თუკი ორშაბათის გათენება თქვენთვის კოშმარია

გული არ გაიტეხოთ, თუ დილაადრიან მაღვიძარას ზართან ერთად მთელი დღე, მძიმე გრაფიკით წამიერად ჩაგივლით თვალწინ. ასე, მხოლოდ თქვენ არ ხართ.

პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ სამუშაოს გინაზღაურებენ. ეს გარკვეული ვალდებულება და თქვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. სამსახურში როგორც  „ეშაფოტზე“ კი არ უნდა მიდიოდეთ, არამედ პირიქით, სიამოვნება უნდა მიიღოთ. გამუდმებით სამსახურზე ცუდის ფიქრი ცხოვრებას მოგიწამლავთ.

დათვალეთ,  დღეში რამდენ საათს ატარებთ სამსახურში? დამეთანხმეთ, რომ საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ამ პერიოდში მუდამ ცუდ ხასიათზე და „გაძლებაზე“ იყოთ. ამიტომ, თქვენი ცხოვრება ერთ ნაცრისფერ და უინტერესო „მოგზაურობად“, რომ არ გადაიქცეს, უთხარით ,,არა“ თქვენ უარყოფით განწყობას და ფიქრებს! შეებრძოლეთ საკუთარ თავს და ეცადეთ დაინახოთ თქვენი სამსახურის დადებითი მხარეებიც. ეცადეთ შეცვალოთ სამსახურის მიმართ დამოკიდებულება. საკუთარ თავს შთააგონეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

ყოველი ადამიანი თავად ქმნის განწყობას და ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს მის ცხოვრებაზე. ასე რომ, ფრაზამ – ,,არ მინდა მუშაობა, მეზარება და ასე შემდეგ“ – შესაძლოა, ქრონიკულად ცუდ ხასიათზე გამყოფოთ. ეცადეთ შეებრძოლოთ თქვენ ნეგატიურ ფიქრებს…

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ არ არსებობს ცუდი ან კარგი სამსახური, არსებობს მხოლოდ თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ!

 

მოამზადა:
სალომე უბირიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები