ერნესტო ,,ჩე” გევარა – როგორც რევოლუციის სიმბოლო

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა (დ. 14 ივნისი, 1928 — გ. 9ოქტომბერი 1967) — საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „ჩე გევარა“, ან „ელ ჩე“ იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი, რევოლუციონერი,პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. ის სტილიზებული სახე გახდა წინააღმდეგობის საყოველთაოდ გავრცელებული ფორმისა და იდეის, სახელად: რევოლუცია!

ერნესტო გევარა 1928 წლის 14 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა, სელია დე ლა სერნა ი ლიოსასა და ერნესტო გევარა ლინჩის ესპანურ-ბასკურ-ირლანდიური წარმომავლობის ოჯახში. ოჯახის ხუთ ბავშვს შორის ის უფროსი იყო. მის ნამდვილ გვარს და სახელს ხშირად უმატებენ მისი მშობლების გვარებს დე ლა სერნას ან ლინჩს. ჩეს მოუსვენარ ბუნებას მამამისი შემდეგნაირად ხსნიდა: „ესაა უპირველესი ნიშანი იმისა, რომ ჩემი ვაჟის ძარღვებში ირლანდიელი მეამბოხეების სისხლი ჩქეფს“. ერნესტიტოს (როგორც მაშინ ეძახდნენ) ცხოვრების ძალიან ადრეულ ეტაპზე განუვითარდა უპოვრებისადმი სიახლოვის განცდა. მემარცხენე მიდრეკილებების ოჯახში გაზრდილ ბავშვს ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდას გადაეშალა წინ ფართო პოლიტიკური სპექტრის პერსპექტივები. მამამისი, როგორც ესპანეთის სამოქალაქო ომის რესპუბლიკელების, თავგადაკლული მხარდამჭერი, ოჯახში ხშირად მასპინძლობდა ამ კონფლიქტის ბევრ ვეტერანს.

ერნესტოს დედა, სელია დე ლა სერნა იმ დროისთვის არგენტინაში მიღებული ქცევის ნორმების მოწინააღმდეგე იყო, მას თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი და მანქანას მართავდა, რაც იმ დროს არგენტინაში ქალისთვის მიუღებლად ითვლებოდა. 2 წლის ასაკში ერნესტოს ასთმის პირველი შეტევა დაემართა. ეს დაავადება მას ცხოვრების ბოლომდე თან სდევდა და გავლენაც იქონია მის პერსონასა და ცხოვრებაში შემდგომ წინსვლაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ასთმის მწვავე შეტევებით იტანჯებოდა, რასაც ის მთელი ცხოვრება მწარედ განიცდიდა, გევარა გამოირჩეოდა როგორც ათლეტი, მისდევდა ცურვას, ფეხბურთს, გოლფსა და სროლაშიც ვარჯიშობდა, ამავე დროს ის გახდა „დაუცხრომელი“ ველოსიპედისტი. დაუღალავად თამაშობდა რაგბის ბუენოს აირესის საუნივერსიტეტო კლუბში. თამაშის სტილის გამო ჩეს ზედმეტსახელად „ფუსერი“ შეარქვეს — El Furibundo-ს (გაცოფებული) შემოკლებული ფორმა, აგრესიული თამაშის სტილის გამო ასევე ეძახდნენ დედამისის გვარს — დე ლა სერნას.

ზრდასთან ერთად, ჩეს ლათინოამერიკელი მწერლებისადმი გაუღვივდა ინტერესი, მათ შორის იყვნენ ორასიოა კიროგა, სირო ალეგრია, ხორხე ისაკა, რუბენ დარიო და მიგელ ასტურიასი. ამ მწერლების იდეებს ის ინიშნავდა უბის წიგნაკში, სადაც ასევე აწარმოებდა განსაზღვრებების, კონცეფციებისა და გავლენიანი ინტელექტუალების ფილოსოფიებს; ადგენდა ბუდასა და არისტოტელესეულ ანალიტიკურ მონახაზებს, ისევე როგორც განიხილავდა  ნიცშესეულ სიკვდილის იდეას. ჩე მოხიბლული იყო ზიგმუნდ ფროიდის იდეებით იმდენად, რამდენადაც ის შეფასებებს აკეთებდა სხვადასხვა თავებიდან სიზმრების, ლიბიდოს, ნარცისიზმისა და ოიდიპოსის კომპლექსის შესახებ.

1948 წელს, გევარა ბუენოს აირესის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

„მსოფლიოს შეცნობის წყურვილმა“-მა სწრაფად განდევნა მისი საუნივერსიტეტო საქმიანობები, უკანა პლანზე გადაიტანა ინტერესი სწავლისადმი და უბიძგა ხანგრძლივი თვითდაკვირვებადი მოგზაურობისკენ, რომელმაც ფუნდამენტალურად შეცვალა მისი ხედვები, განსაკუთრებით ლათინური ამერიკის იმდროინდელ ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებით.

პირველი ექსპედიცია 1950 წელს განახორციელა ველოსიპედით, რომელსაც პატარა ძრავი დაუმონტაჟა. 4 500 კმ მანძილზე მან მარტომ იმოგზაურა ჩრდილოეთ არგენტინის პროვინციებში. ამას მოჰყვა 1951 წლის ცხრათვიანი კონტინენტური მოგზაურობა მოტოციკლით თითქმის მთლიანი სამხრეთ ამერიკის მასშტაბით; გზის სიგრძემ 8 000 კმ შეადგინა.                                                                       მოგვიანებით, მან სასწავლებელში 1-წლიანი შესვენება აიღო, რათა თავის მეგობარ ალბერტო გრანდოსთან ერთად პერუში, სან-პაბლოში, მდინარე ამაზონის ნაპირებთან მდებარე კეთროვანთა კოლონიაში წასულიყო მოხალისედ სამუშაოდ.

საბოლოო ჯამში, მოგზაურობისას ჩე გევარამ გაიარა არგენტინა, ჩილე, პერუ, ეკვადორი,კოლუმბია, ვენესუელა, პანამა და მაიამი, საიდანაც ბუენოს-აირესში დაბრუნდა. მოგზაურობის დასასრულს, იგი ლათინურ ამერიკას განიხილავდა არა მხოლოდ როგორც ცალკეული ერების ერთობას, არამედ როგორც ერთ მთლიანობას, რომელიც მოითხოვდა კონტინენტური მასშტაბის განთავისუფლების სტრატეგიას. მისი კონცეფცია უსაზღვრებო, გაერთიანებული ესპანური ამერიკის შესახებ, რომელიც გაერთიანდებოდა საერთო ლათინური მემკვიდრეობით, ის საკითხი იყო, რომელიც წინა პლანზე იდგა მის გვიანდელ რევოლუციურ საქმიანობებში.

არგენტინაში დაბრუნების შემდეგ, გევარამ გადაწყვიტა რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა სწავლა, რადგან მას უკვე ახალი გეგმები ჰქონდა მოგზაურობასთან დაკავშირებით. 1952 წლის აგვისტოში მან ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში სწავლა განაახლა და 1953 წლის ივნისში, სამედიცინო ხარისხი მიიღო — ოფიციალურად გახდა „დოქტორი ერნესტო გევარა“.

1954 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩე გევარა მეხიკოში ჩავიდა, სადაც ცენტრალური საავადმყოფოს ალერგიის განყოფილებაში მუშაობდა. დამატებით, ის მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ლექციებს ატარებდა დალათინური ახალი ამბების სააგენტოში ფოტოგრაფად მუშაობდა.

ამ დროის განმავლობაში, მან განაახლა მეგობრობა ნიკო ლოპესთან და სხვა კუბელ დევნილებთან, რომლებიც გვატემალაში გაიცნო. ნიკომ მას რაულ კასტრო გააცნო, რომელმაც თავის მხრივ შემდეგში ჩეს თავის უფროსი ძმა, ფიდელ კასტრო გააცნო — რევოლუციური ლიდერი, რომელმაც ჩამოაყალიბა 26 ივლისის მოძრაობა და რომელიც ახლა დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას რეჟიმის დამხობის გეგმას ადგენდა. ფიდელთან პირველი შეხვედრის ღამის ხანგრძლივი საუბრის დროს, გევარამ დაასკვნა, რომ კუბის შემთხვევა ერთ-ერთი მათგანი იყო, რასაც ის ამდენ ხანს ეძებდა და ჯერ კიდევ განთიადამდე, ხელის მოწერით დაადასტურა 26 ივლისის მოძრაობაში შესვლა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პიროვნულად განსხვავდებოდნენ, ამ მომენტიდან ჩემ და ფიდელმა მეგობრობა დაიწყეს.

 

თავის ცხოვრების ამ ეტაპზე, გევარას მიაჩნდა, რომ აშშ აკონტროლებდა კონგლომერატებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხარს უჭერდა რეპრესიულ რეჟიმებს. ამ შეხედულებით, ბატისტა მას მიაჩნდა „აშშ-ის მარიონეტად, რომლელსაც თოკების შეჭრა ესაჭიროებოდა“.

გევარა მოძრაობის სხვა წევრების გვერდით სამხედრო წვრთნებშიც მონაწილეობდა. სწავლების მთავარი ნაწილი ეხებოდა დარტყმისა და უკან დახევის ტაქტიკას პარტიზანულ ომში. გევარამ სხვებთან ერთად ფეხით გაიარა 15 საათიანი მარშრუტი ციცაბო მთებში; გადაკვეთა მდინარეები, ხშირი ბუჩქნარი და შედეგად, ისწავლა და სრულყო ჩასაფრებისა და სწრაფი უკანდახევის პროცედურები. წვრთნების დასაწყისიდანვე გევარა ალბერტო ბაიოს „რჩეული სტუდენტი“ გახდა ყველა სხვა დანარჩენს შორის, რომელმაც ყველა დავალებაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. კურსების დასრულებისას, მათი ინსტრუქტორი, გენერალი ბაიო მას „მათ შორის საუკეთესო პარტიზანს“ უწოდებდა.

კასტროს გეგმის პირველი ნაბიჯი იყო მექსიკიდან კუბაზე შეტევა გრანმით — მოძველებული კაბინიანი კრუიზერით.1956 წლის 25 ნოემბერს ისინი კუბისკენ გაემგზავრნენ. გადასხდომიდან სულ მალე, მათ ბატისტას სამხედროებმა შეუტიეს, რა დროსაც ორივე მხრიდან 82 კაცი დაიღუპა ან დატყვევების შემდეგ დახვრიტეს. როგორც გევარა წერდა, სწორედ ამ სისხლიან ბრძოლაში გადააგდო მან თავისი სამედიცინო დახმარების ყუთი და სანაცვლოდ, ხელში გაქცეული ამხანაგის დავარდნილი ჭურვი აიღო, რითაც სიმბოლურად დასრულდა მისი გარდასახვა ექიმიდან მებრძოლში.

გადარჩენილ რევოლუციონერთა მხოლოდ მცირე დაჯგუფებამ თავი სიერა-მაესტრას მთების სიღრმეს შეაფარა და ხელახლა შეჯგუფება დაიწყო, სადაც მათ მხარდაჭერა მიიღეს ფრანკ პაისის საქალაქო პარტიზანული ომის ქსელისგან, 26 ივლისის მოძრაობისგან და ადგილობრივი გლეხობისგან. დაჯგუფების უკან დახევის შემდეგ სიერა-მაესტრას მთებში, მთელი მსოფლიო ბჭობდა ცოცხალი იყო თუ არა კასტრო, მაგრამ მითქმა-მოთქმას ბოლო 1957 წლის დასაწყისში მოეღო, როდესაც ნიუ-იორკ ტაიმზში ჰერბერთ მეთიუსის ინტერვიუ გამოქვეყნდა. სტატიაში წარმოდგენილი იყო კასტროსა და პარტიზანული ომის მტკიცე, თითქმის მითიური სურათი. ინტერვიუში გევარა არ იყო წარმოდგენილი, მაგრამ უახლოეს თვეებში მან მკაფიოდ გააანალიზა მედიის მნიშვნელობა მათს ბრძოლაში. ამასობაში, საკვების მარაგები გამოილია, დაეცა მორალური მდგომარეობაც; მწერების დაკბენის შედეგად გევარას ალერგია განუვითარდა, რამაც სხეულზე აუტანელი, კაკლის ზომის ბუშტები გამოიწვია; ამ პერიოდს ჩე „ომის ყველაზე მტანჯველ დღეებად“ მიიჩნევდა.

სიერა-მაესტრას მთებში, ღარიბ გლეხებს შორის მალულად ცხოვრებისას, ჩე გევარამ აღმოაჩინა, რომ აქ არც სკოლები იყო, არც ელექტროენერგია, არც ჯანდაცვის მინიმალური საშუალებები, მოზარდთა 40%-ზე მეტი კი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ომის მსვლელობისას, გევარა აჯანყების განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელიც „კასტროს თავდაჯერებულობას მატებდა კომპეტენტურობით, დიპლომატიითა და მოთმინებით“. გევარამ ყუმბარების საწარმოებლად შექმნა ფაბრიკები, ააშენა პურის საცხობი ღუმლები, ახალწვეულებს ასწავლა სხვადასხვა ტაქტიკები და ორგანიზება გაუკეთა სკოლების მოწყობას, რომლებშიც უწიგნურ გლეხებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ. გარდა ამისა, გევარამ დააარსა ჯანდაცვის კლინიკები, სამხედრო ტაქტიკის სასწავლო საამქროები და გაზეთი, რომელსაც ინფორმაცია უნდა გაევრცელებინა. როგორც ერთმა კაცმა, სამი წლის შემდეგ ჟურნალ ტაიმს განუცხადა: „კასტროს ტვინი“, ამ მომენტიდან ფიდელმა არმიის მეორე დანაყოფისკომანდანტეს (სარდალი) რანგში აიყვანა.

გევარა, როგორც ერთადერთი კომანტანდე ფიდელ კასტროს შემდეგ, სასტიკი პედანტი იყო, რომელიც ხანდახან განდგომილებს ესროდა კიდეც. დეზერტირებს, როგორც მოღალატეებს სჯიდნენ, გევარა როგორც წესი, მათი ნაკვალევის საძებნად ბრიგადებს გზავნიდა. შედეგად, თავისი სისასტიკითა და ულმობელებით ჩე ყველას შიშის ზარს სცემდა. პარტიზანული ომის კამპანიისას, გევარა ასავე პასუხისმგებელი იყო სიკვდილით დაესაჯა ინფორმატორობაში, დეზერტირობასა და ჯაშუშობაში ბრალდებულნი. თავის დღიურებში, იგი იხსენებს პირველ ასეთ შემთხვევას, როდესაც სიკვდილით დასაჯა ეუტიმიო გერა — არმიის მეგზური გლეხი, რომელსაც ბრალად ედებოდა ღალატი, ის ათი ათასი პესოს დაპირების სანაცვლოდ მზად იყო კუბის საჰაერო ძალებისთვის აჯანყებულების ადგილმდებარეობა ეცნობებინა. ინფორმაციის გაჟონვის გამო ბატისტას არმია აჯანყებულების მიმართ კეთილგანწყობილი გლეხების სახლებს ცეცხლს აძლევდა. გერას თხოვნაზე, „სწრაფად მოეღოთ მისი სიცოცხლისთვის ბოლო“, ჩემ წინ წაიწია და მას თავში ესროლა, როგორც შემდეგში წერდა „სიტუაცია საკმაოდ უსიამოვნო იყო ხალხისთვისაც და ეუტიმოსთვისაც, ამიტომ მე მას A.32 პისტოლეტით ტვინის მარჯვენა ნაწილში ვესროლე, ისე რომ ტყვიამ მარჯვენა საფეთქელთან დასვა ნახვრეტი“.

1958 წლის თებერვალში, გევარას ძალისხმევით შეიქმნა პირატული რადიოსადგური „რადიო რებელდე“ (აჯანყებულთა რადიო), რომელიც კუბელ ხალხს აწვდიდა ახალ ამბებს, 26 ივლისის მოძრაობის განცხადებებს და უზრუნველყოფდა რადიოსატელეფონო კომუნიკაციას მთელი კუნძულის მასშტაბით მზარდ აჯანყებულ შენაერთებს შორის.

1958 წლის ივლისის ბოლოს, ჩე გევარამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ლას-მერსედესის ბრძოლაში, სადაც მან თავის დანაყოფთან ერთად ბატისტას გენერალ კანტილიოს 1 500 კაციანი ძალა შეაჩერა, რომელიც კასტროს ძალების ალყაში მოქცევას და განადგურებას გეგმავდა.

1958 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში, გევარას ამოცანა იყო ლას-ვილიასის პროვინციის აღება, რითაც ის კუნძულს შუაზე გახლეჩდა. ამ დღეების განმავლობაში, მან აღასრულა „ბრწყინვალე ტაქტიკური გამარჯვებები“, რითაც მთელს პროვინციაზე კონტროლო დაამყარა, გარდა დედაქალაქ სანტა-კლარასი. ამის შემდეგ, გევარამ თავის „თვითმკვლელი რაზმით“ სანტა-კლარას შეუტია, რაც რევოლუციის გადამწყვეტი, ფინალური სამხედრო გამარჯვება აღმოჩნდა. ბრძოლამ ექვს კვირას გასტანა. ჩეს საბოლოო გამარჯვება, მიუხედავად მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობისა პროპორციით 10:1(!!!) ზოგიერთი დამკვირვებლის შეფასებით, დღემდე რჩება „ძალების შესანიშნავ გამოჩენად თანამედროვე პარტიზანულ ომში“. სანტა-კლარას ბრძოლის შემდეგ, ახალი წლის წინა დღეს, რადიო რებელდემ გადასცა პირველი ცნობები გევარას რაზმის მიერ სანტა-კლარას აღების შესახებ.

ფულხენსიო ბატისტამ შეიტყო რა, რომ მისი გენერლები გევარასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, საკუთარი თვითმფრინავით,ჰავანიდან დომინიკელთა რესპუბლიკაში გაიქცა, თან წაიღო „მექრთამეობითა და გადასახადებით დაგროვილი 300 000 000 აშშ დოლარზე მეტი“. მომდევნო დღეს, 2 იანვარს, საბოლოო კონტროლის ასაღებად გევარა დედაქალაქ ჰავანაში შევიდა. ფიდელ კასტროს ჩამოსასვლელად 6 დღე დასჭირდა, რადგან რამდენიმე დიდ ქალაქში იგი მხარდამჭერთა აქციებზე შეყოვნდა, მაგრამ 1959 წლის 8 იანვარს ის გამარჯვებით შევიდა კუბის დედაქალაქში. 1959 წლის იანვრის შუა რიცხვებში, ასთმის სასტიკი შეტევების მოსაგერიებლად, გევარა ტარარას საზაფხულო ვილაში წავიდა საცხოვრებლად. აქვე მან დაიწყო ტარარას ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც განიხილავდა და აყალიბებდა კუბის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ახალ გეგმებს. ამავე დროს, ტარარაში ყოფნის დროს ჩემ თავისი წიგნის — პარტიზანული ომის წერა დაიწყო.

შვილები გევარას ორივე ქორწინებიდან ყავდა: ილდა გადეასთან (იქორწინა 1955 წლის 18 აგვისტოს; გაეყარა 1959 წლის 22 მაისს) ილდა ბეატრის გევარა გადეა — დაიბადა 1956 წლის 15 თებერვალს მეხიკოში, გარდაიცვალა1995 წლის 21 აგვისტოს ჰავანაში; ალეიდა მარჩთან (იქორწინა 1959 წლის 2 ივნისს) კი ალეიდა გევარა მარჩი — დაიბადა 1960 წლის 24 ნოემბერს ჰავანაში, კამილო გევარა მარჩი — დაიბადა 1962 წლის 20 მაისს ჰავანაში, სელია გევარა მარეჩი (დ. 1963 წ. 14 ივნისი, ჰავანა) და ერნესტო გევარა მარჩი (დ. 1965 წლის 24 თებერვალი, ჰავანა). გარდა ამისა, გევარას ასევე ყავდა ერთი ქორწინებისგარეშე შვილი — ომარ პერესი, რომელიც მას ლილია როსა პერესთან შეეძინა 1964 წლის 19 მარტს ჰავანაში.

აშშ-სთან კომერციული კავშირების დაკარგვის შემდეგ, გევარა აქტიურად ცდილობდა იგი ჩაენაცვლებინა აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებთან ახლო კომერციული ურთიერთობებით, რის გამოც ის მარქისიტულ სახელმწიფოებს სტუმრობდა და მათთან შეთანხმებებს აფრომებდა. 1960 წლის მიწურულს იგი ესტუმრა ჩეხოსლოვაკიას, სსრკ-ს, ჩრდილოეთ კორეას, აღმოსავლეთ გერმანიას და და ხელი მოაწერა მაგალითად, სავაჭრო შეთანხმებას აღმოსავლეთ ბერლინში 1960 წლის 17 დეკემბერს. ასეთი შეთანხმებები კუბის ეკონომიკას მნიშვნელოვნად ეხმარებოდა, მაგრამ ამავე დროს გააჩნდა არასახარბიელო მომენტები, რაც აღმოსავლეთის ბლოკზე მზარდ ეკომომიკურ დაქვემდებარებაში გამოიხატებოდა.

1961 წლის 17 აპრილს, ღორების ყურის ინვანსიისას, კუბაში აშშ-ის მიერ გაწვრთნილი 1 400 ქვეყნიდან განდევნილი ადამიანი შემოიჭრა. ამ ბრძოლაში გევარას მთავარი როლი არ უთამაშია, რამდენადაც ინვანსიამდე ერთი დღით ადრე, გაყალბებული ფლოტი პინარ-დელ-რიოს დასავლეთ სანაპიროზე შეიჭრა და ამ რეგიონის გევარას კონტროლირებადი ძალები მიიტყუა. მიუხედავად ამისა, ისტორიკოსები უფრო სანდოს მის გამარჯვებას მიიჩნევენ, რადგან ამ დროისთვის გევარა კუბის შეიარაღებული ძალების წვრთნების დირექტორი იყო. ერთ-ერთი ავტორი ტად შულცი, კუბის გამარჯვებაზე საუბრისას შენიშნავს გევარასადმი რწმენას: „რევოლუციონერებმა გაიმარჯვეს, რადგან ჩე გევარამ, როგორც რევოლუციური შეიარაღებული ძალების წვრთნების ხელმძღვანელმა და მილიციაზე პასუხისმგებელმა ომისათვის გაწვრთნა 200 000 კაცი და ქალი“. სწორედ ამ კამპანიის მიმდინარეობისას მოხდა ლამის საბედისწერო შემთხვევა, როდესაც მისი პისტოლეტი ბუდიდან ამოვარდა და შემთხვევით გავარდნილმა ტყვიამ გევარას ლოყასთან ჩაუქროლა ისე, რომ ოდნავ შეეხო კიდეც.

1961 წლის აგვისტოში, ურუგვაის საკურორტო ქალაქ პუნტა-დელ-ესტეში, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ქვეყნების ეკონომიკური კონფერენციის მიმდინარეობისას, ჩერ გევარამ აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის „მადლობის“ წერილი გაუგზავნა თეთრი სახლის ახალგაზრდა მდივნის, რიჩარდ გუდვინის ხელით, სადაც ეწერა: „მადლობა პლაია-ხირონისთვის(ღორების ყურე). ინვანსიამდე, რევოლუცია არამყარი იყო, ახლა კი ის ისე ძლიერია, როგორც არასდროს“.

გევარამ, რომელიც კუბა-საბჭოთა კავშირის ურთიერთობების პრატქიკულად არქიტექტორი იყო, გადამწყვეტი როლი ითამაშა კუბაში საბჭოთა ატომური ბალისტიკური ქობინების შეტანაში, რომლებმაც 1962 წლის ოქტომბერში კარიბის კრიზისი გამოიწვია და მსოფლიო ატომური ომის ზღვარზე მიიყვანა. კრიზისიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ბრიტანულ კომუნისტურ გაზეთ დეილი ვორკერთან (Daily Worker) ინტერვიუში გევარა ჯერ კიდევ გაშმაგებული იყო სსრკ-ის ღალატით და როგორც კორესპოდენტ სემ რასელს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ქობინები კუბის კონტროლქვეშ დარჩებოდა, ისინი მათ მიერ გასროლილ იქნებოდა. შემდეგში, ამ ინციდენტის განმარტებისას გევარამ კვლავ გაიმეორა, რომ „იმპერიალისტური აგრესიის“ წინააღმდეგ მიმართული სოციალისტური განთავისუფლებისათვის დასაშვები იყო „ატომური ომის მილიონობით მსხვერპლიც“ კი. კარიბის კრიზისმა შემდგომში გევარა დარწმუნა, რომ მსოფლიოს ორი სუპერძალა (აშშ და სსრკ) თავიანთ გლობალურ სტრატეგიებში კუბას, როგორც პაიკს ისე იყენებდნენ. ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირს ის ისევე ხშირად კიცხავდა, როგორც ამერიკელებს.

1964 წლის დეკემბერში, ჩე გევარა წარმოჩნდა როგორც „მსოფლიო მნიშვნელობის რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე“ და აქედან გამომდინარე, კუბის დელეგაციას ნიუ-იორკში წარუძღვა გაეროში სიტყვით გამოსასვლელად. ჟინიანი მიმართვისას, მან გაკრიტიკა გაერო სამხრეთ აფრიკაში არსებულ „აპართეიდის მხეცური პოლიტიკის“ წინააღმდეგ გამოჩენილი უუნარობისთვის და იკითხა: „გაეროს ამის შესაჩერებლად ნუთუ არაფერი შეუძლია?“ შემდეგ გევარამ გააკრიტიკა აშშ-ის პოლიტიკა თავის შავკანიან მოქალაქეებთან მიმართებაში და განაცხადა:

ისინი, ვინც ხოცავენ საკუთარ ბავშვებს და ყოველდღიურად ახდენენ მათ დისკრიმინაციას კანის ფერის გამო, ისინი, ვინც შავკანიანების მკვლელებს თავისუფალს ტოვებენ, მფარველობენ და უფრო მეტიც, სჯიან შავ მოსახლეობას იმის გამო, რომ ისინი საკუთარ ლეგიტიმურ უფლებებს ითხოვენ როგორც თავისუფალი ადამიანები — როგორ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება, ვინც თავს თავისუფლების დამცველებად მიიჩნევენ?
1965 წლის დასაწყისში, გევარა აფრიკაში გაემგზავრა, რათა თავის პარტიზანული ომის ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა კონგოში მიმდინარე კონფლიქტში. ალჟირისპრეზიდენტ აჰმედ ბენ ბელას ცნობით, გევარა ფიქრობდა, რომ აფრიკაიმპერიალიზმის სუსტი რგოლი იყო და აქედან გამომდინარე, მას უდიდესი რევოლუციური პოტენციალი გააჩნდა.. ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, რომელსაც 1959 წლის ვიზიტის შემდეგ ჩესთან ძმური ურთიერთობა ჰქონდა, მის კონგოში ბრძოლის გეგმას „არაკეთილგონივრულს“ უწოდებდა და აფრთხილებდა, რომ იგი „ტარზანის“ განსახიერება გახდებოდა, რაც სასიკვდილო მარცხისთვის იყო განწირული. მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, გევარა კონგოში მაინც გამეგზავრა, გამოგონილი სახელით — რამონ ბენიტესი. კონგოს მიმდინარე კონფლიქტისას წარმოქმნილი მარქსისტული მოძრაობა სიმბას მხარდასაჭერად გევარა წარუძღვა კუბურ ოპერაციას. 1965 წლის 24 აპრილს, გევარა, რანგით მისი შემდგომი გენერალი ვიქტორ დრეკე და ექსპედიციის სხვა 12 კუბელი წევრი წევრი კონგოში ჩავიდნენ, რომლებსაც სულ მალე 100 კაციანი აფრო-კუბელთა კონტინგენტი შეუერთდა. ისინი პარტიზანული ომის ლიდერ ლორან-დეზირე კაბილასთან თანამშრომლობდნენ, რომელიც მანამდე პატრის ლუმუმბას დამხობის მხარდამჭერებს ეხმარებოდა, რომლებმაც რამდენიმე თვით ადრე წარუმატებელი ამბოხი მოაწყვეს. მოგვიანებით ლუმუმბას თაყვანისმცემელმა გევარამ, როგორც მაშინ განაცხადა, „მისი სიკვდილი გაკვეთილი იქნებოდა ყველა მათგანისთვის“. სუაჰილისა და სხვა ადგილობრივი ენების მწირად მცოდნე გევარამ თარჯიმნად მოზარდი ფრედი ილანგა დაინიშნა. მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში, ილანგა „დაუღალავად მშრომელი გევასას თაყვანისმცემლად“ იქცა; როგორც ამ ყმაწვლის მამა ამბობდა გევარაზე „იგი შავკანიანის მიმართაც იგივე პატივისცემას იჩენდა, რასაც თეთრებისადმი, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც თეთრი იყო“. თუმცა, გევარა სულ მალე იმედგაცრუებული დარჩა კაბილას შეიარაღებული ძალებით, რომლებიც შემდეგ ამ უკანასკნელმა დაშალა და თან განაცხადა: „ვერაფერი მაიძულებს დავიჯერო, რომ ის ჩვენი დროის ადამიანია“.როგორც გევარამ მოგვიანებით შეიტყო, გაეროს კომპლექსში ყოფნის დროს, ადგილი ჰქონდა მისი სიცოცხლის ხელყოფის ორ წარუმატებელ მცდელობას კუბიდან განდევნილთა მხრიდან. პირველი მომდინარეობდა მოლი გონსალესისგან, რომელმაც მისი გავლისას ბარიკადების გარღვევა სცადა ხელში მომარჯვებული 7 დიუმიანი სანადირო დანით, შემდეგ კი მისი სიტყვით გამოსვლისას გილერმო ნოვომ მდინარე ისტ-რივერიდან გაეროს შტაბ-ბინას ტანკსაწინააღმდეგო ტაიმერიანი ყუმბარა ესროლა. შემდეგში, ამ ინცინდენტებზე კომენტარის გაკეთებისას, გევარა აღნიშნავდა, რომ „უმჯობესია ქალმა მოგკლას დანით, ვიდრე კაცმა თოფით“, ამავე დროს, სიგარის დუნე კვამლის ფონზე დაამატა, რომ ამ აფეთქებამ „ყველაფერს უფრო მეტი არომატი შესძინა“

დამატებით დაბრკოლებას ქმნიდნენ კონგოს ეროვნულ არმიაში მომსახურე სამხრეთ აფრიკელი თეთრი დაქირავებულები მაიკ ჰოარეს ხელმძღვანელობით, რომლებიც კუბიდან გაძევებულებთან და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობდნენ, მათი მიზანი იყო გევარასთვის ხელის შეშლა მთებში, სოფელ ფიზის სიახლოვეს, ტანგანიიკის ტბასთან. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ეკონტროლებინათ გევარას საკომუნიკაციო საშუალებები და გაენადგურებინათ მისი მომარაგების ხაზები. მიუხედავად იმისა, რომ ცნობადი გევარა ცდილობდა შეენიღბა მისი კონგოში ყოფნა, აშშ-ის მთავრობამ მაინც იცოდა მისი ადგილსამყოფელი და საქმიანობები. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელთ ჰქონდა ინფორმაციები მის გადაადგილებაზე, რასაც ისინი ხომალდ USNS Private Jose F. Valdez (T-AG-169)-ის საშუალებით ღებულობდნენ. მოსასმენი აპარატურის მქონე ეს მცურავი საშუალება ამ მიზნით ინდოეთის ოკეანეში, დარ-ეს-სალამის სიახლოვეს დაცურავდა.

გევარას მიზანი იყო რევოლუციის ექსპორტი მობუტუს მოწინააღმდეგე სიმბას მებრძოლების მარქსისტული იდეოლოგიითა და პარტიზანული ომის ფოკოს თეორიის სტრატეგიებით გაწვრთნით. თავის კონგოს დღიურებში, გევარა ამბოხის წარუმატებლობის ძირითად მიზეზად ასახელებს ადგილობრივ კონგოელთა ძალების არაკომპეტენტურობას, შეურიგებლობას და უბრძოლველობას. 1965 წლის 20 ნოემბერს, გევარას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, გააჩნდა დიზენტერია, რასაც თან დაერთო ასთმის მწვავე შეტევები. შედეგად, შვიდი თვის იმედგაცრუებისა და უმოქმედობის შემდეგ, გადარჩენილ კუბელ მებრძოლებთან ერთად (მისი 12 თანამებრძოლიდან 6 დაიღუპა), მან კონგო დატოვა. ერთი პერიოდი იგი დაჭრილების კუბაში გაგზავნას ფიქრობდა, თვითონ კი აპირებდა კონგოში დარჩენილიყო და მარტოს ებრძოლა სიკვდილამდე, როგორც სამაგალითო რევოლუციონერს; ამხანაგების ძალდატანებითა და კასტროს მიერ გამოგზავნილი ორი ემისრის ზეწოლის შედეგად, ბოლო მომენტში, გევარა უხალისოდ დათანხმდა აფრიკის დატოვებას. თვეების შემდეგ, კონგოს კრიზისში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრისას, გევარა ასკვნის, რომ მან სასიკვდილო ბრძოლა დატოვა, რადგან: „ადამიანურმა ელემენტმა მარცხი განიცადა. ბრძოლის მსურველი აღარავინაა. ხელმძღვანელობა გახრწნილია. ერთი სიტყვით… იქ გასაკეთებელი არაფერი იყო“. მისივე განცხადებით: „ჩვენი ძალებით ჩვენ არ შეგვეძლო იმ ქვეყნის გათავისუფლება, რომელსაც ბრძოლა არ სურდა“. რამდენიმე კვირის შემდეგ, გევარამ იმ დღიურების წინასიტყვაობა დაწერა, რომელსაც ის კონგოში აწარმოებდა, რაც მან შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ეს არის მარცხის ისტორია“.

გევარას კუბაში დაბრუნება არ სურდა, რადგან კასტროს უკვე საჯაროდ ჰქონდა გამოცხადებული მისი „გამოსამშვიდობებელი წერილი“ — წერილი, რომელიც მხოლოდ მისი სიკვდილის შემთხვევაში უნდა გამოაშკარავებულიყო, რომელშიც ის კავშირების ყველანაირ გაწყვეტას და საკუთარი თავის მსოფლიო რევოლუციისათვის შეწირვას იუწყებოდა“. შედეგად, მომდევნო 6 თვე გევარა ფარულად ცხოვრობდა დარ-ეს-სალამსა და პრაღაში. ამ დროის განმავლობაში მან დაასრულა მემუარი თავის კონგოურ გამოცდილებაზე და გააკეთა 2 წიგნის მონახაზი — ერთი ფილოსოფიაზე, მეორე — ეკონომიკაზე. იგი ასევე ესტუმრა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რათა მოესინჯა თავისი ყალბი პასპორტი, რომელიც მას სამხრეთ ამერიკაში შემდგომი მოგზაურობისთვის კუბელმა საიდუმლო აგენტმა დაუმზადა. ბოლივიაში გამგზავრების სამზადისში, გევარა საიდუმლოდ კუბას ეწვია, რათა კასტრო მოენახულებინა, ისევე როგორც თავის ცოლი და ხუთი შვილისთვის მიეწერა უკანასკნელი წერილი, რომელშიც იგი მათ თავის სიკვდილისთვის ამზადებდა და დარიგებით ასრულებდა:

უპირველესად, ყოველთვის შეგწევდეთ იმის უნარი, რომ ღრმად შეიგრძნოთ ვინმეს მიმართ ჩადენილი ნებისმიერი უსამართლობა, ყველგან მსოფლიოში. ეს რევოლუციის ყველაზე მშვენიერი თვისებაა.
გევარას პირველი საყრდენი ბანაკი შორეულ ნანკაჰუასუს რეგიონში, მშრალ ტყეებში მდებარეობდა. ნანკაჰუასუს ხეობაში მიმდინარე წვრთნები მეტად სარისკო იყო და წარმოადგენდა გარკვეულ ნაბიჯს პარტიზანული ომის არმიის მშენებლობის გზაზე.ლა-პასში გევარას უპირველესი აგენტი იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ტამარა ბუნკე, რომელიც ხშირად უფრო ომის სახელით (nom de guerre), „ტანიათია“ ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ამავე დროს КГБ-ს აგენტადაც მუშაობდა და როგორც ზოგიერთი დასავლური წყარო მიიჩნევს, ის თავისდა უნებურად საბჭოთა ინტერესებს ემსახურებოდა, რადგან ბოლივიის ხემლძღვანელობა გევარას კვალზე გაყავდა.ბოლივიაში გამგზავრების წინ, გევარამ იერი შეიცვალა — გაიპარსა წვერი და თავზე თმის გარკვეული ნაწილი, დანარჩენი კი რუხად შეიღება, ისე, რომ მისი ძველ ჩე გევარასთან გაიგივება შეუძლებელი გახდა. 1966 წლის 3 ნოემბერს, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოდან ის საიდუმლოდ ბოლივიაში, ლა-პასში გადაფრინდა ყალბი სახელით — ადოლფო მენა გონსალესი, რომელიც ვითომ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში მომუშავე საშუალო ასაკის ბიზნესმენი იყო.1966 წლის ბოლოს, გევარას ადგილსამყოფელი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მოზამბიკის დამოუკიდებლობისათვის მოძრაობაფრელიმოს წარმომადგენლები ავრცელებდნენ ცნობას, თითქოს ისინი გევარას 1966 წლის ბოლოს ან 1967 წლის დასაწყისში დარ-ეს-სალამში შეხვდნენ, სადაც ჩემ რევოლუციის პროექტში დახმარება შესთავაზა, რომელიც საბოლოოდ მათ მიერ უარყოფილ იქნა. 1967 წელს, მუშათა საერთაშორისო დღეს, ჰავანაში ხალხის წინაშე გამოსვლისას, შეიარაღებული ძალების მოქმედმა მინისტრმა, მაიორმა ხუან ალმეიდამ განაცხადა, რომ „გევარა რევოლუციის სამსახურში იყო სადღაც, ლათინურ ამერიკაში“.

გევარას პარტიზანული ძალები დაახლოებით 50 კაცს ითვლიდა და ELN-ს სახელით მოქმედებდა (Ejército de Liberación Nacional de Bolivia; „ბოლივიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია“). იგი კარგად იყო შეიარაღებული და მასვე მიეწერებოდა რამდენიმე ადრინდელი წარმატება ბოლივიის რეგულარული არმიის წინააღმდეგ კამირის რთულ, მთიან რეგიონში. 1967 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში გევარას ქვედანაყოფების მიერ ბოლივიის შეიარაღებულ ძალებზე რამდენიმე შეტაკებაში გამარჯვების შემდეგ, ბოლივიის მთავრობამ პარტიზანული ძალები რეალური რაოდენობასთან შედარებით გადამეტებულად შეაფასა. მაგრამ, სექტემბერში, არმიამ სასტიკ ბრძოლაში ორი პარტიზანული დაჯგუფება გაანადგურა, როგორც იუწყებოდნენ, ამ დროს მოკლულ იქნა ერთ-ერთი ლიდერიც.

მკვლევრების ვარაუდით, გევარას რევოლუციის აგორების გეგმამ ბოლივიაში რამდენიმე მიზეზის გამო განიცადა კრახი:

  • იგი შეტაკებას მხოლოდ ბოლივიელ სამხედროებთან ვარაუდობდა, რომელებიც საცოდავად იყვნენ შეიარაღებული და გაწვრთნილი, მას ოდნავადაც არ უეჭვია, რომ აშშ-ის მთავრობა ბოლივიაში ამბოხებულთა წინააღმდეგ მებრძოლი ძალების დასახმარებლად ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს სპეცნაზის დივერსიულ რაზმებსა სხვა ოპერატიული სამსახურებს გამოგზავნიდა. ბოლივიის არმია ამავე დროს გაწვრთნა, დაარიგა და მოამარაგა აშშ-ის არმიის სპეც-დანიშნულების ძალებმა, მათ შორის იყო რეინჯერების ელიტური ბატალიონების ორგანიზება და წვრთნა ჯუნგლებში პარტიზანული ომის საწარმოებლად, რომლებიც პატარა დასახლება ლა-ესპერანსაში განლაგდა, გევარას პარტიზანების განთავსების სიახლოვეს.
  • გევარა თანამშრომლობასა და დახმარებას ვარაუდობდა ადგილობრივი დისიდენტებისგან, რაც მან ვერ მიიღო, ისევე როგორც ვერ მიიღო მხარდაჭერა ბოლივიის კომუნისტური პარტიისგან მარიო მონხეს მეთაურობით, რომელსაც ორიენტაცია უფრო მოსკოვისკენ ეჭირა, ვიდრე ჰავანისკენ. მისი სიკვდილის შემდეგ აღმოჩენილ დღიურში, გევარა ბოლივიის კომუნისტური პარტიის შესახებ წერს და მას ახასიათებს როგორც „მიუნდობელს, მოღალატეს და სულელურს“.
  • იგი ვარაუდობდა, რომ ჰავანასთან რადიოკავშირზე დარჩებოდა, მაგრამ ორი მოკლეტალღური გადამცემი, რომელიც მას კუბასთან აკავშირებდა, მწყობრიდან გამოვიდა; შედეგად, პარტიზანებმა კომუნიკაციის საშუალება დაკარგეს და იზოლირებულნი, სასტიკ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

დამატებით, გევარას ცნობილმა ჩვეულებამ, რომ ის უპირატესობას უფრო კონფრონტაციას ანიჭებდა, ვიდრე კომპრომისს, რაც მან მანამდეც გარეგნულად გამოამჟღავნა კუბის პარტიზანული ომის წარმოებისას, დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მან ვერ განავითარა წარმატებული სამუშაო ურთიერთობები ბოლივიის ლიდერებთან, ისევე როგორც მას ეს კონგოშიც დაემართა. ეს ტენდენცია კუბაშიც არსებობდა, მაგრამ იქ მას ფიდელ კასტროს დროული ჩარევა აჩერებდა.

ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი ის იყო, რომ გევარამ 11 თვის განმავლობაში ვერ შეძლო ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალწვეულთა შემოკრება თავის მილიციის გარშემო. ამ სარისკო თავგადასავლის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, თავის დღიურში გევარა წერდა: „გლეხები არანაირ დახმარებას არ გვიწევენ და ისინი პირიქით, ინფორმატორები ხდებიან“.

ჩე გევარაზე ნადირობისას ბოლივიის შეიარაღებულ ძალებს რჩევებს აძლევდა ფელიქს როდრიგესი, კუბელი დევნილი და ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს სპეცრაზმის მუშაკი. ასევე, კევინ მაკდონალდის მიერ 2007 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმი ჩემი მტრის მტერი ამტკიცებს, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს გევარას დაჭერაში რჩევებს აძლევდა და შესაძლოა ეხმარეობოდა კიდეც ნაცისტური ომის კრიმინალი კლაუს ბარბიე, რომელსაც „ლომის ყასაბს“ უწოდებდნენ.

1967 წლის 7 ოქტომბერს, ბოლივიის სპეცდანიშნულების ძალებს ინფორმატორმა იუროს ხეობაში გევარას პარტიზანთა ბანაკის ადგილსამყოველი აცნობა. 8 ოქტომბერს, მათ არეალს 1 800 ჯარისკაცით ალყა შემოარტყეს, შედეგად, როდესაც გევარა თანამებრძოლ სიმეონ კუბა სარაბიასთან გამოყოფას ცდილობდა, დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. ჩეს ბიოგრაფი, ჯონ ლი ანდერსონი ბოლივიელ სერჟანტ ბერნარდინო უანკას ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორგან დაჭრილმა გევარამ, როდესაც მისი თოფი დაიცალა, დაიყვირა: „არ ისროლოთ! მე ჩე გევარა ვარ და თქვენთვის ცოცხალს მეტი ფასი მაქვს, ვიდრე მკვდარს!“

9 ოქტომბრის დილის მიწურულს, ბოლივიის პრეზიდენტმა რენე ბარიენტოსმა გევარას მოკვლა ბრძანა. ეს ბრძანება ფელიქს როდრიგესთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მთავრობას შემდგომი დაკითხვების მიზნით გევარას პანამაში გადაყვანა სურდა. ჯალათობა იკისრა მარიო ტერანმა — ბოლივიის არმიის ნახევრად მთვრალმა სერჟანტმა, რომელმაც თავად გამოთქვა ჩეს მოკვლის სურვილი, იმ მიზეზით, რომ მისი სამი მეგობარი, სამივე სახელად „მარიო“, გევარას პარტიზანულ დაჯგუფებებთან ადრეული ბრძოლებისას მომკვდარიყო. ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის მისაწოდებელ წინასწარ შეთზულ ამბავთან შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ნაჭრილობევი, ამიტომ, ფელიქს როდრიგესმა ტერანს უბრძანა ფრთხილად დაემიზნებინა, რათა ისე გამოჩენილიყო, თითქოს გევარა ბოლივიის არმიასთან შეტაკებისას დაღუპულიყო. როგორც ბოლივიის არმიის სარდლობის კაპიტანმა გარი პრადომ აღნიშნა, ბარიენტოსის მიერ გევარას დაუყოვნებლივ მოკვლის ბრძანების მიზეზი იყო ის, რომ მისთვის ციხიდან გაქცევის ყველანაირი შანსი მოესპოთ, ასევე, ამ ამბავთან რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული არანაირი დრამა.

სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე წუთით ადრე, გევარას ბოლივიელმა ჯარისკაცმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა მის უკვდავებაზე, „არა“, შეეპასუხა ჩე, „მე რევოლუციის უკვდავებაზე ვფიქრობ“. როდესაც სერჟანტი ტერანი ქოხში შევიდა, ჩე გევარამ მის ჯალათს უთხრა: „ვიცი, ჩემს მოსაკლავად მოხვედი. ისროლე ლაჩარო! შენ მხოლოდ კაცის მოკვლას აპირებ!“ ტერანი შეყოყმანდა, შემდეგ თავის ნახევრადავტომატური შაშხანიდან ცეცხლი გახსნა და გევარას ხელებსა და ფეხებში ესროლა. ჩე მიწაზე დაიკრუნჩხა და მაჯების საშინელი ტკივილისგან ყვირილი აღმოხდა. ამ დროს ტერანმა რამდენიმეჯერ კიდევ ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდში, როგორც როდრიგესი აღნიშნავს, დღის 13:10-ზე მიაყენა. საერთო ჯამში, გევარა 9 ადგილას იყო დაჭრილი, მათ შორის ხუთგან ფეხებში, თითო-თითო მხარსა და მკლავზე, ერთი გულმკერდში და ბოლოს, ყელში.

1967 წლის 11 ოქტომბრის დეკლასიფიცირებული მემორანდუმი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს პრეზიდნეტმა უოლტ უიტმენ როსტოუმ წარუდგინა, გევარას მოკვლის გადაწყვეტილებას „სულელურს“ მაგრამ „ბოლივიელთა პოზიციიდან გასაგებს“ უწოდებს.

15 ოქტომბერს, ფიდელ კასტრომ გევარას დაღუპვის ამბავი საზოგადოებას ამცნო და მთელს კუბაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 18 ოქტომბერს, კასტრომ ჰავანის რევოლუციის მოედანზე შეკრებილი დაახლოებით ერთი მილიონი მგლოვიარე ადამიანს წინაშე გევარას, როგორც რევოლუციონერის თვისებებზე ილაპარაკა. მან თავის გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:„

თუ ჩვენ გვსურს გამოვხატოთ თუ როგორი უნდა იყოს მომავალი თაობის ადამიანი, შეგვიძლია ვთქვათ: დაე ის ჩეს გავდეს! თუ როგორ უნდა იყვნენ აღზრდილნი ჩვენი შვილები, დაუყოვნებლივ უნდა ვთქვათ: ჩვენ გვსურს ისინი ჩეს სულით აღვზარდოთ! თუ ჩვენ ადამიანის მოდელი გვინდა, რომელიც არა ჩვენს დროს, არამედ მომავალს მიეკუთვნება, გულის სიღრმიდან ვამბობ, რომ ასეთი მოდელი, არც ერთი ლაქით ცხოვრებასა და საქმიანობაში, არის ჩე!
გოჩა აბზიანიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები