წარმატებული ადამიანების რჩევები

  1. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ძალიან ნიჭიერი ხართ და შრომისმოყვარეობით გამოირჩევით, ზოგიერთი შედეგის მისაღწევად საჭიროა უბრალოდ დრო: თქვენ ვერ გეყოლებათ ბავშვი 1 თვეში, მაშინაც კი თუ დააორსულებთ 9 ქალს – უორენ ბაფეტი.
  2. თუ პრობლემა მოგვარებადია, მაშინ მასზე ნერვიულობა არ ღირს, ხოლო თუ პრობლემა გადაუჭრელია, მაშინ მასზე ნერვიულობას აზრი არ აქვს – დალაი ლამა.
  3. გააკეთე დღეს ის, რაც ირგვლივმყოფებს არ უნდათ, ხვალ კი იცხოვრებ ისე, როგორც სხვებს არ შეეძლებათ – რიჩარდ ბრენსონი.
  4. ცხოვრებაში ერთხელ ფორტუნა ყველა ადამიანის კარზე აკაკუნებს, მაგრამ ამ დროს, როგორც წესი, ის უახლოეს ლუდხანაში ზის და არანაირი კაკუნი არ ესმის – მარკ ტვენი.
  5. ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ძალიან სწრაფად ვნებდებით. ყველაზე სწორი გზა წარმატებისკენ არის მუდმივად სცადო კიდევ და კიდევ – ტომას ედისონი.
  6. პირადად მე ძალიან მიყვარს მარწყვი ნაღებით, მაგრამ თევზი რატომღაც ჭიაყელას ამჯობინებს. ამიტომ, როცა მე მივდივარ სათევზაოდ, მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მიყვარს მე, არამედ იმაზე, თუ რა უნდა თევზს – დეილ კორნეგი.
  7. დილით გაღვიძებისას ჰკითხე საკუთარ თავს: „რა უნდა გავაკეთო დღეს?“ საღამოს კი: ,,რა გავაკეთე დღეს?“ – პითაგორა.
  8. საწყალი, წარუმატებელი, უბედური და არაჯანსაღი არის ის, ვინც ხშირად ხმარობს სიტყვას: ,,ხვალ“ – რობერტ კიიოსაკი.
  9. მძიმე შრომა – ეს დაგროვილი მარტივი საქმეებია, რომლებიც უნდა გაგეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეთ – ჯონ მაქსველი.
  10. ადრე მე ვამბობდი: ,,იმედი მაქვს ყველაფერი შეიცვლება“, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ხერხი ყველაფრის შესაცვლელად შევიცვალო მე თვითონ – ჯიმ რონი.


   მოამზადა:
   თამო ლომაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები