ქართველი მომღერალი “გრემის” მუსიკალური კონკურსის მონაწილეა

0
128

ქართველი მომღერალი, ლიკა შუბითიძე “გრემის” მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს.

ამის შესახებ, ლიკა შუბითიძემ Facebook-ზე დაწერა:

“ჩემო მეგობრებო, მეგობრების მეგობრებო, მეგობრების მეგობრების მეგობრებო… კონკურსებისადმი ჩემი დაუოკებელი მიდრეკილების შედეგად, გამოვქექე Grammy-ს ეს ონლაინ კონკურსი და, რა თქმა უნდა, გავწევრიანდი ჩემი სიმღერით ‘U say… I say… სიმღერა შეგიძლიათ, ამ ლინკზე მოისმინოთ:grammyamplifier.com/artists/submission/u-say-i-say“.

იმისათვის, რომ ქართველ შემსრულებელს  გამარჯვებაში დაეხმაროთ:

1. ბმულზე მოძებნეთ “Amplify on” გრაფა, რომელიც მუსიკალური პლეიერის მარჯვნივ მდებარეობს;
2. გრაფაში სამი გასაზიარებელი ლინკია: Facebook-ი, Twitter-ი და Tumblr-ი. სიმღერა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში უნდა გააზიაროთ;
3. უკვე გაზიარებულის “გადაზიარება” და მოწონება ახალ ხმად არ ითვლება. ამიტომ, ზემოთ მოცემული ორი ეტაპი დამოუკიდებლად უნდა გაიაროთ.

 

წყარო: primetimenws.ge