8 საინტერესო ფაქტი ოსკარზე წარდგენილ ფილმ “Room“-ის შესახებ

 “Room“-ი წარდგენილია ოსკარის 4 ნომინაციაზე:

  • საუკეთესო ფილმი
  • საუკეთესო მსახიობი ქალი: Brie Larson
  • საუკეთესო რეჟისორი: Lenny Abrahamson
  • ადაპტირებული სცენარი

ოთახი. ასე ჰქვია იმ ფილმს, რომელმაც ჩემზე დიდი ემოცია დატოვა. Brie Larson-ის გმირი თამაშობს ძლიერ დედას, რომელიც თავისი შვილის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს. ჯერ ატყუებს, რომ ოთახი არის მათი სამყარო, შემდეგ კი პოულობს გზას, თუ როგორ გაიქცნენ ოთახიდან. რაც შეეხება Jacob Tremblay-ის (ჯეკის როლის შემსრულებელი), რომელიც რეალურად მხოლოდ 7 წლის არის, ვთვლი, რომ დიდი მსახიობი დადგება მისგან. Jacob-ი იდეალურად თამაშობს 5 წლის ჯეკის როლს.

მხოლოდ 1 რამ არ მესმის ამერიკის კინოაკადემიის. რატომ არ წარადგინეს Jacob Tremblay-ი ოსკარზე, ნომინაციისათვის: საუკეთესო მსახიობი მამაკაცი. ვთვლი, რომ ასაკით არ უნდა განისაზღვრებოდეს კარგი მსახიობი. ოსკარის ოქროს ქანდაკება მხოლოდ მას უნდა გადაეცემოდეს, ვინც იდეალურად თამაშობს რეჟისორის მიერ მიცემულ როლს.

  1. Brie Larson-მა განაცხადა, რომ გადაღებების დროს ის ერიდებოდა სახის დაბანას, რათა მაყურებელს აღექვა, რომ მას არ ესვა მაკიაჟი.
  2. Brie Larson-მა 1 თვიანი იზოლაცია გაუკეთა საკუთარ თავს. ასევე იყო მკაცრ დიეტაზე, იმისათვის რომ კარგად გაეაზრებინა რეალურად რა გადაიტანა მისმა გმირმა და ჯეკმა.
  3. მიუხედავად იმისა, რომ Jacob Tremblay (ჯეკის როლის შემსრულებელი) არის გამოცდილი მსახიობი, მან მაინც ვერ აიძულა საკუთარ თავს, რომ Brie Larson-თვის (ჯეკის დედის როლის შემსრულებელი) დაეყვირა სცენაში, როდესაც ჯეკი ბრაზდება, რომ მის ტორტს არ აქვს სანთლები. საბოლოოდ რეჟისორ Lenny Abrahamson-ს მოუწია, რომ მთელ გადამღებ ჯგუფს ეხტუნავა და ეყვირა, სანამ Jacob-მა არ იყვირა თავად.
  4. Jacob Tremblay-ის მოუწია პარიკის ტარება იმ სცენებში, სადაც მას აქვს გრძელი თმა.
  5. “Old Nick” („ძველი ნიკი“) – სახელი ანტაგონისტის. ეს არის ეშმაკის მეორე სახელი 17 საუკუნიდან მოყოლებული.
  6. Shailene Woodley (“Divergent”-ში მთავარი როლის შემსრულებელი) და Brie Larson-ი იყვნენ ის 2 ვარსკვლავი, რომლებიც მოიაზრებოდნენ მთავარი როლის შესრულებისთვის.
  7. წიგნის ავტორმა, რომლის მიხედვითაც არის გადაღებული “Room”, ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ისტორია არ არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილი.
  8. ფილმის მხატვარს Ethan Tobman-ს სურდა, რომ ფილმის ბოლო სცენაში ყოფილიყო თოვლი. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ყალბი თოვლის გამოყენებით ისინი გადააჭარბებდნენ ბიუჯეტს. ამიტომ ეს იდეა უარყოფილ იქნა. თუმცა Ethan Tobman-ი იღბლიანი აღმოჩნდა. როდესაც დრო მოვიდა, რომ ბოლო კადრები გადაეღოთ, თოვლი რეალურად წამოვიდა.

 

    მოამზადა:
საკო კოჭლამაზაშვილმა

მსგავსი სიახლეები

კომენტარები