რა არის ეს მიზანმიმართული პროვოკაცია, თუ რეიტინგის მაძიებელი “სააგენტოს” სრული არაპროფესიონალიზმი?

ინტერნეტ პორტალ “Times News” – ზე ვრცელდება “პუბლიკაცია” სათაურით “სასწრაფოდ, სკანდალური ვიდეო გიორგი გაჩეჩილაძეზე” – რომელშიც ვკითხულობთ: “ტელეკომპანია მაესტრო ავრცელებს კადრებს სადაც უცნობი ნარკოთრობის მდგომარეობაშია”. ასევე აღნიშნულ ტექსტს თან ახლავს ვიდეო რომელზეც თითქოსდა ნაჩვენებია როგორ ავრცელებს ტელეკომპანია “მაესტრო” კადრებს სადაც გიოგრი გაჩეჩილაძე ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არის…

Untitled-2

 

ეს არის აბსოლუტური სიცრუე და უნიჭო ფაბრიკაცია, ვიდეო არის უნიჭოდ და საკმაოდ უხარისხოდ დამონტაჟებული, რაც უბრალოდ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს…

ხშირად საუბრობენ ჟურნალისტების კოლეგიალობაზე და ამ განცხადების გამო ალბათ ბევრი დამძრახავს და არაკოლეგიალობას დამწამებს, თუმცა მე პირადად მაინტერესებს და ვეკითხები სხვა კოლეგებსაც, რა ქვია “სააგენტო” Times News – ის საქციელს?…

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უხერცულ მდგომარეობაში აგდებს “კოლეგებს” (მაესტროს ადვოკატად ვერ გამოვდგები, არ ვიქნები ობიეექტური, როგორც ყოფილი თანამშრომელი) აღარ არის საუბარი ვიდეოს შინაარსზე სადაც არავითარი ნარკოტიკული თრობა არ არის ასახული…

საინტერესოა რას ემსახურება მსგავსი მასალის გავრცელება? ეს არის ტელეომპანია “მაესტროს” დისკრედიტაციის მცდელობა, გიორგი გაჩეჩილაძის წინააღმდეგ პიარ კამპანია თუ ელემენტარული უცოდინრობა და არაპროფესიონალიზმი?

ამ შემთხვევაში პირადად მე როგორც ინტერნეტ სივრცეში მწერალი ერთერთი ავტორი ვემიჯნები მსგავსი სახით პოპულარობის და რეიტინგის მოპოვების მცდელობას და მივმართავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას გააკეთოს შესაბამისი რეაგირება

“სააგენტო” Times News – ს კი ალბათ მინიმუმ ბოდიში აქვს მოსახდელი როგორც “მაესტროს” ჟურნალისტების წინაშე, ასევე გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ…

 

ტატო მახაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები