ქალი, რომელმაც 117 წლის ასაკში სიგარეტის მოწევას თავი დაანება

მადამ ჟანა კალმანმა იცოცხლა 122 წელი და 164 დღე.
მან 85 წლის ასაკში ისწავლა ფარიკაობა.100 წლისა პირველად დაჯდა ველოსიპედზე. 117 წლისამ თავი დაანება სიგარეტის მოწევას. 90 წლის ასაკში დადო ხელშეკრულება 47 წლის ადვოკატთან, რის საფუძველზეც მისი სახლი სიკვდილის მერე დარჩებოდა ადვოკატს. სამაგიეროდ ადვოკატი მას ყოველთვიურად გადაუხდიდა გარკვეულ თანხას, რაც 10 წლის მანძილზე მისი სახლის ფასს შეადგენდა. მაგრამ ბედის ირონიით, ადვოკატი არათუ უხდიდა 30 წლის მანძილზე, არამედ თავად გარდაიცვალა 77 წლის ასაკში და ფულის გადახდა მის ქვრივს მოუწია.

მადამ ჟანას აფორიზმები:
მე ბებერი ვიყავი უკვე ასი წლის უკან.
მე მხოლოდ ერთი ნაოჭი მაქვს და იმაზეც ვზივარ.
მე ღვინოზე ვარ შეყვარებული.

120 წლის იუბილეზე როცა ჰკითხეს, როგორი იქნება მომავალი, გენიალურად უპასუხა:
– ძალიან მოკლე…

 

მოამზადა:
სალომე უბირიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები