მეცნიერების მტკიცებით აპოკალიფსის ზუსტი დრო უკვე წამებშია ცნობილი

0
10

აპოკალიფსის ზუსტი დრო უკვე წამებშია ცნობილი. ეს  არის 2029 წლის 13 აპრილი, პარასკევი, გრინვიჩის დროით დილი 4 საათი და 36 წუთი – აცხადებს მოსკოვის ასტრონომიის სახელმწიფო ინსტიტუტის ლაბორატორიის უფროსი.

65 ათასი ატომური ბომბის ენერგიის მქონე ასტეროიდი ‘’აპოფიზი”, რომლის მასაც 50 მილიონი ტონაა, დიამეტრი კი 320 მეტრი, მთვარის ორბიტას გადაკვეთს და დედამიწისკენ გამოემართება – საათში 45 ათასი კილომეტრი სიჩქარით.

‘’ეს ძალიან საშიშია დედამიწისთვის, რადგან თუ ასტეროიდი მის ზედაპირზე დაეცემა, ხოლო დაცემისას ის წამში 16 კილომეტრი სიჩქარით იმოძრავებს, მაშინ, მხოლოდ დაცემისას გამოყოფილი ენერგია იქნება ათასი ატომური ბომბის ტოლფასი. ატმოსფეროში მტვრის უდიდესი ნაკადი გავრცელდება” – ამტკიცებს მოსკოვის ასტრონომიის სახელმწიფო ინსტიტუტის ლაბორატორიის უფროსი მიხაილ პროხოოვი.

ახლა მეცნიერები ეძებენ გზას, როგორ აიცილონ ეს ყველაფერი თავიდან. მთავარია, ორბიტა შეცვალონ.

ისინი ამბობენ, რომ ‘’აპოფიზიზე” უნდა დაამონტაჟონ სარაკეტო ძრავი, მეორენო მასთან კოსმოსური ხომალდის შეჯახებასა და მიმართულების შეცვლაში ხედავენ გამოსავალს, მესამენი კი აფეთქებაში. მაგრამ კატასტროფის დარგში მომუშავე მეცნიერები ამბობენ, რომ აზრი არაფერს აქვს.

“ამ ასტეროიდს ვერავინ შეაჩერებს, რადგან ის დიდი ზომებისაა. ეს ძალიან საშიშია, რადგან ის უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს” – ამბობს ტროიცკის ინოვაციური და თერმობირთვული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვლადიმერ ალექსეევი.

ასტეროიდს უამრავი ნაცნობი და უცნობი უბედურების მოტანა შეუძლია. მისი დაცემა ივარაუდება რუსეთის, ცენტრალური ამერიკისა და ატლანტიკის ზოლში: ასობით ქალაქი განადგურდება, მაგრამ მაშინაც, თუკი ის ოკეანეში ჩავარდება, წარმოიქმნება სიღრმით 3 და დიამეტრით 8 კილომეტრიანი ტალღა, რომლისგანაც ყველა მხარეს ცუნამი წარმოიქმნება.

შედეგად,  მაგალითად, ფლორიდას სანაპირო, 20-კილომეტრიანი ტალღების მსხვერპლი გახდება, რომლებიც ერთი საათის განმავლობაში იმძვინვარებენ მატერიკზე.

ამასთან, არსებობს დამამშვიდებელი პროგნოზიც. მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კოსმოსური ქვა დედამიწისგან 30 ათასი კილომეტრის მოშორებით ჩაივლის, მაგრამ შემდეგი შეხვედრები მასთან მაინც არ აგვცდება.

თუ ეს შეჯახება არ მოხდება, შემდეგ წრეზე ის მაინც დაუახლოვდება დედამიწას და შანსი, რომ 50-150 წლის შემდეგ ეს კატასტროფა მაინც მოხდება, კვლავ ძალაშია – ამბობს პროხოროვი.

მაიას ტომების წინასწარმეტყველების საფუძველზე კი სამყაროს დასასრულს რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ელიან. მიუხედავად იმისა, რომ ნასა ყველაფერს აკეთებს აპოკალიფსის შიშით შეპყრობილი ადამიანების ცრურწმენებისგან გასათავისუფლებლად. საერთაშორისო კოსმოსურმა სააგენტომ სპეციალური ვიდეორგოლიც დაამზადა, რომლითაც ამ ცრურწმენების გაფანტვას ცდილობს. ნასას მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 22 დეკემბერი აუცილებლად დადგება და დედამიწას განადგურება არ ემუქრება.

 

,,პრესა.ჯი”