ცხოვრების 3 დღე პეპლად გატარებული

ცხოვრების 3 დღე, პეპლად გატარებული შენთან ერთად, უფრო სამოთხისეული იქნებოდა, ვიდრე ადამიანად ყოფნის 50 წელი.

კიტსის ამ სიტყვებში არის რაღაც არადედამიწისეული, სულის თვალს რომ აგიხელს. მე მოკვდავ მეგზურს, ზამთრის უმზეო დღეს, მეწვია ეს განცდა. განცდა უკვდავებისა. თითქოს ის, რაც დატეულა ჩემში ოდესღაც, გაცხადებულია პოეზიაში.
ეს ისეთივე უსუსური გრძნობაა, როგორც პეპლის ფარფატი ზაფხულის ცაში.
მეც ვიფრენდი შენთან ერთად ასე, დავიკარგებოდი ცის ზღვაში. ჩემი ფრთები ყოველთვის იცნობდნენ შენს ცისფერში მოქარგულ შინდისფერ ფრთებს.

პეპელა არასდროს კვდება, ის მილიონობით ფერად გარდაისახება ცისარტყელად და თავის სახლს უბრუნდება. სახლიც ერთი უბრალო ადგილი მგონია, სარკმლიდან, რომ გადაიხედავ და იმას დაინახავ რაც გიყვარს.

ასეა ადამიანის გულიც. შეიძლება გშიოდეს, გწყუროდეს, მაგრამ ჰგავდე პეპელას. შენ ფრთებზე ყვავილები ტოვებდნენ სამოთხისეულ ანაბეჭდს.

 

მარიამ კავილაძე,
18 წლის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები