რა შეუძლია კოკა-კოლას – მისი ფარული თვისებები

კოკა-კოლას მავნებლობაზე იმდენს წერენ, რომ ახალი ბრალდება ძალიან რთული მოსაფიქრებელი იქნება. სამაგიეროდ, თითქმის არავინ წერს მის სარგებლიანობაზე. დღეს სწორედ ამ თემაზე შევჩერდებით – როგორ გამოვიყენოთ კოკა-კოლა, რომ სარგებელი მივიღოთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ შემოთავაზებული მეთოდები ძირითადად ინტერნეტმომხმარებლების პირად გამოცდილებას ეყრდნობა და არა მეცნიერულად დამტკიცებულ კვლევებს.

ტკივილგამაყუჩებელი

კოკა-კოლა დაგიამებთ ფუტკრის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს, მედუზისა და ჭინჭრის დასუსხვას. ნატკენი ადგილი სასმელით დაიმუშავეთ და ტკივილი გაგივლით.

შემაკავებელი

თუ მგზავრობისას გრძნობთ, რომ დიარეამ იჩინა თავი, ტუალეტი კი შორსაა, დალიეთ კოკა-კოლა. შაქრის დიდი შემცველობის გამო მას შემაკავებელი ეფექტი აქვს.

მატონიზირებელი

ნერვული დაძაბულობის ან მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ თუ ძალის დაკარგვას უჩივით, კოფეინი, რომელსაც სასმელი შეიცავს, სწრაფად დაგიბრუნებთ სიცოცხლის ხალისს. თუმცა, სიფრთხილეც გმართებთ, თუ გული გაწუხებთ, კოკა-კოლათი მკურნალობას არ გირჩევთ.

 

კევის მოსაცილებელი

თუ ქსოვილზე საღეჭი კევია მიწებებული, კოკა-კოლაში დასველებული ბამბის ტამპონი დაადეთ. ცოტა ხანში უპრობლემოდ მოაცილებთ დანის ბლაგვი მხარით.

ჟანგის მოსაცილებელი

თუ ძველი მონეტები ან სამკაულები ან ნივთები დაგიჟანგდათ, მთელი ღამე კოკა-კოლაში გააჩერეთ; დილით სუფთა ჩვრით გაწმინდეთ.

მინის გამწმენდი

კოკა-კოლა მინას ნებისმიერ ჭუჭყს მარტივად მოაშორებს.

ჯერ მასში დასველებული ჩვირთ გაწმინდეთ, შემდეგ კი სუფთა ნამიანი ტილოთი. სხვათა შორის, მას მანქანის მინების გაწმენდაც შეუძლია.

მიმწვარი ქვაბი

თუ კერძი მიგეწვათ, ქვაბის ძირში კოკა-კოლა ჩაასხით საათ-ნახევარი გააჩერეთ და მისი გარეცხვა აღარ გაგიჭირდებათ.

საღებავის ჩამოსარეცხად

თუ შეღებილი თმის ფერი არ გაკმაყოფილებთ, მის ჩამორეცხვას კოკა-კოლათი შეძლებთ. იგი შამპუნივით გამოიყენეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ბაღში

თუ ბაღში საყვარელი მცენარეების გარშემო ლოკოკინები გაჩნდნენ, მოასხურეთ კოკა-კოლა. მისი სუნი მათ იზიდავს, მჟავა კი, რომელსაც სასმელი შეიცავს, მათთვის სასიკვდილოა.

კომპოსტი

კომპოსტი სწრაფად დადუღდება, თუ მასში რამდენიმე ლიტრ კოკა-კოლას ჩაასხამთ. შაქარი და მაჟავა ააქტიურებს ფერმენტაციას.

 

 

წყარო: shin.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები