვლელობების რიცხვით მეორე ყველაზე ცნობილი ადგილია მსოფლიოში . 1950 წლიდან 500-ზე მეტმა ადამიანმა მოიკლა თავი ამ ტყეში.

4

  1. ბერმუდის სამკუთხედი, ატლანტის ოკეანე

რა იქნებოდა, მსოფლიოს უცნაური ადგილების ათეული ბერმუდის სამკუთხედის გარეშე? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს ატლანტის ოკეანეში,  მაიამის (ფლორიდა), სან ხუანსა (პუერტო რიკო) და ბერმუდს შორის (რუკაზე მათი მდებაორების შეერთებით სამკუთხედს მივიღებთ). ეს ადგილი ცნობილია აუხსნელი მოვლენებით, როგორიც არის თვითმფრინავების, გემების და ადამიანების გაქრობა. არაერთი მოსაზრება არსებობს, ბევრი ცდილობს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ახსნას. ერთნი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი წყალში მცხოვრები მონსტრების ბრალია, მეორენი უცხოპლანეტელების არსებობით ხსნიან ბერმუდის საიდუმლოს, ზოგიც კი უცნაური აქტივობების მიზეზად უბრალოდ ამინდის პრობლემებს მიიჩნევს.

IMAGE PROVIDED BY CHANNEL 5

  1. მაკმურდოს მშრალი ველები, ანტარქტიკა

მაკმურდოს მშრალი ველები მსოფლიოს ყველაზე საიდუმლოებით მოცულ ადგილად შეიძლება ჩაითვალოს. ნაკლებად ცნობილი ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და მშრალი უდაბნოა, მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ შუაგულ ანტარქტიკაშია მოთავსებული. მის გარშემო ყველგან თოვლია, იმის მაგივრად, რომ თვითონაც თოვლით იყოს დაფარული მისი უნაყოფო მიწა სრულიად მოშიშვლებულია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მაკმურდოს მშრალი ველები, ყველაზე მეტად ჰგავს მარსს.

6

  1. რორაიმას მთა, ბრაზილია

რორაიმას მთა ძალიან უცნაური შესახედაობისაა, იმის მაგივრად, რომ სხვა მთების მსგავსად, წაწვეტებული ფორმა ჰქონდეს, მთის წვერი უზარმაზარ პლატოს წარმოადგენს. მსოფლიოს უძველეს გეოგრაფიულ წარმონაქმნად არის მიჩნეული, ხოლო მთის უმაღლესი წერტილი, სწორი მდელო, ძირითადად ქარებისა და წვიმისაგან არის შექმნილი. მთა ღრუბლებით არის გარშემორტყმული, მაგრამ „სწორი მდელო“ ღრუბლებზე ბერად მაღლაა. გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის ისეთი ენდემური სახეობებით, რომლებიც სხვაგან არსად დედამიწაზე არ გვხვდება.

7

  1. საჰარას თვალი, მავრიტანია

ეს მკაფიო და თვალსაჩინო წრიული ფორმის გეოგრაფიული წარმონაქმნი უდაბნო საჰარას ტერიტორიაზეა. დაახლოვებით 48 კილომეტრის სიგანის ტერიტორია შეიძლება ისე გაიარო, რომ ვერც მიხვდე სად იმყოფები. მისი შენიშვნა ფრენის დროს არის შესაძლებელი, კარგად ჩანს კოსმოსიდანაც. ითვლებოდა, რომ ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა მოსაზრება, რომ ვულკანის ამოფრქვევის შედეგი იყო. მართალია არსებობს რამდენიმე მოსაზრება მის გაჩენასთან დაკავშირებით, თუმცა აუხსნელია ამ ადგილის იდეალური სიმრგვალე და სიმეტრიულობა.

8

  1. მოერაკის კენჭები, ახალი ზელანდია

უზარმაზარი სფეროსებური ქვები კოეკოჰეს სანაპიროზე ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზეა მიმოფანტული. ქვები მილიონი წლის წინ ანტიკურ მიწაზე წარმოიქმნა, ნალექის გამკვირების შედეგად.

9

  1. მარადიული ცეცხლის ჩანჩქერი, ორჩარდ პარკი, ნიუ იორკი

მცირე ზომის ჩანჩქრების მიღმა, ის, რასაც დაინახავთ, ოპტიკური ილუზია შეიძლება გეგონოთ. მოგიზგიზე ცეცხლის ოქროსფერ ალს, იქამდე შეიგრძნობთ, ვიდრე დაინახვთ. მისი სუნი იმდენად მძაფრია, რომ არ გამოგეპარებათ. რაც უნდა უცნაურად გეჩვენოთ, ის რეალურია.

CAMERA DATA: NIKON D3: aperture:16 Shutter: 1.0 ISO:200 Lens:78 Lens in 35mm:78 lenstype:AF VR Zoom 70-200mm f/2.8G IF-ED  GPS DATA:  latitude:N42¡42.106', longitude:W78¡45.103', altitude:349, gpsdate:2009/05/01,  gpsdif:no, gpstime:23:00:25.000, gpsversion:2200,satellites:05, speed:0, track:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები