როგორ ვაკონტროლოთ წონა ზამთრის დადგომასთან ერთად?!

შემოდგომის დადგომასთან ერთად იმატებს მადა და წონის პრობლემაც უფრო თვალსაჩინო ხდება. ამ დროს ორგანიზმი ემზადება ზამთრისთვის და  იგროვებს საჭირო „მარაგს“. თუ გსურთ ამ პრობლემას თავი აარიდოთ, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე საინტერესო რჩევა, რასაც გთავაზებთ.

  1. გადახედეთ თქვენი კვების რაციონს და მარტივად მიხვდებით თუ სად არის პრობლემა. პირველ რიგში, დღე დაიწყეთ ჭიქა წყლით. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ხილ-ბოსტნეული მიიღოთ დღის განმავლობაში. თუ უფრო ტკბილი საკვები გსურთ, მაშინ გახეხეთ რომელიმე ხილი თუნდაც ვაშლი და მოასხით თაფლი, ეს თქვენს იმუნიტეტზე ერთი ორად  სასიკეთოდ იმოქმედებს და შიმშლის შეგრძნებაც გაქრება.
  2. მიირთვით შავი პური, 2-3 ნაჭერი  დღეში, ამ დროს მოგეწოდებათ დიდი რაოდენობით B ვიტამინი. პურზე მოთხოვნილება არ გექნებათ იმ შემთხვევაში თუ მას სადილის ბოლო ლუკმასთან ერთად მიირთმევთ.
  3. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კერძის დამზადების პროცესს. მაგალითად, თუ კარტოფილს ადრე შემწვარ მდგომარეობაში მიირთმევდით, ამჯერად ის მოხარშულით ჩაანაცვლეთ.

გაითვალისწინეთ ბევრი ფიქრობს რომ ნერვიულობით ხდება, მაგრამ როგორც დიეტოლოგები ირწმუნებიან, სტრესი პირიქით წონაში მომატებას უწყობს ხელს. საჭიროა ისეთ ფიზიკური აქტივობებით დაკავება, რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ: ცეკვა, სეირნობა… ისინი კალორიების დაწვის და  ბედნიერი ცხოვრების წესის ბუნებრივი და ყველაზე მარტივი საშუალებებია.

 

მოამზადა
თამო ლომაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები