კლემენტინუმი – ულამაზესი ბიბლიოთეკა მსოფლიოში

კლემენტინუმი ბაროკოს სტილში აგებული შენობაა პრაღაში. მე-18 საუკუნეში აქ სხვადასხვა დაწესებულება გაიხსნა,  მათ შორის ობსერვატორია, სარკეებიანი დარბაზი, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, მათემატიკური მუზეუმი და პირველი მეტეოსადგური ცენტრალურ ევროპაში. 1773 წელს კლემენტინუმმა პროფილი შეიცვალა და დღეს მხოლოდ ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს.

ბიბლიოთეკა მოხსენიებულია ხორხე ლუის ბორხესის ,, საიდუმლო სასწაულში“ – ,,გამთენიისას დაესიზმრა, რომ კლემენტონიუმის ბიბლიოთეკის დერეფნებში დაბორიალობდა. შავ სათვალეებიანმა ბიბლიოთეკარმა ჰკითხა: ,,რას ეძებთ?’’, ,,ღმერთს“- უპასუხა ხლადიკმა. ‘’

კლემენტინუმში 22000 წიგნია თავმოყრილი, აქ შეხვდებით უიშვიათეს გამოცემებს. კოლექციის  ნაწილი  ,,გუგლს“ გადაეცა სკანირებისთვის, რათა ,,Google Books“-ის საშულებით ფართო აუდიტორიამდე მივიდეს. 2009  წლიდან კლემენტინუმი ჩეხეთის ეროვნული ბიბლიოთეკაა.

This slideshow requires JavaScript.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები