რატომაა ჩვენი ბავშვების მომავალი დამოკიდებული წიგნების კითხვის სიყვარულზე

თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, დღევანდელ საქართველოში, ხშირად გაიგონებთ ცინიკურ მსჯელობას თემაზე, რა საჭიროა წიგნები, რომანები, ზღაპრები და საერთოდ ზედმეტი დრომოჭმული სენტიმენტები. დღევანდელ რაციონალიზმის და ე. წ “გარდამავალი კაპიტალიზმის” ეპოქაში, არამყარი პოლიტიკური წყობის, ლარის თუ ეკონომიკური კურსის პირობებში, ხომ საერთოდ ერთადერთ მყარ ღირებულებად მხოლოდ მატერიალური აქტივები, სახლები . აგარაკები. მანქანები და ყველაზე უარეს შემთხვევაში ქაღალდის კუპიურა გვეიმედება.

დღევანდელ მსოფლიოს პრეტენზია აქვს განსაკუთრებულ პრაგმატულობაზე და სულიერებაც რაღაც გაშარჟებულ დანამატად, ან უკეთეს შემთხვევაში ინფანტილურობასთან ასოცირდება. ჩვენც გავუწიოთ ანგარიში თანამედროვე ბაზრის მოთხოვნა- მიწოდების სქემას და გავაანალიზოთ ეს საკითხი პრაგმატულ ჭრილში.

მაშ ასე, რატომაა ჩვენი ბავშვების მომავალი დამოკიდებული წიგნების კითხვის სიყვარულზე?

ერთხელ ცნობილი ინგლისელი მწერალი რიჩარდ გეიმანი, სრულიად შემთხვევით შეესწრო დიალოგს ორ პიროვნებას შორის, დღევანდელ ამერიკაში ძალიან პოპულარური კერძო ციხეების თემაზე. კერძო ინდუსტრია, ეს ციხის იქნება თუ ნებისმიერი სხვა თემის, ვალდებულია დაგეგმოს ბიზნესის ზრდის ტემპი, თუ რამდენი საკანი იქნება საჭირო მომავლისთვის? რამდენი იქნება პატიმართა რაოდენობა 15 წლის შემდეგ? და ა.შ მათდა სასიხარულოდ აღმოჩნდა, რომ მომავლის წინაsწარი გათვლა არამცთუ შესაძლებელია, არამედ საკმაოდ ადვილიცაა. კვლევაზე დაფუძნებული უმარტივესი ალგორითმის გამოყენებით . აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მაღალია კორელაცია წერა-კითხვის უცოდინარ ბავშვთა რაოდენობას და მომავალში მათ კრიმინალებად ჩამოყალიბებას შორის. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ, განათლებული წიგნის მოყვარული ბავშვი სრულიად დაცულია კრიმინალური მომავლისგან, მაგრამ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლაი ვთქვათ , რომ უწიგნურობა, გაუნათლებლობა მოზარდთა კრიმინალური ხვედრის პირდაპირპროპოციულია.

თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ წიგნიერება საჭიროა, მაშინ როგორ მოვახერხოთ და შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? მეთოდი საკმაოდ მარტივია, ვაჩვენოთ, ვაგრძნობინოთ ბავშვს რომ წიგნის კითხვა სასიამოვნო გართობაა, არა გაკვეთილი, არა დავალება, არამედ სასიამოვნო გართობა. ყველაზე მარტივია მიაწოდოთ ის წიგნები რომლებიც მოსწონთ და არა ისინი , რომელსაც ჩვენ ვთვლით საჭიროდ და საინტერესოდ. მივცეთ ბავშვს კითხვის და წიგნის არჩევის საშუალება ჩვენი კონტროლის და შეფასებების გარეშე. ნებისმიერი ჩვენთაგანი ხშირად შესწრებია სიტუაციას, სადაც ბავშვი გატაცებით კითხულობს რაღაც წიგნს და მშობელი, ან ართმევს მას ან საუკეთესო შემთხვევაში მორალს უკითხაავს წიგნის მიზანშეუწონლობაზე. მივცეთ ბავშვს საშუალება დადებითი მიჯაჭვულობა განივითაროს კითხვის მიმართ და როდესაც ზოგადად წიგნი და ზოგადად კითხვა გახდება მისთვის სიამოვნების წყარო, შემდგომში მივა იმ ლიტერატურამდე, რომელიც მშობლისთვისაც ღირებულია და საინტერესო.

თანამედროვე პრაგმატულ სამყაროში, სადაც ადამიანები რაციონალურნი და საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულნი არიან, ნაკლებად უსმენენ და უგებენ ერთმანეთს, ემპატია ის თვისებებია, რომელთა განვითარებაც მოზარდს ხელს შეუწყობს გახდეს უფრო წარმატებული დღევანდელ სამყაროში. შეგრძნებების განვითარებას იწვევს ფილმის ყურებაც და წიგნის კითხვაც, იმ მცირედი განსხვავებით, რომ ფილმის ყურებისას მთავარი გმირების თავგადასავალს ჩვენ თვალს ვადევნებთ გვერდიდან, ხოლო წიგნის კითხვის პროცესს კი თან სდევს ერთი ჯადოსნური თავისებურება,თქვენ იწყებთ წიგნის გმირების ცხოვრებით ცხოვრებას და მათთან ერთად ერთვებით თავგადასავლებში, განცდებსა და ემოციებში. იგივე ხდება ბავშვთანაც და ასე ვითარდება მოზარდში ემპატიის გრძნობა. თანაგანცდის უნიკალური უნარი, რომელიც ასე ჭირდება დღევანდელ რაციონალურ სამყაროს.

2007 წელს, როდესაც ინგლისელი ნილ რიჩარდ გეიმანი მიიწვიეს ჩინეთის პირველ კონფერენციაზე ფენტეზის თემატიკაზე, იგი დაინტერესდა, თუ რატომ ჩათვალეს პრაგმატულმა ჩინელებმა ეს თემა საინტერესოდ. აღმოჩნდა, რომ ჩინეთის ხელძღვანელობამ დაადგინა, რომ ჩინელი დაქირავებული მუშაკი უკვე არსებული, მზა სქემების მოწოდების შემთხვევაში შესანიშნავად ართმევდა თავს დავალებას. მაგრამ ვერც ქვეყანა და ვერც მისი საზოგადოება ვერაფერს ახალს და შემოქმეებითს ვერ ქმნიდა. Apple-ში, Microsoft-სა, Google -ში მივლინებული ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული გამოკითხვების შემდეგ კი აღმოჩნდა , რომ ამ კომპანიების შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული თანამშრომლები ბავშვობაში, უკლებლივ ყველა, ფენტეზის კითხვით იყვნენ გატაცებულნი. მაშ ასე, მემგონი საკმაოდ ბევრი არგუმენტი მოვიშველიეთ წიგნის კითხვის საჭიროებისა და აუცილებლობის შესახებ, მაგრამ როგორ მივიყვანოთ ბავშვი წიგნამდე , სანამ შეიყვარებს მას? აქაც პასუხი ძალიან მარტივია. ჩვილობიდან ვუკითხოთ ზღაპრები კეთილი ფერიების და ბოროტი ჯადოქრების შესახებ, ვუკითხოთ მთელი ემოციებით , გატაცებით , ჟესტებითა და არტისტიზმით.

და თუ ჩვენი ეპოქის გენიოსის ალბერტ აინშტეინის მოსაზრებასაც მოვიშველიებთ ,, უკითხეთ ბავშვებს ზღაპრები და თუ გინდათ ისინი კიდევ უფრო ჭკვიანები და განათლებულები გაიზარდნონ, უკითხეთ მათ კიდევ უფრო მეტი ზღაპრები”

წყარო: 4motivi.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები