რამოდენიმე ყურადსაღები ფაქტი ქალის ტრუსის შესახებ

ქალები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ ქვედა საცვლების არჩევას, მათ სურთ, რომ ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდნენ – საცვლები უნდა იყოს მოდური და ლამაზი. თუმცა, ექსპერტების აზრით, დღეს მათ საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზეც უნდა იფიქრონ. ეს განსაკუთრებით ტრუსებს ეხება.

1439045659079547არასწორად არჩეულმა ტრუსებმა შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, მოახდინოს ალერგიული პროცესის პროვოცირება, ზოგიერთი ადგილის გახეხვა და ეგზემა. ასევე შეიძლება განვითარდეს ინფექციური დაავადების პროცესებიც.

1439045688318190

მაგალითად, თუ თქვენ მოგწონთ სინთეთიკური ქსოვილისაგან დამზადებული ტრუსები, ამით თქვენ ქმნით შესანიშნავ გარეემოს სხვადასხვა ბაქტერიებისა და ვირუსების გამრავლებისათვის. გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ გინეკოლოგიურ დაავადებათა უმრავლესობა სწორედ უხარისხო ქვედა საცვლის გამო ჩნდება.

1439045722554823

სინთეთიკურ ტრუსებს შეუძლიათ გამოიწვიონ კანდიდოზი, რომელიც მართალია განკურნებადია, მაგრამ ის კომპლექსურ მკურნალობას ითხოვს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სხვა დაავადებები – სტომატიტი, უშვილობა, ცისტიტი, ურეტრიტი. ეს ფაქტორები ქალებმა განსაკუთრებით ორსულობის დროს უნდა გაითვალისწიონონ, რადგან ამან შესაძლოა მშობიარობის გართულება გამოიწვიოს და ნაყოფსაც გადაეცეს.

1439045766975602

ყველაზე მეტად ალერგიულ რეაქციებს იწვევს ნეილონის ტრუსები, თუ მას არ აქვს ბამბის ქსოვილის ჩანართი.

1439045790603299

„სტრინგებს“ შეუძლია გამოიწვიოს სასქესო ორგანოების გახეხვა და გაწითლება, რაც გზას უხსნის უამრავ ინფექციასა და ანთებით პროცესს , ხოლო თხელი ზოლი ხელს უწყობს ინფექციებს მოხვდნენ სასქესო-შარდსაწვეთ ორგანოებში. თუ ასეთ ტრუსებს მუდმივად ატარებთ, მათ შეუძლიათ სოკოვანი დაავადებები გამოიწვიონ, მოახდინონ სასქესო-შარდსაწვეთი ორგანოების ანთება.

1439045803463985

სახიფათოა სექსუალური, მაქმანიანი ტრუსები – დაცემის ან ავტოავარიის დროს მათ შეიძლება ხელი შეუწყონ დამატებით ტრამვებს.

დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ ყოველდღიური მოხმარებისათვის გინეკოლოგები გვირჩევენ ბამბის ქსოვილის ტრუსების ტარებას. ეს ყველაზე უსაფრთხოა ზემოთ აღნიშნულ საცვლებთან შედარებით, ამასთან მოხერხებულიცაა. უკანასკნელ დროსი ეს ტრუსებიც საკმაოდ მოდურად გამოიყურება, მწარმოებლები მუდმივად ზრუნავენ მათ დიზაინზე, რათა ქალები ამ საცვლებშიც სექსუალურად და მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ.

 

წყარო: tvfree.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები