ფილმები, რომლებშიც ეროტიული სცენები ინსცენირებული არ არის !

0
296

ალბათ ფილმის ყურებისას ხშირად გითქვამთ: ,,ვახ, როგორ კარგად ითამაშეს მსახიობებმა ! მიდით, პირდაპირ ,,ოსკარი” მიეცით !”. თუმცა, ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ეროტიული სცენები შესაძლოა სულაც არ იყოს ინსცენირებული? დიახ, ასეც ხდება. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებშიც ინტიმური სცენები რეალურია !

1. ,,მაძებარი

ფილმში, რომელშიც ალ პაჩინო მონაწილეობს, არის ეროტიული სცენები კლუბში. ეს არის გეებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. შემსრულებლებს რეჟისორმა თანხა წინასწარ გადაუხადა იმისათვის, რომ საკუთარი საქმე გაეკეთებინათ. მოგვიანებით კი აღიარა, რომ ყოველი სცენა არა თუ გათამაშებული, არამედ რეალური იყო, თუმცა ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა, რადგან მისი თქმით, გეებს ფული გადაუხადეს და ისინი უბრალოდ გადაღებებისთვის საჭირო ადგილას დაკავდნენ იმ საქმიანობით, რომლითაც ყოველდღიურად, სხვადასხვა ბარებში კავდებიან.

2. ,,კენ პარკი

რეჟისორი ლარი კლარკი თამამი ფილმების გადაღებას არ ერიდება. 2002 წელს, მან ჩვეულ რიტმში წარმოგვიდგინა ფილმი მოზარდებზე და აიძულა გმირები შესულიყვნენ ისეთ სამყაროში, როგორშიც  მასტურბაცია, ჯგუფური, თუ ორალური სექსი ჩვეულებრივი მოვლენა და ყოველდღიური ყოფის ნაწილია. ფილმში ახალგაზრდა მსახიობები თამაშობდნენ ეროტიულ სცენებში, რამაც პრესაში ხმაური გამოიწვია. ის აკრძალეს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაშიც. რეჟისორი კი თავს იმით იცავდა, რომ მსახიობები უკვე 18 წლისები იყვნენ და შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება.

3.  ,,9 სიმღერა

ფილმის ყურება არ არის რეკომენდირებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ის მოგვითხრობს ანტარქტიდით გატაცებული მეთის შესახებ, რომელიც თეთრი კონტინენტისკენ მიემგზავრება და ლიზასთან გატარებულ წუთებს იხსენებს. აქ შეხვდებით სექსის უამრავ სცენას, რომლებიც გადაღებებისას რეალურად მოხდა. საინტერესო ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში მსახიობები სცენარს არ მისდევდნენ და იმპროვიზაციას მიმართავდნენ.

4. ,,შეუქცევადი

ვიცი, რაც გაიფიქრეთ და წინასწარ ნუ გაგიცრუვდებათ იმედები. სცენა, როდესაც მონიკა ბელუჩის გმირი მიწისქვეშა გადასასვლელში მიდის და აუპატიურებენ, პირველიდან უკანასკნელ კადრამდე იმიტაციაა. თუმცა, ფილმში სხვა ინტიმური მომენტებიცაა. მაგალითად მასტურბაცია – რომელიც გადაღებების მიმდინარეობისას რეალურად ხდებოდა.

5.  ,,რომანსი

ფილმში მთავარი გმირის ქმედებით, რეჟისორი ცდილობს გვანახოს, თუ რაზეა წამსვლელი ის ქალი, რომელთან დაწოლაზეც საყვარელი მამაკაცი უარს ამბობს. კატრინ ბრიეს პარტნიორობას უწევდა ცნობილი პორნომსახიობი, როკო სიფრედი, რომელიც ქალს კამერების წინ გახსნასა და დაძაბულობის მოხსნაში ეხმარებოდა.

6. ,,ინტიმი

მამაკაცი ბარმენია, ქალი კი მსახიობი. მათ პატარა საიდუმლო აქვთ, რომლის შესახებაც არ ღირს, რომ სხვებმა იცოდნენ. მაგრამ, რაც უფრო დიდხანს გრძელდება საიდუმლო კავშირი, მით ნაკლებად აწყობს მარტოხელა ბარმენს თამაშის წესები. წყვილს მხოლოდ ერთი რამ აკავშირებს: მათ ყოველ ოთხშაბათს აქვთ სექსი !

7.  ,,ნიმფომანიაკი

ფილმის მთავარი გმირი ჯო თვითდიაგნოზირებული ნიმფომანიაკია. ფილმში მოთხრობილია მისი სექსუალური განცდების და თავგადასავლების შესახებ ბავშობიდან ზრდასრულ ასაკამდე. თავს გადამხდარ ისტორიებს თავად მთავარი გმირი უყვება სელიგმანს, პერსონაჟს, რომელმაც ის ქუჩაში ნაცემ მდგომარეობაში აღმოაჩინა და შეიფარა. გავრცელებული ხმების მიხედვით, ფილმში შაია ლაბაფის ინტიმური სცენები რეალურია !

8. ,,კლუბი “Shortbus”

რეჟისორ ჯონ კემერონმა გადაწყვიტა, რომ ეჩვენებინა ,,მოზარდთა სურვილების” სრული სპექტრი. ეს არის რომანტიკული კომედია ნიუ იორკში დაარსებული კლუბის შესახებ, სადაც სექსის მოყვარულები არიან გაწევრიანებულნი. ფილმში უამრავი ზედმეტად გახსნილი სექსუალური სცენაა, მაგრამ რეჟისორს აქვს უნარი ეს ყველაფერი საზოგადოებას კორექტულად მიაწოდოს.  ნებისმიერი ორგაზმი, რომელიც კლუბში გმირებს განუცდიათ რეალური იყო. ფილმის შემქმნელები ხმამაღლა აცხადებენ, რომ ამის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელია.

 

წყარო