ათი საბედისწერო შეცდომა სასიყვარულო ურთიერთობაში

ფრთხილად! ყველაზე თავბრუდამხვევი რომანიც კი შეიძლება რაღაც წვრილმანის გამო მოულოდნელად დასრულდეს. ქალბატონები ხშირად ვერ ხსნიან ამის მიზეზს, მაგრამ აშკარაა, რომ შეცდომებს უშვებენ.

ფსიქოლოგებმა ამ თვალსაზრისით საკუთარი დასკვნები შემოგვთავაზეს:

1. მამაკაცთან გაჯიბრება. 

შეყვარებული მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მისი რჩეული ყველაზე მომხიბვლელი, ჭკვიანი, კარგი დიასახლისი, მოკლედ, ყველაზე უკეთესია. ყველაზე, მაგრამ არა თავად მასზე. ასე რომ, ნუ შეეცდებით მამაკაცს თავი მოაწონოთ საკუთარი ინტელექტით, არავითარ შემთხვევაში არ დაუწყოთ იმის მტკიცება, რომ მასზე მეტი იცით, მასზე უკეთესი პროფესიონალი ხართ, ნუ მოუგებთ ჭადრაკის პარტიას ხუთჯერ ზედიზედ და ასე შემდეგ. უმჯობესია უთხრათ, როგორ ამაყობთ მისი წარმატებებითა და გამარჯვებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იფიქრებს, რომ თქვენ ფონზე უფერულად გამოიყურება და თქვენს ჩრდილში ყოფნას არ მოისურვებს.

2. ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. 

შეგიძლიათ, დაგეგმოთ, სად გაატარებთ თაფლობის თვეს, როგორ საქორწინო ბეჭედს შეარჩევთ, ვის დაპატიჟებთ ქორწილში მხოლოდ ერთადერთი აუცილებელი პირობით: ამის შესახებ სიტყვას არ დაძრავთ, თქვენთვის იოცნებეთ! ეს თქვენ ხართ დარწმუნებული, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, თორემ მამაკაცს აუცილებლად სჭირდება ”სათადარიგო გასასვლელი”. მართალია, აუცილებელი არ არის მან ამ გასასვლელით ისარგებლოს, მაგრამ ამ ”გასასვლელზე” ფიქრით უფრო მშვიდად იქნება.

3. წარსულის გახსენება. 

მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა მათ ვინმეს, განსაკუთრებით ყოფილ შეყვარებულებს ადარებენ, ამასთან, ”ყოფილების” დადებით თვისებებზე მიუთითებენ. არც იმაზე ილაპარაკოთ, რომ თქვენ ყველა მის ყოფილ მეგობარ გოგონაზე უკეთესი ხართ. სულ სხვა შედეგს მიიღებთ: იფიქრებს, რომ თქვენ ის უიღბლო ადამიანად მიგაჩნიათ, რომელსაც სწორი არჩევანის გაკეთება არ შეუძლია.

4. გაუთავებლად ნუ შეეკითხებით ”გიყვარვარ?” 

გასაგებია, რომ სასიამოვნოა, როცა მუდმივად გიმეორებენ, რომ უყვარხართ, მაგრამ ამ შემთხვევაში მამაკაცმა შეიძლება იფიქროს, რომ სკლეროზი გაქვთ, ან სხვა არაფერზე შეგიძლიათ ლაპარაკი. თან ამით ეჭვსაც გაუღვივებთ და დააფიქრებთ – მართლა უყვარხართ? ამ კითხვაზე პასუხი კი შეიძლება არ მოგეწონოთ.

5. ”საჯარო ჩვენება”. 

მამაკაცებს არ უყვართ, როცა გარშემო მყოფებს საჩვენებლად სამუზეუმო ექსპონატივით წარუდგენენ, თანაც წარმოსახვითი წარწერით: ”ხელით ნუ შეეხებით!” გაითვალისწინეთ, მამაკაცი ბუნებით მონადირეა და არა ნადავლი.

6. წინასწარ დაგეგმვა: 

”დღეს თეატრში წავალთ, ხვალ ჩემთან” – გგონიათ, მოსწონს მის დღის განრიგს რომ განაგებთ? იქნებ მოულოდნელობისა და სპონტანურობისთვის ცოტა დრო მაინც დატოვოთ? მამაკაცებს არ უყვართ მარიონეტის როლში ყოფნა.

7. ნუ შეეცდებით მის გაწვრთნას. 

ზრდასრული ადამიანის ”გადაკეთება” უმადური საქმეა. მის გაწვრთნაზე შეიძლება დიდი დრო დახარჯოთ, შედეგად კი გაღიზიანების მეტი ვერაფერი მიიღოთ.

8. ნუ გაუკონტროლებთ ყოველ ნაბიჯს. 

”საყვარელო, სად ხარ?” ”ხუთი წუთის წინ დაგირეკე, რატომ არ მიპასუხე?” ”გენატრები?” – შესაძლოა, ენატრებით კიდეც, მაგრამ სულაც არ უნდა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, მით უმეტეს, თუ თათბირზეა. და კიდევ ხუთჯერ თუ დაურეკავთ, მოენატრებით კი არა, შეიძლება შესძულდეთ კიდეც.

9. მაღაზიაში ეგოიზმის დემონსტრირება. 

”შეხედე რა ქურქია! ხომ მიხდება, ზუსტად ჩემთვისაა შეკერილი!” – შესაძლოა, მართლაც ასეა, მაგრამ შეიქმნება შთაბეჭდილება თითქოს თქვენს ურთიერთობაში მხოლოდ მისი კაპიტალია მთავარი, მით უმეტეს, თუ ერთხელაც არ გითქვამთ: ”ძვირფასო, ეს შენ ძალიან მოგიხდებოდა”.

10. ხშირად ნუ იტყვით ”ჩვენ”.

ეს ნაცვალსახელი იდეალურია დედისა და წლამდე ჩვილის ურთიერთობისას. პატარა ხომ მთლიანად დედაზეა დამოკიდებული. მამაკაცს კი, ჩვილისგან განსხვავებით, საშინლად ეშინია მისთვის ესოდენ ძვირფასი დამოუკიდებლობის დაკარგვის. ასე რომ, თქვენი რეპლიკები: ”ჩვენ ხომ გადავწყვიტეთ”, ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ…” შესაძლოა, მისთვის მეტისმეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები