10 დაავადება, რომელსაც მარიხუანა კურნავს

მარიხუანასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ასოციაცია ჩნდება  – მოწევა. მას ნარკოტიკად მიიჩნევენ და ამიტომ ასოციალურ პროდუქტად ითვლება, პროდუქტად რომლის სასარგებლო თვისებებზე საუბარი არ ღირს. არადა ისიც მცენარეა, მცენარე, რომელსაც ბუნება გვაძლევს და შესაბამისად შეუძლებელია რამე სასარგებლო თვისებები არ ჰქონდეს. კანაფი ბევრ დაავადებას კურნავს.  სწორედ ამის გამო ზოგიერთ ქვეყანაში იგი ლეგალურია და მეტიც, მისი ყიდვა აფთიაქში არის შესაძლებელი.

 

1.ალცჰეიმერი

ეს თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით ხასიათდება და საბოლოოდ ჭკუასუსტობას იწვევს. მის სიმპტომებად მეხსიერების დაკარგვა და კოგნიტური დისფუნქცია ითვლება. სამწუხაროდ, მისი წამალი ჯერ-ჯერობით არ გამოუგონიათ და არსებობს მოლოდინი, რომ 2050 წლისათვის 13 მილიონზე მეტი ადამიანი იქნება დაავადებული მისით. ანუ რიცხვი 68 პროცენტამდე გაიზრდება. სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კანაფი ამ დაავადების პროგრესს უშლის ხელს, აჩერებს და სამკურნალო ძალა კი აქვს. ისინი იმასაც კი ამტკიცებენ, რომ კანაბინოიდები მომავალში წამლად მოგვევლინება.

 

2. ეპილეფსია

ეს დაავადება ხასიათდება კრუნჩხვებითა და გულყრებით, რაც თავის ტვინის ნეირონული ჯგუფების პროქსიმალური სინქრონული განტვირთვის შედეგია. იგი ყველაზე გავრცელებულ ნევროლოგიურ დაავადებებს შორის მეოთხე ადგილზეა. კანაბიდიოლს, რომელსაც გაუსუფთავებელ მარიხუანასთან შედარებით ნაკლებად გამოხატული თვისებები აქვს, 54 %-ით ამცირებს შეტევების რიცხვს.

 

3. გაფანტული სკლეროზი

მას მეორენაირად ენცეფალომიელიტს უწოდებენ. ეს ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც თავის და ზურგის ტვინის ნერვული უჯრედები კვდება და იწყება ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები. კვლევებმა აჩვენეს რომ კანაბინოიდი ექიმებს ეხმარება აკონტროლონ პაციენტის სპაზმები.

 

4. სიმსივნე

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესში კანაბინოიდი ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტიურად ერთვება. თავდაპირველად ექსპერიმენტები ცხოვრელბზე მიმდინარეობდა და დადებითი შედეგები მივიღეთ. მას ყოველდღიურად იყენებენ კანის, ფილტვების და ა.შ. კიბოთი დაავდებული ადამიანები. აშშ-ს ზოგიერთ შტატში მას ოფიციალურად იყენებენ სიმსივნით დაავადებულების სამკურნალოდ პროცესის შესაჩერებლად, მადის გასაუმჯობესებლად და უძილობისგან თავის დასაღწევად.

 

5. შიზოფრენია

მარიხუანა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება თავად იწვევს შიზოფრენიის მსგავს ეფექტს, შიზოფრენიას კურნავს. ამაზე კვლევები და ექსპერიმენტები წლებია უკე მიმდინარეობს და შედეგები დადებითია. კანაბიდიოლი შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოიყენება.

 

6. II ტიპის შაქრიანი დიაბეტი

ეს პირველი ტიპის დიაბეტისგან იმით განსხვავდება, რომ ინსულინზე დამოკიდებული არ არის. ორგანიზმში ინსულინი წარმოიშობა, მაგრამ ორგანიზმს არ შეუძლია მისი ეფექტური გამოყენება. მეცნიერები აქაც წლებია ატარებენ კვლევებს და მივიდნენ დასკვნებამდე, რომ მარიხუანა ორგანიზმში შაქრის დონეზე დადებითად მოქმედებს. მარიხუანისგან დამზადებული წამლების ოფიციალურმა მწარმოებელმა – ლიცენზირებულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ,  ამ ტიპის დიაბეტიკებისთვის წამალიც კი შექმნა – GW42004

 

7. ასთმა 

q4

ტრადიციულად მიიჩნევა, რომ მარიხუანას მოწევა ფილტვების პათოლოგიებს იწვევს. New England Journal-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად სულ სხვა რამე გაირკვა – კანაფი ასთმატიკებზე დადებითად მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში სრულიად კურნავს ამ დაავდებას.

 

8. იმპოტენცია

17

ქოლესტერინის მაღალი დონე ძალიან ცუდად მოქმედებს მამაკაცის ერექტიულ ფუნქციონირებაზე, ჟურნალ – Clinical and Developmental Immunology-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კი – კანაფი ქოლესტერინის დონეს ამცირებს სისხლში. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ კანაბინოიდი ამცირებს ჰიპერქოლესტერინემიის ნეგატიურ ეფექტს, რაც ერექციული დისფუნქციის, იმპოტენციის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა.

 

9. ართრიტი და ძვლის მოტეხილობები

ძვლოვანი დაავდებებისა და მოტეხილობების მკურნალობა მარიხუანას ერთ-ერთი უმთავრესი დადებითი თვისებაა. კვლევებიმა აჩვენეს, რომ მარიხუანაში არის კომპონენტი, რომელიც ძვლების აღდგენის პროცესს აჩქარებს და ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზებას ახდენს, რაც მას მომავალი დაზიანებისგან იცავს. მას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს და ირკვევა, რომ ამ დროს მოწევა უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე სხვა ფორმით მიღება. კანადის კონსორციუმის მონაცემებით, კანადელების 36 პროცენტი ართრიტის ტკივილს მარიხუანას მოწევით იხსნის. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი მოხმარების დროს არსებობს მიჩვევის და დამოკიდებულების გაჩენის საფრთხეც.

 

10. C ჰეპატიტი

ვაიომინგსის ინსტიტუტში (აშშ), სადაც  მარიხუანას სამკურნალო თვისებებს სწავლობენ  შეიმუშავეს c ჰეპატიტის განკურნების სქემა. კლინიკური კვლევების შედეგად გაირკვა, რომ პაციენტების 99.8 % სრულიად განიკურნა.

 

არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ მარიხუანას მოწევა ძალიან სასარგებლო და ჯანსაღი ჩვევაა. იგი წამალია და ყველა წამალს აქვს გვერდითი ეფექტები. მაგალითად, მისი ხშირი მოხმარება უარყოფითად მოქმედებს რესპირატორულ ორგანოებზე, ნერვულ სისტემაზე და იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, თუმცა შედარებისთვის რომ ავიღოთ ნაკლებად მავნეა ვიდრე ალკოჰოლური სასმელი და მის მიმართ დამოკიდებულება, აშკარად გადახედვას საჭიროებს.

 

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები