სატრანსფერო ბაზარი – ვინ სად და რამდენად?

“ვოლფსბურგმა” “ნაპოლის” მანოლო გაბიადინის სანაცვლოდ 25 მილიონი შესთავაზა. ფეხბურთელი წელიწადში 2.5 მილიონს მიიღებს და გერმანელებთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, “სანდერლენდი” “სუონსის” ანდრე აიუს სანაცვლოდ 10 მილიონ ფუნტსა და ფაბიო ბორინის სთავაზობს.

20 მილიონს ჩამოდის “ნიუკასლი” “ლიონის” თავდამსხმელის, ალექსანდრ ლაკაზეტისსანაცვლოდ, იუწყება The Telegraph.

“ლესტერი” მზადაა, “სამპდორიას” ბომბარდირში, ედერში 13 მილიონი და ბონუსები გადაიხადოს.

18 მილიონის სანაცვლოდ, ჩინურმა “ჰებეი ჩჟუნჟიმ” “რომადამ” ჟერვინიო დაიმატა. კოტ’დივუარელი წელიწადში 8 მილიონს მიიღებს.

გამორჩეული სიახლეები

L’Équipe-ს თანახმად, “მონაკოს” 17 წლის თავდამსხმელის, კილიან მბაპესგაფორმებით “არსენალია” დაინტერესებული. ლონდონური გუნდის გარდა, მბაპე “რეალს”, “ბაიერნს”, “ჩელსის”, “პსჟ”-ს, “მანჩესტერს” და “ლივერპულს” სურს.

“ნიუკასლი” ახლოსაა “ჩელსის” თავდამსხმელის, ლოიკ რემის იჯარით აყვანასთან.

“ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელის, სლავენ ბილიჩის მთავარი პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “გალათასარაის” წინახაზელი, ბურაქ ილმაზია. ინფორმაციას დარწმუნებულად ავრცელებს Turkish-Football.

სეზონის ბოლომდე “მიდლსბრო” იჯარით “საუთჰემპტონის” შემტევს, გასტონ რამირესსდაიმატებს.

“ჩელსის” ნახევარმცველი, კრისტიან ატსუ “ლევანტეს” შეუერთდა.

მოსკოვის “დინამოს” ნახევარმცველი, იური ჟირკოვი კარიერას “ზენიტში” გააგრძელებს.

 

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები