ჯილბერტ არენასს კობის ბოლო თამაშის ცოცხლად ნახვის გამო კალათბურთში დაბრუნება სურს

”ვაშინგტონ  უიზარდსის”  ექს-ვარსკვლავ  გილბერტ  არინასს  კარიერის განახლება და  ”ლეიკერსთან” 10-დღიანი   კონტრაქტის გაფორმება სურს  იმისათვის, რომ კობი   ბრაიანტის   ბოლო  მატჩი  ცოცხლად იხილოს.

სკანდალურმა  მოთამაშემ კალიფორნიელთა ლეგენდის  კარიერაში უკანასკნელ  შეხვედრაზე დასასწრები  ბილეთის შეძენა  ვერ მოასწრო და სოციალურ  ქსელ   Instagram-ის  პირად   გვერდზე  შემდეგი    კომენტარი გამოაქვეყნა:

”არ მსურს  სავარძელი, რომელზეც  მეტა უორლდ  ფისი ზის. იგი იმდენად  შორს  არის  მოედნიდან, რომ  ასე მგონია მასზე   ადგილი  უსაფრთხოების  თანამშრომელს  უკავია”,- დაწერა 34 წლის  სპორტსმენმა.

შეგახსენებთ, რომ  გილბერტ არინასი  ”უიზარდსის” გარდა, ასევე  ”გოლდენ  სტეიტის”,  ”ორლანდოსა” და  ”მემფისის”  ღირსებას  იცავდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ამერიკელი  უკანახაზელი    All-Star-ის    3-გზის  მონაწილეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები