საქართველოს მთავრობამ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მილიონი გამოყო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016-2020 წლებში ფეხბურთის განვითარების პროგრამა 265 მილიონ 700 ათას ლარით დაფინანსდება. პროგრამის დეტალურ პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს.

ამასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული დღეა ქართული ფეხბურთისთვის. ამ დღეს ჩვენი ფეხბურთი და გულშემატკივარი 25 წელიწადს ელოდა! მსურს მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას – მათ უმოკლეს ვადაში წარმოადგინეს ფეხბურთის განვითარების საინტერესო პროექტი. ასევე მადლობელი ვარ მთავრობის წევრების, რომლებიც დეტალურად გაეცნენ ამ პროექტს და მხარი დაუჭირეს მის განხორციელებას. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი ფინანსურად მხარდაჭერილი იქნება”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები