იყიდის თუ არა BBC ჩემი ცოლის დაქალებს

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ტელეგიგანტი BBC გეგმავს ქართული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალები”-ს ყიდვას. როგორც ცნობილი გახდა ტელეკომპანიას იგი ეთერში გასაშვებად არ უნდა.

ამით ის საავტორო უფლებას მოიპოვებს სერიალზე და შემდგომ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენებს.

თუმცა გამოჟონა ინფორმაციამ იმის თაობაზეც რომ კონტრაქტი შესაძლოა ჩაიშალოს. ფორმულა კრეატივი და მისი აღმასრულებელი გუნდი აპროტესტებს BBC – ს მიერ სერიალისთვის სახელის შეცვლას და აცხადებს რომ “ჩემი ცოლის დაქალები” არის ბრენდი რომელიც მუდმივად ამ სახელს უნდა ატარებდეს.

სწორედ ეს დეტალი შეიძლება გახდეს გაუგებრობის მიზეზი.

საპასუხოდ BBC აცხადებს რომ მათ სულ ფეხზე ჰკიდიათ სერიალის ამჟამინდელი სახელი და რომ შეძენის შემთხვევაში აუცილებლად გადაარქმევენ  რადგან მათი თქმით თავიანთი ცოლების უმეტესობას დაქალები არ ჰყავს.

 

წყარო: thugbear.com

(ვებგვერდზე ვრცელდება ქართულენოვანი, გაშარჟებული პოსტები ქართული და მსოფლიო მოვლენების მიხედვით. შინააარსი სატირული და იუმორისტულია, ინტერპრეტირებული ავტორების ფანტაზიის მიხედვით და არ შეესაბამება სიმართლეს. საკუთარი სახელების გარდა ყველა დამთხვევა არის მხოლოდ შემთხვევითობა. იგი არ ატარებს არანაირ ძალას რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სანდო საინფორმაციო წყაროდ ან არგუმენტად.)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები