როდის გამოვა BMW-ს მე-9 სერიის კუპე და ელექტრო სედანი i6 ?

ლაპარაკი იმაზე, რომ BMW-მ შეიძლება მე-7 სერიის მოდელზე მაღალი კლასის ავტომობილი გამოუშვას, არაერთხელ ყოფილა, მაგრამ გერმანული კომპანია ყოველთვის უარყოფს გავრცელებულ ხმებს და აქამდე ასრულებს კიდეც სიტყვას. თუმცა, ჭორებს მიზეზი არ გამოელევა. როგორც ჩანს, ბავარიელები პერიოდულად განიხილავენ ხოლმე ამ საკითხს, თუმცა მწვანე შუქი არასდროს აუნთიათ.

ბოლო ხანს ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია მე-8 სერიის მოდელის გამოშვება. BMW-ში ამასაც უარობენ, თუმცა გამოცემა „ავტომობილ მეგზინი“ ჯიუტად ამტკიცებს, რომ ახალ ტოპ მოდელს ძალიან მალე ვიხილათ. თუმცა, მას მე-9 სერიად მოიხსენიებს. მე-8 სერიის გამოტოვების მიზეზად ბრიტანული გამოცემა იმ ფაქტს ასახელებს, რომ ის პოპულარობით ვერ დაიკვეხნიდა.

ამ ინფორმაციის შესაბამისად, ახალი ავტომობილი, მე-7 სერიის გრძელბაზიანი ვერსიის არქიტექტურაზე აიგება და ის მე-7 სერიასა და Rolls-Royce Ghost-ს შორის არსებულ ნიშას შეავსებს. მისი დიზაინი, კონცეპტუალური Vision Future Luxury-ს (ფოტოზე) სტილში შესრულდება. ეს ავტომობილი ბაზარზე ალბათ 2020 წელს გამოვა.

ოთხკარიანი კუპეს ძრავების გამაში რამდენიმე აგრეგატი შევა, რომელთა შორისაც იქნება 650-ცხენისძალიანი V12, წყვილ ტურბოიანი V8, ასევე ექვსცილინდრიან პლაგ-ინ ჰიბრიდი. არაა გამორიცხული, რომ მყიდველს ამ ავტომობილის სრულიად ელექტრული ვერსიაც შესთავაზონ.

გამოცემა ასევე გვიყვება, რომ BMW სრულიად ელექტრულ სედან i6-ის გამოშვებასაც აპირებს. ეს იქნება დახლოებით მე-3 სერიის სედანის ზომის მანქანა, რომელიც ლითიუმ პოლიმერული ელემენტების ბლოკით და ორი ან შესაძლოა, ოთხი ელექტრო ძრავით აღიჭურვება.

bmw-vision-future-luxury-827_827x510_81450772617

2014_bmw_vision_future_luxury_concept_16-0420-1062x689

bmw-serie-9-i6-201524931_1

 

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები