დავლევ, აბა რას ვიზამ – ნოდარ ხადურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს რომ მას ნაკლებად აინტერესებს მასზე გავრცელებული ნეგატიური “ჭორები”. ის რომ იგი ფეხზე დამდგარი, შემწვარი ციკნის და მოლხენის მოყვარულია. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა სპეციალური კომენტარიც გააკეთ

– ძალიან ბევრს ავიწყდება რომელ ქვეყანასი ვცხოვრობთ, როგორი ტრადიციები გვაქვს, რა დაგვიტოვა მამა-პაპამ. ეს სმა-ჭამა, მოლხენა თუ ღვინის სმა ჩვენი ეროვნული ტრადიციაა და მას გაფრთხილება უნდა ისევე როგორც სხვა ეროვნულ საგანძურს. ჩვენ თუ ეს დავკარგეთ, ჩვენ თუ გადავეჩვიეთ ეროვნული კერძების მომზადებას, დაგემოვნებას ღვინის სმას და სხვას ეს ნიშნავს იმას რომ დავკარგავთ ჩვენს ეროვნულ ტრადიციას რაც ასე მყარად ზის ჩვენში. რათქმაუნდა ყოველთვის ვიქეიფებ, ფეხზე დამდგარ ციკანსაც შევჭამ და დავლევ, დავლევ აბა რას ვიზამ!

 

წყარო: thugbear.com

(ვებგვერდზე ვრცელდება ქართულენოვანი, გაშარჟებული პოსტები ქართული და მსოფლიო მოვლენების მიხედვით. შინააარსი სატირული და იუმორისტულია, ინტერპრეტირებული ავტორების ფანტაზიის მიხედვით და არ შეესაბამება სიმართლეს. საკუთარი სახელების გარდა ყველა დამთხვევა არის მხოლოდ შემთხვევითობა. იგი არ ატარებს არანაირ ძალას რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სანდო საინფორმაციო წყაროდ ან არგუმენტად.)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები