ახალი Porsche 911-ის 11 საიდუმლო

”პორშემ” თავისი 911 ვიზუალურად მხოლოდ მსუბუქად განაახლა. სამაგიეროდ, სახეზეა ტექნიკური რევოლუცია და ახალი Turbo-ძრავები   ყოველთვის, როცა ”პორშე” ახალ 911-ს უშვებს, ფანებს ყოველთვის ერთი კითხვა უჩნდებათ: რევოლუცია თუ ევოლუცია? აქ მთავარი ისაა, რომ როდესაც საქმე 911-ის განახლებას ეხება, ცუფენჰაუზენელები ყოველთრვის ძააალიან ფრთხილობენ. ეს არცაა გასკავირი, რადგან ათწლეულებია, რაც ეს ავტომობილი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სპორქარია. ამიტომაცაა საჭირო სიფრთხილე.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი 911 იმაზე გაცილებით ახალია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ”პორშეს” ბიჭებმა ბევრი რამ გააუმჯობესეს და თქვენ წინაშეა 11 მთავარი ცვლილება:

Porsche 911 Facelift Sperrfrist 07.09.2015 00.01 Uhr

1. დიზაინი
დიზაინის თვალსაზრისით გასაუმჯობესებელი ბევრი არაფერი იყო. ამიტომაც შემოიფარგლენ ცუფენჰაუზენელები მხოლოდ ახალი ბამპერითა და უფრო მომხიბვლელი LED-მაშუქებით, ასევე სამგანზომილებიანი უკანა მაშუქებით და ოთხწერტილიანი სტოპ-განათებით – ისეთით, როგორიც Porsche Macan-ს აქვს.

2. ძრავები
3-ლიტრიანი ბოქსერი სრულიად ახალია. განახლებულ მოდელში 2981 სმ3-დან 370 (Carrera) და 420 ცხენის ძალა (Carrera S) გამოწურეს. ეს ამჟამინდელზე 20 ცხენის ძალით მეტს ნიშნავს. ბრუნის მაქსიმალური მომენტი 60 ნიუტონმეტრით, 450 (Carrera) და 500 ნმ-მდე (Carrera S) გაიზარდა. თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი: ეს მაჩვენებელი 1700 ბრუნზე მიიღწევა და 5000 ბრუნამდე სტაბილურად ნარჩუნდება. შესაბამისად, გაუმჯობესდა სვლის მანერა და მონაცემებიც. Carrera თავისი სრულყოფილი PDK ტრანსმისიით 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4,2 წამში (მინუს 0,2) ჩქარდება და მაქსიმუმ 293 კმ/სთ-ს ავითარებს. ხოლო Carrera S კი 100-მდე აჩქარებას 3,9 წამში (ასევე მინუს 0,2) ახერხებს, მისი მაქსიმალური სისწრაფე კი 306 კმ/სთ-ია (პლუს 4 კმ/სთ).

ხალი ძრავები თავდაპირველად უკანაამძრავიან Coupe-სა და კაბრიოში იქნება ხელმისაწვდომი. სრულამძრავიან ვერსიაში და GTS-ში კი – ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება.

3. სავალი ნაწილი
”პორშე” მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გვპირდება. ასე, მაგალითად, ახალი 911 10 მილიმეტრით ღრმადაა და გაუმჯობესებული ადაპტირებადი ამორტიზაციისა და დაკიდების წყალობით არა მარტო უფრო სწრაფი, არამედ უფრო კომფორტულიც უნდა იყოს.

4. მოხვევის სისტემა
ყველასათვის კარგად ნაცნობი ელექტრომექანიკური მოხვევა ამიერიდან კიდევ უფრო მგრძნობიარეა. Carrera S-ში პირველად გამოჩნდება GT3-დან ნაცნობი სრული მოხვევა. მობრუნების რადიუსი თითქმის ნახევარი მეტრით, 10,7 მეტრამდეა შემცირებული. ამავდროულად გაუმჯობესდა სტაბილურობა მოსახვევში მაღალი სისწრაფით შესვლის დროს.

6. კოკპიტი
ისევე, როგორც ექსტერიერის, ინტერიერის დიზაინიც მხოლოდ ოდნავაა შეცვლილი. სიახლეა უფრო გამხდარი ცენტრალური კონსოლი ნაკლები ჩამრთველებით და 918 Spyder-დან ნაცნობი მულტიფუნქციური საჭე. სვლის თითოეული რეჟიმი აქ ახალი დასატრიალებელი ღილაკით რეგულირდება – ”ნორმალით” დაწყებული, ”ინდივიდუალურის” გავლით, ვიდრე ”სპორტ პლუსამდე”. პროგრამების მიხედვით იცვლება მოხვევა, სავალი ნაწილი, ძრავის მახასიათებლები და ESP-ს მუშაობა.

6. გადაცემათა კოლოფი
911-ში ნაცნობი 7-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი რჩება. თუმცა ეს ნაცნობი კოლოფი განახლებულია იმ მხრივ, რომ მისი მუშაობა Turbo-ძრავებისთვის საჭიროს შეუსაბამეს. მაგალითად, მესამე საფეხურიდან გრძელი გადაცემებია, რაც ბრუნებთან ერთად საწვავის ხარჯსაც ამცირებს. ახალია ორდისკიანი გადაბმულობაც, რომელიც ბრუნის მაღალ მომენტს გაცილებით უკეთესად იტანს და მიუხედავად ამისა, მაინც მსუბუქი მოსახმარია.

7. PDK
მთავარი სიახლე აქ ის არის, რომ მექანიკურ რეჟიმში მომსახურების ლოგიკა შეიცვალა. მაღლა გადართვისთვის ბერკეტი ამიერიდან უკან უნდა გადმოწიო (როგორც სარბოლო ბოლიდებშია). გაუმჯობესდა მომსახურების კომფორტიც: მძღოლს შეუძლია, ზედა საფეხურებზე დაბალი ბრუნებითაც უნაკლოდ იაროს.

8. საწვავის ხარჯი
”პორშეში” ირწმუნებიან, რომ საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად შეამცირეს – 12 პროცენტით, ან მაქსიმუმ 1 ლიტრით 100 კილომეტრზე. ასე და ამგვარად, PDK-თი აღჭურვილმა Carrera-მ საშუალოდ 7,4 ლიტრი უნდა მოიხმაროს, Carrera S-მა კი 7,7 ლიტრი. ჰო, ეს, რა თქმა უნდა, სტენდზე, რეალობაში კი, ცხადია, მეტი იქნება – ოღონდ, ამჟამინდელზე ნაკლები. ეს ყველაფერი ახალი ახალი ძრავების გარდა, მნიშვნელოვანი განახლებების დამსახურებაა. მაგალითად, სტარტ/სტოპი ძრავას უფრო მალე, ხანდახან ჯერ კიდევ მოძრაობაში გათიშავს. მინიმუმ წყლის ტუმბო და კლიმატ-კომპრესორი სრულად გათიშვადი იქნება და ჩაირთვებიან მაშინ, როცა მართლა საჭირო იქნება. გარდა ამისა, წინამორბედი მოდელის დარად, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, PDK გადამბულობას გამორთავს და ძრავა თავისუფალ რეჟიმში იმუშავებს.

9. ასისტენტ-სისტემები
ეს დისციპლინა Porsche 911-ისთვის აქამდე არცისე მნიშვნელოვანი იყო. ”პორშე” ამბობს, სპორქარების მფლობელები ასისტენტ-სისტემებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენო. მიუხედავად ამისა, ამიერიდან 911-ში დისტანციის ნაცნობ კონტროლთან ერთად, ე.წ. ”მკვდარი ზონის” ფუნქციასაც შეხვდებით. ასევე სრულიად მოდერნიზებულ კრუიზკონტროლსაც. რაც შეეხება საცობის ასისტენტს და სხვა ისეთ ტექნიკას, რაც ავტონომიურ სვლას ემსახურება – ამ ყველაფერს მხოლოდ მომდევნო მოდელში ვიხილავთ.

10. ინტერნეტკავშირი
ნავიგაციის სისტემა, რომელიც აქამდე ჰქონდა, მიუხედავად ძალიან მაღალი ფასისა, ტექნიკურად უკვე მაინც გუშინწინდელი იყო. საბედნიეროდ, ეს უკვე ისტორიაა, რადგან ახალი 911 მულტიმედიის სრულიად ახალ თაობას მიიღებს – 7-დუიმიანი სენსორული ეკრანით. ყოველდღიური ხმარებისთვის ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად რეალურ დროში მიღებადი მონაცემებია – ”პორშეს” მძღოლები ამიერიდან საცობებს თავიდან უფრო იოლად აიცილებენ. მომსახურება კი სმარტფონებისკენაა ორიენტირებული – გაწევ-გამოწევა და მოახლოვება ორი თითითაა შესაძლებელი. მისამართების შეყვანა ხელწერითაც შესაძლებელია, ანაც Porsche Connect App-ის მეშვეობით.

11. ფასები
911 იაფი არასდროს ყოფილა. და არც არასდროს იქნება. განახლებულ მოდელს ფასი მოემატა, მაგრამ თუ სიმძლავრის მატებას შევუფარდებთ – დიდად არა. 911 Carrera-ს სახით ამიერიდან მინიმუმ დაახლოებით 90 000 ევრო ღირს და ნებისმიერ შემთხვევაში წინამორბედ მოდელზე 3900 ევროთი ძვირია. Carrera S-ის ფასი კი მინიმუმ 100 000 იქნება (წინამორბედზე 5 000-ით ძვირი). კაბრიოლეტების ფასები თავისთავად 100 000-ზე მეტია. 911-ის ახალი მოდელები დეკემბრიდან გაიყიდება – თავიდან კუპესა და კაბრიოს სახით (უკანა ამძრაობა). მოგვიანებით ვნახავთ სრულამძრავიანებსაც და ცვლილებები მათ შემთხვევაშიც ევოლუციური იქნება და არა რევოლუციური.

 

წყარო: autobild.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები