დაბალი გოგნოების 10 უპირატესობა

თუ თქვენი სიმაღლე 165 სმ-ზე ნაკლებია, ალბათ, ხშირად უჩივით ბედს, რომ მეტი სიმაღლე არ გარგუნათ. მაგრამ მოდი, დაფიქრდით კიდევ ერთხელ: ნუთუ ეს ასეთი ცუდია?
ჩვენ შეგვიძლია დაგიმტკიცოთ, რომ თქვენი ცხოვრება ახლა ნამდვილად ბევრად უკეთესია, ვიდრე იქნებოდა მაშინ, 20 სმ-ით მაღალი რომ ყოფილიყავით.

1. დაბალი გოგონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ მამაკაცებში.

ეს დამტკიცდა ერთი ბრიტანული კვლევის მიხედვით, რომელშიც 151 სმ-დან 158 სანტიმეტრამდე სიმაღლის 10 000 ქალი მონაწილეობდა. სტატისტიკის მიხედვით, ისინი უფრო ადვილად (ვიდრე მაღალი ქალბატონები) თხოვდებიან, ხდებიან 40 წლამდე დედები და საერთოდაც, კმაყოფილები არიან საკუთარი პირადი ცხოვრებით.

2. ჩვენ უფრო მარტივად შეგვიძლია დავიძინოთ მატარებელში ან თვითმფრინავში, ვიდრე მაღლებს.

ნამდვილად: ნაკლებია სიმაღლე – ნაკლებია პრობლემები. ამაში დაგვეთანხმება ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უფრენია 2 საათზე მეტხანს, ან უმგზავრია ღამის მატარებლით.

3. ჩვენ შეგვიძლია ბავშვების მაღაზიაშიც შევიძინოთ ტანსაცმელი.

ასე მშვენიერი ეკონომია გამოგვდის.

4. ჩვენ ძალიან ცოტა შანსი გვაქვს, შევიყვაროთ ბიჭი, რომელიც ჩვენზე დაბალია.

სუფთა სტატისტიკურია.

5. ჩვენთვის უფრო მარტივია სახლის დალაგება.

ჩვენთვის დახრა, კიბეზე ასვლა და ასე შემდეგ უფრო მარტივია, ვიდრე მაღალი ქალისთვის.

6. ჩვენ ხშირად გვეხუტებიან.

სერიოზულად. ეს კვლევებით არის დამტკიცებული. დაბალ ადამიანებს უფრო ხშირად ეხვევიან, ვიდრე მაღლებს. ალბათ იმიტომ, რომ ქვეცნობიერად სხვის თვალში “უფრო საყვარლები” ვართ. ან იმიტომ, რომ ჩვენი ჩახუტება ბანალურად უფრო მარტივია. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი თავად ფაქტია.

7. ჩვენ კიბოს გაჩენის ნაკლები შანსი გვაქვს.

“კიბოს ეპიდემიოლოგიის ამერიკულ ჟურნალში” გამოქვეყნდა კვლევების შედეგები, სადაც ნაჩვენები იყო, რომ დაბალ ადამიანებს იშვიათად ემართებათ სარძევე ჯირკვლების, მსხვილი ნაწლავის, საკვერცხეების, ფარისებრი ჯირკვლის ან კანის კიბო. ისედაც, სიმაღლის ყოველი 10 სმ 13%-ით ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

8. ჩვენ 2 ჭიქა ღვინოც გვყოფნის იმისათვის, რომ კარგ ხასიათზე დავდგეთ.

ეიფორიის მდგომარეობა ჩვენთან უფრო მალე დგება. ასე რომ, ბარებშიც ნაკლებს ვხარჯავთ. ნაბახუსევი კი, როგორც წესი, ბევრად მსუბუქი გვაქვს.

9. ჩვენ ნაკლებ კოსმეტიკას ვიყენებთ.

რაც ნაკლებია სხეული, მით ნაკლები კოსმეტიკური საშუალებებია საჭირო მის მოსავლელად. საპონი, შამპუნი, სხვადასხვა კრემი – დღეს არც ისე იაფი ღირს…

10. ჯგუფურ ფოტოებში ყოველთვის წინა რიგებში ვდგავართ.

ეს ყველას გვახსოვს სკოლის ასაკიდან. ჩვენ მართლაც ბევრად მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ჩავრჩეთ ადამიანებს მეხსიერებაში. ამასთან, არასოდეს გვიწევდა ვმდგარიყავით უკანა რიგში, ფიზიკის მასწავლებლის გვერდით!

 

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები