5 ტიპის ქალი რომელსაც მამაკაცები გაურბიან

არსებობენ ქალები, რომლებთან ურთიერთობა მამაკაცებს დისკომფორტს უქმნის, და შესაბამისად, ასეთი ტიპის ქალები რთულად აღწევენ წარმატებულ სასიყვარულო ურთიერთობებს. ქალების საიტებზე გამუდმებით წერენ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი. მათ აქვთ არაერთი მოთხოვნა, რომელსაც მათი საოცნებო მამაკაცი უნდა აკმაყოფილებდეს და ხშირად ავიწყდებათ, რომ ჩვენ, მამაკაცებსაც გვაქვს გარკვეული პირობები, რომლებიც სუსტ სქესთან კომფორტული ურთიერთობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წარმოგიდგენთ სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, რომლებიც გამოკვეთავენ ქალთა იმ ტიპებს, რომლებთან ურთიერთობა მამაკაცების დიდ ნაწილს დისკომფორტს უქმნის. როგორები არიან ქალები, რომლებსაც მამაკაცები გაურბიან? ვფიქრობთ, რომ პასუხი ამ კითხვაზე მხოლოდ ჩვენთვის, მამაკაცებისთვის არ არის საინტერესო. ასე რომ ყურადღებით გაეცანით ამ ჩამონათვალს.

ყბედი ქალები ურთიერთობებში მამაკაცებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნიან ქალები, რომლებიც გაუთავებლად საუბრობენ. ლაპარაკობენ ყველაფერზე, რასაც ფიქრობენ. მათ შორის არიან ქალები, რომლებიც დიდ დროს უთმობენ ტელეფონზე საუბარს.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაჯერებულობა ქალებს მეტ მომხიბვლელობას მატებს, აღმოჩნდა, რომ აქაც ზომიერებაა საჭირო. ზედმეტად თავდაჯერებული და სერიოზული ქალები მამაკაცების უმრავლესობისთვის მოსაწყენები არიან.

განსაკუთრებით კი გაურბიან ქალებს, რომლებსაც დამრიგებლური ტონი აქვთ. ქალბატონებო, გახსოვდეთ, რომ მამაკაცებს გვერდით საყვარელი ქალი სურთ და არა მასწავლებელი.

მამაკაცი ძლიერი სქესის წარმომადგენელია, თუმცა ჩვენი სიძლიერე არც იმდენად დიდია, რომ ყოველდღიურად დეპრესიული და სასოწარკვეთილი ქალებს გავუძლოთ. ყველაფერთად ერთად ქალს სასოწარკვეთილება სექსუალურობასაც აკარგვინებს, ასე რომ , რა გასაკვირია, რომ ასეთი ტიპის ქალებს ყველაზე მეტად გაურბიან კაცები.

ასეთი ტიპის ქცევას ქალებში ძირითადად ჰოლივუდური ფილმები აყალიბებს. ფილმები, სადაც “ლავ სთორებს” ყოველთვის “ჰეფი ენდი” აქვთ. ფილმები, სადაც მამაკაცები ათას სიგიჟეს აკეთებენ საყვარელი ქალისთვის; ფილმები, სადაც ქალისა და მამაკაცის ურთიერობების რომანტიულობა გაზვიადებულია. ამ ყველაფრის გავლენით ქალების ეს კატეგორია რეალობის შეგრძნებას კარგავს და უჩნდება მოთხოვნილება, რომ მათ ცხოვრებაშიც ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში.

დაბოლოს, ჩვენი თანამედროვეობის ბევრი მამაკაცი აღიარებს სქესთა შორის თანაბარ უფლებებს, თუმცა სინამდვილეში მათი დიდი ნაწილი ქალს სუსტ სქესად მოიხსენიებს, რაც თავისთავად გულისხმობს მამაკაცის მხრიდან ქალზე უპირატესობას. მამაკაცების უმრავლესობას არ მოსწონთ ქალები, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ სქესთა თანასწორობაზე, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ მაშინ, თუ მამაკაცი მხოლოდ იმის გამო დაუთმობს გზას, რომ ის ქალია, თუ მამაკაცი იმის გამო დაუთმობს ადგილს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომ ის ქალია… ცხადია, ეს ყველაზე პრიმიტიული მაგალითებია. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ კაცებს განსაკუთრებით აფრთხობს ფემინისტი ქალები, რაც, ვფიქრობთ, რომ სრულიად არ არის გასაკვირი.

წყარო

მსგავსი სიახლეები

კომენტარები