როგორ დავივიწყოთ ადამიანი რომელიც გვიყვარს

ურთიერთობებში და არამარტო ურთიერთობებში არამედ მთელს ცხოვრებაში ყველაზე რთულია დაშორდე საყვარელ ადამიანს, მაშინ როცა გარკვეული მიზეზების გამო, ვეღარ აგრძელებ მასთან ურთიერთობას და ამას აკეთებ. შესაძლებელია, რომ ბევრ ჩვენგანს განუცდია ასეთი რამ. აქ წარმოდგენილია რამდენიმე კომპონენტი, რომლის დახმარებითაც შეძლებთ მის დავიწყებას.

1. გამყარდით თქვენ გადაწყვეტილებაში – ყველაფრის დაწყება შეიძლება იმით, რომ უდნა შთააგონოთ თქვენ თავს, რომ არასდროს არ გაგრძელდება ეს ურთიერთობა, ეს არის ყველაფრის დასასრულია და მას ვეღარაფერი გააგრძელებს. ამიტომაც, გირჩევთ, რომ არასდროს დაუბრუნდეთ წარსულს არასდროს გაიფიქროთ “იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო”.

2. გააქრეთ, ააორთქლეთ, გადაყარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც მის თავს გაგახსენებთ – უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი გატაცებაა! არ დაიტოვოთ არანაირი საჩუქარი, რომელიც მან გაჩუქა. გადაყარეთ ან დაწვით მისი სურათები, ვიდეოები და საერთოდ ყველაფერი , რამაც შეიძლება მისი სახე გაგახსენოთ.

3. შეცვალეთ ცხოვრების სტილი – ზუსტად ასე იწყებს ნებისმიერი ადამიანი ახალ ცხოვრებას. ჩაცმულობის შეცვლა, ახალი ვარცხნილობები, შოპინგები და მთლიანი ცხოვრების სტილის შეცვლა დაგეხმარებათ, რომ გაამრავალფეროვნოთ თქვენი სიცოცხლე და შეძლოთ მასში ცვლილებების შეტანა.

4. იპოვეთ საინტერესო გატაცება – ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ნიჭიერი ხართ, შეგიძლიათ ბევრი ისეთი რამე რაც გხდით უნიკალურს. შეეცადეთ ახალი ჰობი, ან გატაცება გაიჩინოთ. შეეცადეთ დაკავდეთ სპორტით, მიხვიდეთ სხვადასხვა კურსებზე და გაერიოთ ხალხს.

5. შეეცადეთ მოიქცეთ არაადეკვატურად – შეეცადეთ გააკეთოთ ის რაც არასდროს არ გიცდიათ მანამდე, თქვენ შეძლებთ განიცადოთ ახალი და საინტერესო. შეეცადეთ ექსტრემალურ პროექტებში მონაწილეობის მიღება, გადახტით პარაშუტით, ასევე ივარჯიშეთ და პიტნესით დაკავდით ეს ყოველთვის დაგეხმარებათ.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები