რჩევები კარგი განწყობისთვის

სხვადასხვა ასაკში და სხვადასხვა დროს ადამიანები ხშირად არიან ცუდ ხასიათზე, ასეთი რამ  ყველას ემართება, მიზეზი რა თქმა უნდა შეიძლება იყოს უამრავი, უამრავი და თან უაზროც…

ასეთ დროს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ის რამდენიმე რჩევა რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ.

პირველ რიგში იფიქრეთ იმაზე რომ, როცა ხართ ცუდ ხასიათზე, თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წუთებს კარგავთ. განწყობა გადამდებია  ანუ რაც უფრო ხშირად იქნებით კარგ ხასიათზე, მით   უფრო ბევრს ადამიანს უბიძგებთ ამისკენ.

გაიღიმეთ, ეცადეთ მუდმივად თუ არა ხშირად მაინც შეინარჩუნოთ ღიმილი სახეზე, კონცენტრაცია მოახდინოთ იმაზე რაც თქვენ ბედნიერებას განიჭებთ, თუნდაც იოცნებოთ  რა მნიშვნელობა აქვს ასაკს, გახსოვდეთ იმაზე ფიქრი რაც ბედნიერს გხდის უდროო  არასდროს არის.

მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, იმღერეთ, იცეკვეთ. მუსიკის დახმარებით განწყობას იოლად მართავთ.

მიირთვით საყვარელი საკვები,  კვება აუმჯობესებს განწყობას, ზრდის ენერგიას, ამ დროს ადამიანი გამოიმუშავებს ერთგვარ იმუნიტეტს სტრესისა და კონფლიქტების მიმართ.

დაუთმეთ უფრო მეტი დრო საყვარელ ადამიანებს, გამოხატეთ სითბო და დადებითი ემოცია მათ მიმართ, შეუმსუბუქეთ პრობლემები მორალურად, დაანახეთ რომ თქვენ მათ ცხოვრებას ალამაზებთ.

იყოლიეთ ცხოველები – ჩვენი პატარა მეგობრები, თავიანთი ერთგულებით და სიყვარულით დიდ სიამოვნებას მოგანიჭებენ. ცხოველებზე ზრუნვა აძლიერებს სიხარულის ჰორმონის გამოყოფას.

ჩაეხუტეთ – ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანს  განწყობისთვის დღეში 30 სასიამოვნო შეხება სჭირდება.

უყურეთ ფილმს – შეარჩიეთ სასიამოვნო, ცხოვრებისეული ოპტიმიზმით სავსე ფილმი, შეიძლება ეს იყოს კომედია ან სათავგადასავლო ჟანრის ფილმი.

იკითხეთ წიგნები – როდესაც კითხულობ ავტორებს, რომლებიც კარგად წერენ, ვსწავლობთ სწორ და ჩამოყალიბებულ აზროვნებას. ამ დროს ვიღებთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას რაც აუცილებლად გამოგვადგება ცხოვრებაში.

აკონტროლეთ დრო –  დრო ყველაზე ძვირფასია,დააფასეთ ის ვინც დროს გაჩუქებთ, იმას რასაც ვერაფრით დაიბრუნებს და აინაზღაურებს.

ნუ მოუსმენთ მათ ვისაც არ სჯერა ქვენი მომავალი წარმატების!  იყავით ოპტიმისტები და რწმენით დასახეთ მომავალი სტრატეგიული მიზნები – გჯეროდეთ რომ მიუხედავად არაერთი სირთულისა თქვენ აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს.

 

მოამზადა თამო ლომაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები