ფსიქოლოგ დევიდ კენონის რჩევები

  1. ყოველ დღე 5 წუთის განმავლობაში იცინეთ.
    სიცილი ადამიანს ენერგიას მატებს, დადებითი ემოციებით ავსებს და კარგ ხასიათზე აყენებს. გარდა ამისა კვლევების მიხედვით, სიცილი ორგანიზმისთის ერთგვარი „სპორტული მწრთვნელის“ როლს ასრულებს.
  1. ყოველ დღე ჩაიწერეთ ახალი აზრი ან იდეა, რომელიც გაგიჩნდებათ.
    ჩაიწერეთ ყველაფერი, ვინაიდან მათ შორის აუცილებლად იქნება ერთი ისეთი იდეა მაინც, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
  1. ყოველ კვირას ერთი ახალი წიგნი წაიკითხეთ.
    ბევრს ეს ალბათ რთულად ეჩვენება, მაგრამ ფსიქოლოგი მათ არწმუნებს, რომ ამაში უტოპიური არაფერია. ერთადერთი რისი გაკეთებაც მოგიწევთ სწრაფად კითხვის ათვისებაა.
  1. სამაგიდო თამაშები ან ბანქო.
    აუციბელელია, რათა ტვინმა სულ იმუშავოს. ამოხსენით თავსატეხები, კროსვორდები, ითამაშეთ ბანქო, რათა თქვენი ტვინი მუდამ ტონუსში იყოს.
  2. წერეთ დღიური.
    ზოგჯერ გასული დღის აღწერისას, აუცილებლად შეამჩნევთ იმას, რაც აქამდე არ დაგინახავთ. გარდა ამისა, თქვენ შეძლებთ რაც შეიძლება მეტი მოგონების შენახვას და საკუთარი გადაწყვეტილებების უკეთ გაანალიზებას.
  1. ყურადღებით აირჩიეთ მეგობრები.
    ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ხუთი უახლოესი მეგობრის თვისებების “საშუალო ნაკრები”. გინდათ უკეთესი გახდეთ? გადახედეთ თქვენს საახლობლოს და გაწყვიტეთ უაზრო კავშირები. ჩამოიშორეთ “შემთხვევითი ადამიანები”, რომელთან ურთიერთობაც ქვემოთ გექაჩებათ და წინ წაწევაში ხელს გიშლით.
  1. უყურეთ უფრო მეტ დოკუმენტურ და არა მხატვრულ ფილმს.
    რამდენ დროს ვხარჯავთ უაზროდ?! დოკუმენტური ფილმი კი მხოლოდ გასართობად არაა შექმნილი. ის თქვენს თვალსაწიერს აფართოვებს.
  2. შეისწავლეთ უცხო ენა.
    ჩვენს დროში უცხო ენის ცოდნა, არ არის მხოლოდ იმის ნიშნანი, რომ განათლებული ხართ. დღეს უცხო ენის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
  1. დაიცავი ცხოვრების ჯანსაღი წესი.
    კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. უარი თქვით მავნე ჩვევებზე, ცუდ საკვებზე და სიგარეტზე.
  1. დაივიწყეთ შიშიის სუსტებისთვისაა.
    ნებისმიერ ადამიანს რაღაცის ეშინია, თუმცა ყველა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიხედვით უმკლავდება ამა თუ იმ შიშს. მოიკრიბეთ გონება და გადაჭერით პრობლემა, დაძლიეთ შიში და ნუ გამოიყენებთ მის დასავიწყებლად ალკოჰოლს, ნარკოტიკს და ა.შ. ეს უბრალოდ თავის მოტყუებაა.
  1. შეაგროვეთ ფული.
    დაიწყეთ ფულის შენახვა დღეს. გადადეთ თქვენი ხელფასის 10% და დააბანდეთ. 5 წლის შემდეგ ნახავთ რამდენი თანხა შეგიგროვდებათ.
  1. დაისვენეთ.
    თუნდაც კვირაში ერთხელ თავს დასვენების უფლება უნდა მისცეთ. დაივიწყეთ კომპიუტერი ტელევიზორი და სამსახური. დაისვენეთ ნებისმიერი სახის ტექნიკისგან.
  1. მიმოწერა საკუთარ თავთან.
    მიწერეთ წერილი საკუთრ თავს და წაიკითხეთ 5 წლის შემდეგ. აუცილებლად დაუსვით თქვენს თავს ამ წერილში კითხვები, 5 წლის შემდეგ კი შეამოწმეთ რამდენ მათგანზე გაქვთ პასუხი გაცემული.
  1. სიყვარული სასწაულებს ახდენს.
    შეიყვარეთ! შეიყვარეთ თავდავიწყებით. დაე, ამ ძლიერმა გრძნობამ მთლიანად მოგიცვათ. ის უამრავი რამის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
  1. შეისწავლეთ თქვენს გარშემო არსებული სამყარო.
    ყოველ დღე წადით ახალ ადგილას. თუნდაც თქვენივე ქალაქის, უცნობ ქუჩებში.

 

მოამზადა
თამო ლომაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები