1990 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით 2 297 ჟურნალისტი დაიღუპა

1990 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით 2 297 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშშია ნათქვამი.
ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნად ერაყი დასახელდა, სადაც ბოლო 25 წლის განმავლობაში მედიასაშუალებების 309 თანამშრომელი მოკლეს. მეორე ადგილზეა ფილიპინები (146), მესამეზე კი – მექსიკა (120).
პირველ ხუთეულში მოხვდა რუსეთიც, სადაც 1990 წლის შემდეგ 109 ჟურნალისტი დაიღუპა. ყველაზე საშიში ქვეყნების ათეულში ასევე მოხვდნენ ალჟირი, ინდოეთი, სომალი, სირია და ბრაზილია.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი საფრანგეთში, ერაყსა და იემენში დაიღუპა, აქედან საფრანგეთში დაღუპული ყველა ჟურნალისტი სატირულ ჟურნალ “შარლი ებდოს” თანამშრომელი იყო.
ყველაზე ხშირად ჟურნალისტების დაღუპვის მიზეზი ხდება გატაცება, ტერაქტები ან შეიარაღებული კონფლიქტები. თუმცა გამოძიება ტარდება მხოლოდ ყოველ მეათე შემთხვევაში.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მსოფლიოში 112 ჟურნალისტი დაიღუპა.

 

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები