გაიგეთ რა აკლია თქვენს ორგანიზმს

რუბრიკას წარმოგიდგენთ body-care.ge

გინდათ გაიგოთ რა მინერალები აკლია თქვენს ორგანიზმს?
შევეცდებით დაგეხმაროთ:

-გინდებათ შოკოლადი?
გაკლიათ მაგნიუმი.
მიიღეთ თხილი, მზესუმზირა, ხილი, ლობიო, ბარდა და რა თქმა უნდა… შავი შოკოლადი.

-გინდებათ პური?
გაკლიათ აზოტი.
მიირთვით თევზი, ხორცი, თხილი.

-გინდებათ ტკბილი?
გაკლიათ გლუკოზა.
მიირთვით თაფლი, ტკბილი ხილი, კენკრა, გოგრა, ბულგარული წიწაკა.

-გინდებათ ცხიმიანი საჭმელი?
გაკლიათ კალციუმი.
მიირთვით ბროკოლი, ლობიო, ბარდა, ყველი.

-გინდებათ ყველი?
გაკლიათ კალციუმი და ფოსფორი.
მიირთვით ბროკოლი, ხაჭო, რძე და მაწონი.

-გინდებათ შებოლილი პროდუქტები?
გაკლიათ ქოლესტერინი.
მიირთვით ავოკადო, წითელი თევზი, ფხალი, ზეთისხილი.

-გინდებათ მჟავეული?
გაკლიათ “C” ვიტამინი.
მიირთვით ლიმონი, კივი, მარწყვი, ასკილი.

მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და იკვებეთ სწორად!

წყარო: body-care.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები