პარკური ჩერნობილში

პარკურ კოლექტივი Hit The Road 2012 წელს ჩამოაყალიბა მორბენალმა კლემენტ დუმაისმა. ჯგუფი 4 წევრისგანაა დაკომპლექტებული. მათი მთავარი იდეა იყო აცოცებულიყვნენ ეიფელის კოშკზე. 2014 წლის ზაფხულში ჯგუფმა იმოგზაურა უკრაინაში, ჩერნობილში. „ჩერნობილის შესახებ ბევრი გვქონდა წაკითხული და გაგონილი, მაგრამ გვინდოდა საკუთარი თვალით გვენახა თუ როგორ დაიკავა ბუნებამ ურბანული სივრცე. ჩერნობილში მოხვედრა არც ისე მარტივია, რადგანაც ტერიტორია კარგად დაცულია და თითქმის ყველგან საგუშაგოებია. რათა დაცვისთვის გვერდი აგვევლო მოგვიწია მაღალი რადიაციის ზონებში გავლა. ასევე ლეომ ხელი გაიჭრა, რამაც ძალიან შეგვაშინა“ – ამბობს კლემენტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები