რჩევები მოტივაციის ასამაღლებლად

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც თავს გრძნობს მარტოსულად, უიმედოდ და დემოტივირებულად. ემოციური ბარიერის გადალახვა, იძულება გავაკეთოთ, ის რაც არ გვსურს და ცხოვრების სწორი გზით ორგანიზება, საკმაოდ რთული პროცესია. ადამიანებს ხშირად უჭირთ საკუთარ თავში საკმარისი ძალის პოვნა.

რა თქმა უნდა 1 მარტივი რჩევა ამ ყველაფრის მოსაგვარებლად არ არსებობს. მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გაიმარტივოთ ცხოვრება.

ყოველ დილით საკუთარ თავს დაუსვით 3 კითხვა:

  1. რა მაბედნიერებს ცხოვრებაში?
  2. ცხოვრების რა ეტაპზე ვარ?
  3. რა უნდა გავაკეთო წარმატების მისაღწევად?

უფრო მეტი მოტივაციისათვის:

აღნიშნული პუნქტები დაგეხმარებათ პოზიტიური განწყობის შესაქმნელად და გონებას გაგიხსნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ. თუ გაქვთ რაიმე რითიც ამაყობთ, ხშირად იფიქრეთ ამ ყველაფერზე, რადგან საკუთარი თავის მოტივაციის ყველაზე მარტივი ხერხი უდიდეს მიღწევაზე ორიენტირებაა.

  1. არასოდეს შეგეშინდეთ წარუმატებლობის. მეტი თვალსაჩინოებისათვის მაიკლ ჯორდანის სიტყვებს მოვიშველიებ: „9000-ჯერ ვერ ჩავაგდე ბურთი კალათში, წავაგე 300 მატჩი, მე ხშირად ვაგებდი თამაშს, თუმცა არასოდეს დამიხევია უკან. აი, როგორ მივაღწიე წარმატებას!“
  2. ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს, უფრო ხშირად იკითხეთ წიგნები. ტელევიზია გიკარგავთ დროს და ცხოვრობთ სატელევიზიო გმირების ცხოვრებით და არა საკუთარით.
  3. შექმენით თქვენი თავისაგან კარგი პროექტი ან პროგრამა. გაწერეთ ყოველი დღის გეგმა და შეეცადეთ, რომ დაიცვათ რეჟიმი.
  4. ყველა ჩვენგანს აქვს საყვარელი ფილმი. წარმოიდგინეთ თქვენი თავი რომელიმე პერსონაჟის ადგილზე ან დახატეთ იგივე სცენები ფურცელზე. ასევე, შეგიძლიათ სასურველი წიგნიდან ან მულტფილმიდანაც აიღოთ სასიამოვნო გრძნობების აღმძვრელი მომენტები და გადმოიტანოთ ფურცლებზე. აღნიშნული ნამუშვრები თქვენს გონებაში ტოვებს პოზიტიურ ანაბეჭდებს და პრობლემატურ სიტუაციში ყოფნისას თქვენს ტვინს მოქმედებისაკენ უბიძგებს.
  5. არ იფიქროთ იმ წარუმატებლობებზე რაც წარსულში გქონდათ. წარსული დატოვეთ წარსულში! იფიქრეთ თქვენს ოცნებებსა და მიზნებზე და როგორ განახორციელოთ ისინი.
  6. შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი როგორიც ხართ და თქვენ აუცილებლად გახდებით მოტივაციის მაგალითი გარშემომყოფებისათვის.
  7. არ დაგეზაროთ აუცილებელი საქმეების გაკეთება, ეს აუცილებლად გაგიზრდით საკუთარი თავის რწმენას და გაგიჩნდებათ მოტივაცია.
  8. შეადარეთ თქვენი თავი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს და არა სხვებს. ნუ შეგშურდებათ სხვების წარმატების. ეს თქვენს სულიერ სიმშვიდესა და მოტივაციას ბოლოს მოუღებს.

 

    მოამზადა:
    თამო ლომაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები