რატომ არ აქვს ფეისბუქს Dislike ღილაკი?

ფეისბუქმა დიდი ხნის წინ დააანონსა, რომ მოწონების გარდა, ემოციის გამოსახატად  სხვა ღილაკებსაც დაამატებდა. სიახლე როგორც იქნა, ვნახეთ, თუმცა მომხმარებელთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა.

,,დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ Dislike ღილაკი ვითხოვეთ  და არა 4 სხვა ემოცია.“

,,ყველაფერია და Dislike მაინც არა…“

,,როგორც იქნა ნეგატიური ემოციის გამოხატვა შემიძლია, მაგრამ მაინც Dislike-ს ველოდები“ – წერს ხალხი. და მაინც, რატომ არ შეგვიძლია არ მოგვწონდეს?

ფეისბუქი განმარტავს, რომ  Dislike ღილაკის დამატებით, ისინი შეზღუდავდნენ მომხმარებელს, რადგან უბრალოდ ,,არ მომწონს“ ყველა ტიპის ინფორმაციას არ შეესაბამება. ამის ნაცვლად, სიყვარულის, სიცილის, გაკვირვების, მოწყენის და გაბრაზების გამომხატველი ემოციები დაამატეს. ეს საშუალებას გვაძლევს, ნანახზე ნებისმიერი რეაქცია გამოვხატოთ.

-შესაძლოა ადვილი ჩანდეს მოწონების ღილაკის გვერდით ძირს ჩამოშვებული თითის მიხატვა, მაგრამ ეს არც ისე მარტივია-განმარტა ფეისბუქის დიზაინერმა ჯოფ თიჰანმა – ხალხს მეტი კომფორტი სჭირდება, მათ უნდა შეეძლოთ კომუნიკაციის საშუალების არჩევა.  მხოლოდ მოწონება ან არ მოწონება არ არის ის ორი ემოცია, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ.

მეორე მიზეზი, რის გამოც ფეისბუქს Dislike ღილაკი არასდროს ექნება, ისაა, რომ შემქმნელები მას ზედმეტად უკმეხად და ნეგატიურად თვლიან. გუნდი ამ იდეის განხილვას აღარ აპირებს.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები