ლეონარდო დიკაპრიო კვლავ მარტოა!

0
10

როგორც ჩანს, ლეონარდო დიკაპრიო დაჯილდოვებების წითელ ხალიჩაზე მარტო გაივლის!

მრავალი ჰოლივუდური გამომცემლობის მიხედვით „რევენანტის“ 41 წლის ვარსკვლავი და 25 წლის მოდელი და მსახიობი კელი რორბახი ერთმანეთს დაშორდნენ.

წყვილმა 2015 წლის თითქმის ნახევარი გაატარა ერთად.

დაშორების მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ორივე ვარსკვლავი სიმშვიდეს ინარჩუნებს და მეგობრული ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავს.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კელი რორბახმა როლი მიიღო დუეინ ჯონსონის ფილმში „Baywatch”, სადაც ის განასახიერებს პერსონაჟს, რომელმაც პამელა ანდერსონს არნახული პოპულარობა მოუტანა.