რატი ამაღლობელის ლექსზე ასეთმა ისტერიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქრისტიანობა საქართველოში არ განხორციელებულა როგორც სოციალური პროექტი

რატი ამაღლობელის ლექსზე ასეთმა ისტერიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქრისტიანობა საქართველოში არ განხორციელებულა როგორც სოციალური პროექტი; მართლმადიდებლური პრაქტიკა ჩვენში (ისიც, თავისი საუკეთესო გამოხატულებით) უპირატესად მეტაფიზიკურთან, მიღმურთან კავშირით იყო დაკავებული, ვიდრე ყოველდღიური, მიწიერი რეალობის თერაპიით…

სწორედ ამიტომ, მკრეხელობად ჩაითვალა ის, რომ პოეტმა გაყინულ, მიუსაფარ მოხუცში პატრიარქის ხატი დაინახა, ანუ მოძებნა ხიდი ეკლესიასა და ყოვლდღიურობას შორის… ასეთი „დამიწება“ არ გვაწყობს, რადგან რეალობაში შეიძლება ბევრი არაქრისტიანული საქმე აკეთო, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ მოვიდეს წინააღმდეგობაში რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობასთან, მოძღვრის ყოლასთან, მორწმუნეობასთან და ა.შ. … არადა, პირველყოფილი ქრისტიანობა სწორედ ასეთია – ღრმად მიწიერი და ადამიანური.

 

წყარო

 

iago

კომენტარები

მსგავსი სიახლეები