რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს უმდიდრესი ტერორისტული ორგანიზაციები

გამოცემა ,,Forbes Israel”-მა მსოფლიოში უმდიდრესი ტერორისტული ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავლით “ისლამური სახელმწიფოა”, რომელიც განსაკუთრებით ერაყის ნავთობის საბადოების გაკონტროლებით გამდიდრდა.

რეიტინგში მეორე კი, თითქმის მილიარდიანი “ბიუჯეტით” “წინააღმდეგობის ისლამური მოძრაობა”, იგივე “ჰამასია”. ღაზაში, იუდეასა და სამარიაში ფეხადგმული ორგანიზაცია მეტწილად საზღვარგარეთიდან მიღებული თანხებით სულდგმულობს, უპირატესად კი – ყატარიდან და სხვადასხვა “საქველმოქმედო” ისლამისტური ორგანიზაციიდან მიღებული შემოწირულობებით.

მსოფლიოს უმდიდრესი ტერორისტული ორგანიზაციების ტოპათეული ასე გამოიყურება (თანხა დოლარებშია)

: “ისლამური სახელმწიფო” (ISIS) (ერაყი, სირია, იორდანია) – წლიური შემოსავალი 2 მლრდ.

  • “ჰამასი” (ღაზა, იუდეა და სამარია) – დაახლოებით, 1 მლრდ;
  • FARC (კოლუმბია) – 600 მლნ;
  • “ჰეზბოლა” (ლიბანი) – 500 მლნ;
  • “თალიბანი” (ავღანეთი, პაკისტანი) – 400 მლნ;
  • “ალ-ქაიდა” (ავღანეთი, პაკისტანი) – 150 მლნ;
  • “ლაშქარ-ე-ტაიბა” (პაკისტანი, ინდოეთი) – 100 მლნ;
  • “ალ-შაბაბი” (სომალი, კენია, უგანდა) – 70 მლნ;
  • Real IRA (ჩრდილოეთ ირლანდია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი) – 50 მლნ;
  • ბოკო-ჰარამი (ნიგერია, კამერუნი) – 25 მლნ;

კომენტარები

მსგავსი სიახლეები