5 რამ რაზეც მამაკაცს ჭკუა ეკეტება

ხუთი ზომის მკერდი ყველა მამაკაცს არ ხიბლავს. უმეტესობას პატარა, მაგრამ ლამაზი, ფუმფულა ფორმის მკერდი მოსწონს. ასეთი მკერდი მამაკაცისთვის ახალგაზრდობასთან და სექსუალურობასთან ასოცირდება. ძველად, მომცრო მკერდი, ქალის დიდგვაროვნებაზე მიუთითებდა.

მამაკაცის სუსტი წერტილი ფეხშიშველი ქალი  ყოფილა. უფრო სწორად, ტერფებმოშიშვლებული ქალი. ძველად, როცა ქალები გრძელ კაბებს ატარებდნენ, მხოლოდ ტერფი მოუჩანდათ შიშველი. დღესაც კი შიშველი ტერფის გამოჩენა უფრო მეტად აღაგზნებს მამაკაცს ვიდრე მთლიანად მოშიშვლებული ფეხი.

როგორც გაირკვა, მამაკაცს პატარა ამობურცული მუცელი უფრო უყვარს ქალში, ვიდრე მისი პრესი. დაკუნთული მკლავები, ფეხები და მუცლის პრესი შეიძლება ლამაზია, მაგრამ მამაკაცებს ლოგინში მრგვალფორმიანი, გემრიელი ქალი უფრო გააბედნიერებს.

ვინ გითხრათ, რომ მამაკაცები ჭკუას კარგავენ ქალის სექსუალურ, რთულ საცვლებზე. მათ ბუნებრივი, ვთქვათ კოტონის თეთრეული უფრო მოსწონთ, რადგან ის ბუნებრიობასთან ასოცირდება.

მამაკაცთან პაემანზე თუ ჩიტივით იკენკებით და დიეტაზე ყოფნით, კალორიების დათვლით ტვინს უჭამთ, ამ მამაკაცს შეიძლება აღარასდროს შეხვდეთ. გახსოვდეთ, მამაკაცებს მადიანი გოგონები მოსწონთ. ისინი, ვინც გემრიელად მიირთმევენ. მამაკაცების აზრით, ქალი როგორც მიირთმევს, ისეთიც ლოგინშია.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები