რომელი ზოდიაქოს ნიშნები იპოვიან ან დაკარგავენ სიყვარულს 2016 წელს

0
187

ასტროლოგების თქმით, მაიმუნის წლისგან ნეგატიურს ნურაფერს ველით. პირიქით, ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება.

ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობისთვის 2016 წლის ჰოროსკოპი პოზიტიურია, სულ ცოტაოდენი ხელის შეშველებაა საჭირო და მაიმუნი აუცილებლად დაგეხმარებათ, ჩაფიქრებული საქმიანობის ასრულებაში. 2016 წელს ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, ვედიროთ კომფლიქტებს და ტყუილებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე გლობალური კატასტროფა შეიძლება მოხდეს. უბრალოდ მეტი დაკვირვება გვჭირდება ადამიანებთან ურთიერთობებში, როგორც სამეგობრო წრეში ასევე სამსახურში. მომავალ წელს ზოდიაქოს ყველა ნიშანს მიენიჭება ენერგია და ჯანმრთელობა, რათა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინონ.

ვერძი

დამდეგ 2016 წელს ვერძებს ჰარმონია და სტაბილურობა ელით. მაგრამ საკუთარ ცხოვრებაში, რაღაც კორექტივების შეტანა იქნება საჭირო, კერძოდ კი – გადაზეტმეტებულობაზე უარის თქმა. თქვენ უნდა ისწავლოთ ფულის სწორად ხარჯვა და მომავალი წელი თქვენ, მოთმინებისა და უბრალოებისთვის დაგაჯილდოვებთ. ასევე, თქვენ გელით ბევრი თავისუფალი დრო და უამრავი საინტერესო იდეა. 2016 წლის ვერძის ჰოროსკოპი გვეუბნება, რომ მათ კარიერული წინსვა ელით. ბევრ ვერძს ამ წელს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თავისი საქმიანობის სფერო.

პირად ცხოვრებაში დამდეგ 2016 წელს ვერძებს ნეგატიური არაფერი ელით.ურთიერთობებში არ ექნებათ სკანდალები და დაპირისპირებები, თუ რა თქმა უნდა ცვლილებების სურვილი არ გააკეთებინებთ ამას, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს. თუ არ გინდათ რომ პარტნიორთან ურთიერთობა დაგეძაბოთ, წინასწარ მოუყევით თქვენი გეგმების შესახებ. ფინანსური კუთხით, დიდი წინსვლა არ აღენიშნებათ. თუმცა სტაბილური შემოსავალი ვერძებს ექნებათ. შემთხვევითი გარიგებები 2016 წელს შემოსავლიანი შემოთავაზებებით დასრულდება. თუ თქვენ ბევრი ფულის მიღება გსურთ, გვერდზე გადადეთ მორიდებულობა. მომავალ წელს ვერძების ჯანმრთელობა სტაბილურად კარგი იქნება.

კურო

დროა პრიორიტეტების გადახარისხება და გადაწყვეტა რა არის საჭირო მომავლისთვის. დროა უფრო გაბედულები გახდეთ. 2016 წელს კუროების ცხოვრების რიტმი საგრძნობლას მოიმატებს, და თქვენ ბევრი მუშაობა მოგიწევთ, თუმცა საბოლოო ჯამში თქვენ შედეგით ძალიან კმაყოფილები იქნებით.

სამსახურში კუროებს დიდი წინსვლა ელით. ასევე, სამუშაო ადგილის გამოცვლის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. შემოსავლის გარდა, კუროებს სამუშაო დიდ სიამოვნებას მოჰგვრის. 2016 წლის ჰოროსკოპი კუროებს პირად ცხოვრებაში სრულ იდილიას და სიმშვიდეს უწინასწარმეტყველებს. პარტნიორი ყველაფერში გვერდში დაგიდგებათ. ზაფხულში, აუცილებლად წადით ერთად დასასვენებლად. ერთადერთი რაც ექნებათ კუროებს სანერვიულო, ეს საკუთარი ფიგურა და ჯანმრთელობაა.

ტყუპები

როგორც ყველა სხვა ზოდიაქოს ნიშანს, ასევე ტყუპებსაც, ბერვი კარგი რამ ელის მომავალ წელს. მაიმუნის წელი ყველა თქვენს წამოწყების რეალიზებაში და წარმატებაში დაგეხმარებათ. ცოტა მეტი ყურადღების მიქცევაა საჭირო, ოჯახის წევრებისთვის და პირადი ცხოვრებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურში წინსვლა გექნებათ, შესაძლოა თქვენი მეორე ნახებარი დაგავიწყდეთ, ნუ იზამთ ამას. საგრძნობლად გაუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა. განსაკუთრებით აქტიური იქნება კარიერული ზრდა გაზაფხულის დასაწყისში.

პირადი ცხოვრება სიურპრიზებით იქნება სავსე, უამრავი თაყვანისმცემელი, საჩუქრები, რომანტიული პაემნები. თუ თქვენ პარტნიორი უკვე გყავთ, მაშინ მან სერიოზული ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა შეგინარჩუნოთ. ჯანმრთელობის მხრივ ტყუპებს ყველაფერი კარგად ექნებათ.

კირჩხიბი

2016 წელი კირჩხიბებისთვის გარდამავალი იქნება. მათ გარშემომყოფებთან ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებები ელით. შესაძლოა ცხოვრების სწრაფმა რიტმმა თავიდან დაგაბნიოთ, მაგრამ თქვენ ბუნებით აქტიურები ხართ, ამიტომ ადვილად აუღებთ ყველაფერს ალღოს. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, საკმაოდ დიდი შრომის გაღება მოგიწევთ. თუმცა, წინა წელთან შედარებით, თქვენ უფრო მარტივად მოახერხებთ საქმისა და დროის განაწილებას. რთული პერიოდი გაზაფხულის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი, მაგრამ ზაფხულში საქმეები ისევ კარგად წავა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 2016 წელს ჰარმონიულობა და სტაბილურობა გელით. თქვენი პარტნიორი ყველაფერში გაგიგებთ და მხარში დაგიდგებათ. უბრალოდ, თქვენ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მეორე ნახევარს მისი წილი ყურადღება უნდა მიაქციოთ. იმ კირჩხიბებს, რომლებსაც ჯერ პარტნიორი არ ჰყავთ, დიდი შანსია მომავალ წელს იპოვონ თავისი ბედი. ჯანმრთელობას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, განსაკუთრებით ფსიქიკის კუთხით. სამწუხაროდ, სამსახურში გადატვირთული გრაფიკი, ხშირად სტრესისა და ნერვული შეტევების მომტანია.

ლომი

დამდეგ 2016 წელს, ლომებს ეძლევათ შანსი, მიაღწიონ თავისი ოცნებების მწვერვალებს. ამ წლის მბრძანებელი თქვენს მიმართ კარგად იქნება განწყობილი, ამიტომ ყველაფერს მოასწრებთ, იმასაც კი რისი წარმატების იმედიც არ გქონდათ. რუტინული სამუშაოც კი მოგანიჭებთ სიამოვნებას.

2016 წელს, ლომი ოჯახის წევრებს დაუთმობს ბევრ დროს. ეს კარიერულ წინსვლას არ შეუსლის ხელს. ისინი ყველაფერში წარმატებას მიაღწევენ. ერთადერთი რაზეც ყურადღება გექნებათ მისაქცევი, ეს ფეთქებადი ხასიათია. შეეცადეთ კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ.
პირად ცხოვრებაში ლომებს ცვლილებების და ტრანსფორმაციების პერიოდი უდგებათ. არ არის აუცილებელი არსებული ურთიერთობის გაწყვეტა, თქვენ შეგიძლიათ ის სხვა საფეხურზე აიყვანოთ. თუ არ გყავთ მეორე ნახევარი, 2016 წელი საუკეთესო პერიოდია მის საპოვნელად.
ჯანმრთელობის მხრივაც ლომებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

ქალწული

იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშანს 2016 წელსი უამრავ პოზიტივს მოუტანს, ქალწულებს, ცოტა მეტი შრომის გაწევა მოუწევთ წარმატების მისაღწევად. სირთულეები ყველა სფეროში დაგხვებათ. თუმცა ყველა სირთულეს გაუმკლავდებით, თუ რა თქმა უნდა ამისთვის ძალებს არ დაიშურებთ.
ქალწულებს 2016 წელს სამსახურისა და ფინანსების მხრივ წინსვლა ელით, თუმცა ბედის საჩუქრებს, თავიდანვე ვერ მიხვდებით, ამისთვის დაკვირვება და ყველაფრის გააზრება დაგჭირდებათ.
ქალწულების რომანტიკული განწყობა, რომელიც 2015 წელს დაიწყო, მომავალ წელსაც ისევე გაგრძელდება. თუ თქვენ არ გყავთ პარტნიორი, წლის მეორე ნახევრისთვის, გეძლევათ შანსი გაიცნოთ ადამიანი, ვისთანაც სერიოზულ და მყარ ურთიერთობას ააწყობთ.

ჯანმრთელობის მხრივ ქალწულები, რომლებიც ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევიან, ჯობია თავი ხელში აიყვანონ,თორემ დეპრესია და ნერვული სტრესი ამ წელს გარანტირებული ექნებათ. თქვენ მეტი დრო დასვენებას და ძილს უნდა დაუთმოთ.

სასწორი

სასწორებს 2016 წელს ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენა ელით. მომავალი წელი, აქტიური და სიახლეებით სავსე იქნება. ალბათ არც ერთ ზოდიაქოს ნიშანს ამდენი კარგი შანსი არ გამოუჩნდება დამდეგ წელს, როგორც სასწორებს. არ გაუშვათ თქვენი შანსები. რა თქმა უნდა სირთულეებიც იქნება, მაგრამ ყველაფერს მარტივად მოაგვარებთ.

ასევე კარიერული წინსვლაც ელით სასწორებს. შეიძლება ითქვას, რომ მომავალი წელი საკუთარი თავის რეალიზებისკენ იქნება მიმართული.
პირად ცხოვრებაში არაფერი ახალი არ იქნება. ვარსკვლავებმთა მთელი თავისი ენერგია თქვენს თვითრეალიზებისკენ მიმართეს ძალები და ამიტომ პირადი ცხოვრება მეორე პლანზე გადაიწევს. იმ სასწორებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ მეორე ნახევარი, ურთიერთობა სტაბილური და ჰარმონიული ექნებათ.
ჯანმრთელობის მხრივ, მთელი წელი სასწორები თავს გადასარევად იგრძნობენ.

მორიელი

2016 წელს მორიელები უნდა მოემზადონ გლობალური ცვლილებებისთვის. შესაძლებელია, ის რაც ახლა გაქვთ დაკარგოთ, მაგრამ აუცილებლად რაღაც ახალს იპოვით. თქვენ საკმარისად გექნებათ ძალები, რომ ნულიდან დაიწყოთ ერთიდაიგივე საქმე და თანდათანობით იდეალურ შედეგს მიაღწიოთ.

სამსახურის მხრივ 2016 წლის ჰოროსკოპი მორიელებს მეტ მოქმედებას ურჩევს, ვიდრე გეგმების დაწყობას. ჯობია შეუდგეთ საქმის რეალიზებას, ვიდრე ფიქრს გამოვა თუ არა ეს დაგეგმილი საქმე.
პირად ცხოვრებაში ყველაფერი სტაბილურად გაგრძელდება. 2016 წელი მორიელებისთვის საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი იქნება, ცუდი პერიოდი კარგით შეიცვლება. მეოჯახე მორიელებს, მოუწევთ მეტი ძალისხმევა გამოჩენა, რომ შეინარჩუნონ ის ურთიერთობები რაც აქვთ და წყვილის ურთიერთობა უფრო ძლიერი და ჰარმონიული გახდება.

ასევე ჯანმრთელობის მხრივაც ვარსკვლავები კარგს გიწინასწარმეტყველებენ. დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, დეპრესია და ნერვუსი სტრესი არ გელით.

მშვილდოსანი

მომავალ წელს მშვილდოსნებმა პრობლემების სწრაფად მოგვარება უნდა ისწავლონ. თქვენ კარიერული წინსვლის უამრავი შანსი მოგეცემათ.

სამსახური და დატვირთული გრაფიკი, მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ვიდრე დაღლილობას ან მუშაობის სურვილის დაკარგვას. თქვენ კარიერული წინსვლის კარგი პერსპექტივები გელოდებათ. ერთადერთი რაზეც გექნებათ ყურადღება გასამახვილებელი, ეს თანამშრომლებთან ურთიერთობაა. შესაძლოა დაძაბულობები, მაგრამ ამის მოგავრებასაც ადვილად მოახერხებთ.

პირადი ცხოვრებაც, ასევე ტრანსფორმირდება დამდეგ 2016 წელს. მშვილდოსნები სიახლის ძიებაში იქნებიან. თქვენ მოგინდებათ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა და პარტნიორი ყველაფერში ხელს შეგიწობთ. ხოლო ჯანმრთელობას ცოტა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ 2016 წელს.

თხის რქა

თხის რქებს სამსახურის მხრივ დიდი წინსვლა ელოდებათ. თუ თქვენ უკვე დირექტორი ან რამე საწინაო ადგილზე ხართ, მაშინ ახალ პროექტებზე სანტერესო შემოთავაზებები გექნებათ. თხის რქების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება მომავალ წელს.

სიყვარულში 2016 წელს არაფერი ახალი არ გელით. თქვენ უფრო სერიოზულები გახდებით და დააფასებთ იმას რაც გაქვთ. იმათ ვინც ჯერ ვერ იპოვა სიყვარული წინ ბერვი შანსი აქვთ, რომ იპოვოთ ცხოვრების მეგზური. არ გაუშვათ შანსები, რომლებსაც 2016 წელი გიმზადებთ, რადგანაც ზუსტად ამ წელს თქვენი გონება და გული ერთ აზრზე იქნება.
ჯანმრთელობის მხრივ ვარსკვლავები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ ღვიძლისა და კუჭნაწლავის სისტემას. ასევე ნუ გავიწყდებათ გონების დასვენება.

 

მერწყული

2016 წელს მერწყულებს სულიერი სიძლიერისა და ენერგიულობის ამაღლებაა ნაწისნასწარმეტყველები. მოდის პერიოდი დასახული გეგმების რეალიზების. მანამდე ჩადებული შრომა თავისას გამოიღებს და თქვენ წარმატებას მიაღწევთ. პროფესიული კუთხით მერწყულებს ასევე წინსვლა ელოდებათ. სამუშაო არა მხოლოდ ფინანსებს მოგიტანთ, არამედ სიამოვნებასაც მოგგვრით.

პირად ცხოვრებაში ვნება და მგრძნობიარობა გელით. ნუ ელით სტაბილურობას, თქვენ თავბრუდამხვევი რომანების წელი გექნებათ. ხოლო თუ უკვე გყავთ მუდმივი პარტნიორი, ყველა პრობლემის მოგვარება ადვილად მოხერხდება.

ეცადეთ მომავალ წელს იმაზე მეტი სამუშაო არ აიღოთ საკუთარ თავზე ვიდრე თქვენ შეგიძლიათ. თორემ ნერვული სტრესი გარანტირებული გექნებათ. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თევზები

თევზებისთვის მომავალი 2016 წელი სტაბილური და მშვიდი იქნება. რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ყველაფერი ჰარმონიულად გექნებათ. ნებისმიერ საქმეს მშვიდად და წყნარად მოაგვარებთ.

წარმატება თავისით არ მოვა, ამიტომ კარიერული წინსვლისთვის მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. ფინანსური კუთხით გაგიუმჯობესდებათ საქმე.

სასიყვარულო ურთიერთობებშიც თევზებს სტაბილურობა შეუნარჩუნდებათ. პარტნიორი ყველაფერში დაგეხმარებათ და გვერდში ამოგიდგებათ. ვარსკვლავები გირჩევენ ცხოვრებას რეალურად შეხედოთ და მოიხსნათ “ვარდისფერი სათვალეები”, ძალიან ბევრს ნუ ელით თქვენი პარტნიორისგან.
ჯანმრთელობის კუთხით ყველაზე კარგი პერიოდია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებისთვის. სპორტდარბაზსაც და დიეტებსაც ნუ დაივიწყებთ.

წყარო