სექსუალური გიდი მამაკაცის სხეულზე

მამაკაცის ეროგენულ ზონებს საზღვარი არ გააჩნია. ზონა G-ს გარდა არსებობს ზონა O, C, W X, და „რვიანი”, მთავარია, ისინი ეძებოთ და სწორად მოეპყროთ. იმისათვის, რომ მიხვდეთ სექსის დროს როგორ მიანიჭოთ მამაკაცს მაქსიმალური სიამოვნება, არ არის აუცილებელი გამოცდილი საყვარელი იყოთ. საბედნიეროდ, სიამოვნების მისაღებად ანატომია მრავალ სიურპრიზს გვთავაზობს.

სახელგანთქმული სექსოლოგი იან კერნერი ამტკიცებს, რომ სექსუალური აქტი შეიძლება ყოველ ჯერზე იყოს მრავალფეროვანი. ეროგენული ზონების სტიმულირება იწვევს აღგზნებადობას, რაც თავის მხრივ ააქტიურებს სისხლის მიმიქცევას გენიტალიების მიმართულებით, შედეგად – მიიღწევა მძაფრი ორგაზმი. მაშ ასე, თქვენს წინაშეა ეროგენული ზონების გიდი:

ზონა C
მამაკაცისთვის ყური ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროგენული ზონაა, რადგან აქ მდებარეობს უამრავი ნერვული დაბოლოება. პარტნიორი იწყებს ნაზი კოცნით კისერში და უახლოვდება ყურს. ყურის ნიჟარებზე კოცნა შესაძლებელია გახდეს შესანიშნავი პრელუდია აქტისთვის, განსაკუთრებით თუ მას ერთვის ნაზი ჩურჩული და მსუბუქი კბენა.

ზონა „8″
ყველაზე „მძიმე არტილერია” მამაკაცის აღგზნების კუთხით, ლაპარაკია მამაკაცის მთავარ ფასეულობაზე. თითების ნაზი მოძრაობით შეეხეთ მის ჯერ ზედა, ხოლო შემდეგ ქვედა ნაწილს. ამ შემთხვევაში წარმოუდგენელია წაგება და შედეგსაც მყისიერად მიიღებთ…

ზონა W
მკერდი მხოლოდ ქალებისთვის როდია ერთ-ერთი ძლიერი ეროგენული ზონა. სთხოვეთ პარტნიორს დაწვეს ზურგზე და მკერდზე ძუძუს თავიდან თითის ნაზი მოძრაობით შემოხაზეთ W, იგივე გაიმეორეთ საწინააღმდეგო მიმართულებით. შეგიძლიათ თითი რომელიმე არომატული ზეთით დაისველოთ, ამით სიამოვნების შეგრძნებას გააძლიერებთ. დაიწყეთ თითით, შიგადაშიგ ხელის გულით და ენით შეეხეთ.

ზონა X
გასაკვირია, მაგრამ მამაკაცს ეროგენული ზონები ფეხებზეც აქვს. მუცელზე წოლისას სთხოვეთ შეაერთოს ფეხები და ფრთხილი შეხებით დაუყევით მას. საჯდომის დუნდულების ქვეშ ფეხებსა და ასოს გასაყარზე ერთ-ერთი ძლიერი ზონაა.

ზონა O
მამაკაცის სხეულის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ნაწილია ზურგიც, რადგან სწორედ აქ გადის მრავალი ისეთი ნერვული დაბოლოება, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ ორგანოებთან. როდესაც ის მუცელზე წევს, დააჯექით ზურგზე წელის მიდამოებში და ზემოდან ქვემოთ ნაზი შეხებით დაიწყეთ თითქოს O შემოხაზვა, რომელსაც ხან გაზრდით, ხანაც დააპატარავებთ და ნელ-ნელა ქვედა მიდამოებისკენ ჩამოუყვებით. ეს რომანტიული ღამის კარგი დასაწყისია.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები