10 ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული მსახიობი ოსკარის დაჯილდოებაზე

ოსკარის ცერემონიალი, წითელი ხალიჩა და ცნობილ თუ უცნობ ბრენდებში გამოწყობილი მსახიობები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. არა მხოლოდ დაჯილდოება, გამარჯვებულებილები ან დამარცხებულები, არამედ ვარსკვლავები და მათი ჩაცმულობაც ყოველთვის განხილვის საგანი ხდება.

გთავაზობთ ოსკარის ისტორიაში 10 ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ ვარსკვლავს:

 

  1. 2000 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე, ანჯელინა ჯოლი გრძელი შავი კაბით და გრძელი შავი თმით გამოცხადდა. სამგლოვიარო იერი მეორე ხარისხოვანი როლისთვის, ფილმში „შეწყვეტილი გოგონა“ მიღებულმა ოსკარმა შეუცვალა.

angelina

2. ვუპი გოლდბერგის გემოვნებაზე 1993 წლის ოსკარის დაჯილდოებით თუ ვიმსჯელებთ, კარგი შთაბეჭდილება არ შეგვექმნება. მსახიობი, წითელ ხალიჩაზე მუქი იასამნისფერი პალტოთი წარსდგა, რომელიც შიგნიდან ელექტრიკი მწვანე ფერის იყო. პალტოს შიგნით კი, ასევე მწვანე ფერის ჩუქურთმებიანი შარვალი მოუჩანდა.

1329422083_whoopi-goldberg-560

 

3. უცნაური ჩაცმულობა ჰქონდა კამერონ დიაზს 2002 წელს: მანტიასავით შემოცმულ წითელ ყვავილებით გაწყობილ ვარდისფერ კაბაზე იასამნისფერი ქამარი სრულიად გაურკვევლად ჰქონდა შემორტყმული. „მინდოდა ჩამეცვა რაღაც, რაშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი“ – განუცხადა მსახიობმა ჟურნალ People-ს.

ungaro-cameron-diaz-oscars-2002

 

4. ერთ-ერთ უგემოვნო ჩაცმულობად ითვლება შარლი სტერონის ღია იასამნისფერი მომდგარი დიორის კაბა, რომელსაც მკერდთან ყვავილის ფორმა ჰქონდა. ამ ჩაცმულობით შარლი სტერონი 2010 წლის ოსკარის დაჯილდოვებაზე წარსდგა.

CharlizeTheronx-large

 

5. უცნაური ფორმის კაბა ეცვა შერს, 1988 წლის დაჯილდოებაზე, როდესაც მან საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდი მოიპოვა, ფილმისთვის „მთვარის ზემოქმედების ქვეშ“. ნახევრად გამჭვირვალე ბრჭყვიალა კაბასთან ერთად უცნაური სანახავი იყო გრძელი შავი კაშნეც.

fb-oscars-cher-1987

 

6. მართალია დიანა კეიტონს 2004 წელს სულაც არ ეცვა კაბა, მაგრამ მისი ჩაცმულობა მაინც ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ჩაცმულობად არის აღიარებული. რალფ როულენის შავ პიჯაკში გამოწყობილი დიანა რაღაცით ჩარლი ჩაპლინსაც მოგაგონებდათ.

2318690.jpg

 

7. 1999 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე გვინეტ პელტროუს გრძელი გაშვებული ვარდისფერი კაბა ეცვა. მსახიობი სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის გამოწყობილ მოსწავლეს უფრო ჰგავდა, ვიდრე ოსკარზე წარდგენილ მსახიობს.

634.paltrow.ls.22113

 

8. ცუდ ჩაცმულობად ითვლება ქეით ჰადსონის 2001 წლის სტელა მაკარტნის კაბაც. მსახიობი ამ წელს ქალის საუკეთესო როლისთვის იყო წარდგენილი, ფილმში „თითქმის ცნობილი“.

kate

 

9. თავის პირველ ოსკარის დაჯილდოებაზე 1996 წელს ქეით უინსლეტს პეტრო-ბისბოლის ვარდისფერი კაბა ეცვა, რომელზეც წითელი კაშნე ჰქონდა შემოხვეული.

SGranitz

 

10. მართალია, ოსკარის დაჯილდოებაზე უგემოვნოდ ჩაცმულ მსახიობთა სია ამით არ მთავრდება, მაგრამ სოფი ლორენის 2009 წლის არმანის ყვითელი კაბა, ნამდვილად იმსახურებს ამ სიაში მოხვედრას.

Generated by IJG JPEG Library

 

მოამზადა ქეთი კალანდაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები