Anonymous Blog: „ვაკეთებ იმას, რაც მინდა და მსიამოვნებს, ჩემი ვირტუალური სექსიც კი შენს რეალურს ჯობია”

უკვე ერთი წელია რაც რეალური სექსი აღარ მქონია, თითქმის ყოველ ღამე ვირტუალური ურთიერთობა მაქვს ჩემს პარტნიორთან, ვიცი ბევრი ჩათვლის რომ ავადმყოფი ვარ, ბევრისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, არავინ არ თქვას რომ თუ არ უცდია, არ ნდომებია მაინც და სურვილი არ გაჩენია, მოკლედ ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ თუმცა რაღაც უცნაური შეგრძნება მაინც მიჩნდება ხოლმე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, მაინტერესებს რას ფიქრობთ ამაზე, არანორმალური ვარ?

ისევ მარტო დავრჩი და ისევ ამეშალა “იმასთან” ლაპარაკის ჟინი, თუმცა კარგად რომ დავუკვირდეთ მარტო ახლა არდავრჩენილვარ, ყოველთვის მარტო ვიყავი. არც ისე ცუდია მარტოობა, დაჯდები იფიქრებ რაზეც გინდა, როგორც გინდა დარამდენსაც გინდა. იფიქრებ ათას სისულელეზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, ჭამაზე, სმაზე, სექსზე, გადასახადებზე,სამსახურზე, ოჯახზე და ზოგჯერ ისეთ სისულელეზეც დაფიქრდები, როგრიც კარზე დამონტაჟებული ჟალუზია…

ისევ ათასი დებილური ფიქრი წამოყოფს თავს გონების ხლართებში, ხოჭოებივით დაიწყებენ ცოცვას და უკვე საბოლოოდმათში გახლართული თავს გააქნევ, თითქოს ამ ჯესტით ცდილობ თავი დააღწიო აბეზარ ხოჭოებს. გუშინდელ დღეს იხსენებდა გეცინება ტუჩის კუთხეებით, საკუთარ თავს იჭერ სიამოვნების განცდაში რაც გუშინდელის გახსენებამ მოგგვარა და უკვემთელი ტუჩით იღიმი.

თითქოს არაფერი არ ყოფილა განსაკუთრებული, მაგრამ აი, გაგახსენდა, მომენტალურად გაგეღიმა, მუცელშიც რაღაცპეპლების მსგავსმა დაიწყო ფართხალი, რაღაც სასიამოვნო ჩაგეღვარა ორგანიზმში, რამაც ტუჩის კუთხეების ცვლილებაგამოიწვია და გაგეღიმა 🙂 არაფერი ყოფილა, რეალურად არაფერი ყოფილა, ეს მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობა იყო,ვირტუალურ სივრცეში დაწყებული და განვითარებული ურთიერთობა…

არადა ეს შეგრძნება…

შეგრძნება იმისა, თითქოს რეალურად გრძნობდი, რეალურად გცემდა მისი კანის სუნი…

რეალურზე უფრო ძლიერადაც კი დაამყარე გონებრივი კავშირი. დაამყარე და ახლა გახსენებაზეც სიამოვნების ღიმილიგიწელავს ტუჩის კუთხეებს. ისიც იცი, რომ ეს ვირტუალური სამყაროა. ეს არ არის რეალობა, მაგრამ გკიდია ფეხებზე იცირატომ? იმიტომ რომ არ გჭირდება რეალური ურთიერთობები…

ხო. აი შენი ერთი ორგანო გონება რომ ქვია, უარყოფს რეალურ ურთიერთობას გაურბის და თავს იმით იმართლებს, რომ არარის მზად რეალური ურთიერთობისთვის, რომ ამას მხოლოდ ტკივილი და იმედგაცრუება მოყვება, რომ საბოლოოდყველაფერი უფერულდება და უფასურდება. მას კი, შენს გონებას, მუდმივი აზარტი, მუდმივი დუღილის პროცესისიამოვნებს და სჭირდება…

მუდმივად ახლი შეგრძნების ძიებაში, სულ აზარტულ განწყობაზე მყოფი, სიამოვნებას იღებს ცეცხლთან თამაშით დახანდახან ავიწყდება, რომ ის რეალური არსებაა და რეალურადაც უნდა იცხოვროს თუმცა…

“რატომ დავიძაბო რელაურზე ფიქრითა და ქმედებით, როცა ასე უფრო კომფორტულად ვარ” გამომძახა გონებამ დაირონიულად ჩაიღიმა…

“შენ ცხოვრობ, შენ დადიხარ, შენი ფიზიკური სხეული მოძრაობს, იკმაყოფილებს ყოველდღიურ მოთხოვნებს, იღლება, ჭამს,სვამს, ძინავს, გადაადგილდება ა წერტილიდან ბ წერტილში, ყოველდღიურ რუტინას მოთმინებით იტანს, მე კი შემეშვი,„ვაკეთებ იმას, რაც მინდა და მსიამოვნებს, ჩემი ვირტუალური სექსიც კი შენს რელაურს ჯობია” ისევ გამომძახა გონებამ დაცინიკურად ჩაიცინა, მომიხურა კარები და შორიდან მესმოდა მისი სიამოვნებისგან გამოწვეული

კვნესა…

მივხვდი, ისევ ის გაახსენდა…

გაახსენდა და ისევ აღმოხდა სიამოვნების ბგერები…

“დებილი” გავიფიქრე , იმანაც არ დააყოვნა და გამომძახა: “დებილი შენ ხარ” ნერვებს მიშლის უკვე ამ არსების ცინიკურიტონი…”იმაზე რას იტყვი, რომ შეიძლება მიეჩვიო და…”

-“არა, მე არაფერს არ ვეჩვევი, ეს შენ ეჩვევი საგნებს, მოვლენებს, ადამიანებს…მე არ ვეჩვევი ჩემი ბუნებიდან გამომდინარევარ თავისუფალი და არ შემიძლია მივეჯაჭვო და მივეჩვიო რაიმეს, ვინმეს…როგორც კი მომბეზრდება რაიმე ან ვინმე,მაშინვე ახლის ძიებას ვიწყებ და ვპოულობ კიდეც…

შემიძლია წამიერი, წუთიერი კაიფით ვიკაიფო და საერთოდ არ ვიფიქრო ამას რა მოყვება, იმას რა მოყვება და ათასისისულელე, რასაც შენ ფიქრობ”

-“გარყვნილი ხარ რა გელაპარაკო!” ისევ შევუღრინე, თუმცა უკვე შორიდან მესმოდა მისი აღვირახსნილი ხმები, თვალიცმოვკარი…

ისევ იმასთან ამყარებდა გონებრივ-სექსუალურ კავშირს, თან მიყურებდა და გარყვნილი, რაღაცნაირი ბინძური ღიმილითმიღიმოდა…

გავიდა რამოდენიმე დღე, ისევ მოწყენილობამ შემომიტია და მივუკაკუნე…

“აუ, თუ ისევ  ნერვები უნდა მომიშალო შენი მორალის კითხვითა და ზემგრძნობიარე სენტიმენტებით, სჯობს თირკმელსმიმართო და მე შემეშვა”

მითხრა ამ თავხედმა და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა.

ეჰ, მივეჩვიე მის ამ გამოხტომებს, უხეში და თავხედია, მაგრამ რა ვქნა, ვერსად გავექცევი, ჩვენ ორივე ერთ სხეულშივცხოვრობთ და ეს სხეული ორივე ჩვენთაგანით ითვლება სრულყოფილად, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ავადმყოფსუწოდებენ. არის შემთხვევები მე ვცოცხლობ მარტო (ამ დროს მოწყენილობა მკლავს ხოლმე) ის არ ფუნქციონირებს, სხეულიცოცხლად ითვლება, თუმცა ეს ისეთი დისკომფორტია, ისევ ამ ვირთავხედასთან მირჩევნია მუდმივ კონფლიქტში ყოფნა,ვერთობი მაინც მასთან კამათით.

-ჰმ, მე ვარ ვირთავხედა და შენ, შენ რაღა ხარ საინტერესოა” გამომძახა კარს იქიდან და რაღაცის ძებნა დაიწყო.საქაღალდეების შრიალი შემომესმა. რაღაცაშია საქმე. რაღაცას ეძებს. ხან რაღაცის დავარდნის ხმა გავიგე, ხან ამის ჩვეულიგინება შემომესმა. ასე იცის, რომ წამოუვლის ციებიანივით იქცევა.

“შემობრძანდი ბატონო “ჭკვიანო”. გამომძახა ჩვეული ცინიკური ტონით და კარიც გააღო.

შევედი. სავარძელში წამომჯდარიყო, ფეხები მაგიდაზე აეწყო, წინ საქაღალდეების  მთელი დასტა ეწყო. ეკრანზე რაღაცფილმი იწყებოდა.

“ახლა რაღამ წამოგიარა იქნებ გამაგებინო” ვთქვი და მაგიდის კუთხეზე წამოვჯექი.

უცებ ფილმის დაიწყო და ჩემი ყურადღებაც ფილმმა მიიქცია.

“ჯანდაბა ეს რაღაა” ჩავიბურტყუნე ჩემთვის და ეკრანზე წარსულს მივაშტერდი. “ამ დეგენერატს ყველაფერი ჩაუწერია დაშეუნახია” ისევ გავიფიქრე ჩემთვის და იმ კადრს მივაყოლე მზერა თავის დროზე, რომ მაბედნიერებდა, ჯანგბადითმავსებდა და სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა.

“კარგად უყურე, ყურადღებით უყურე” სისინი გამოსცრა კბილებში.

კადრი კადრს ენაცვლებოდა. ბედნიერ მომენტებს სენტიმენტალური მომენტები ცვლიდა, სასიამოვნოს უსიამოვნო. აი ასე,იწყებოდა და მთავრდებოდა. ყველა ის წარსული მოქმედება და ამბავი ქონდა ჩაწერილი ამ იდიოტს, ახლა კი ცინიკურიღიმილით იღიმოდა ჩემს რეაქციებს რომ უყურებდა, როგორ ვიკუმშებოდი თითოეულ მტკივნეულ კადრზე.

“რაში გჭირდება ამის გაკეთება” ვკითხე და თვალებით გასათიში ღილაკის ძებნა დავიწყე, აღარ მინდოდა ამის ყურება.

“ახლა გტკივა ეს ყველაფერი? ახლა მაინც თუ ხვდები, რომ მართალი ვიყავი თავის დროზე, რომ გაფრთხილებდი არგაგეკეთებინა ეს ყველაფერი ასე, ინანებ, გეტკინება თქო ხომ გეუბნებოდი. არ მისმენდი, შენსას აწვებოდი და არ ფიქრობდიამ დღეზე, როცა მოგიწევდა ყველაფრისთვის თავიდან შეხედვა. ახლა ნანობ კიდეც, მაგრამ უკვე ვერაფერს შეცვლი.

რაც იყო-იყო. ამას წინად სულ გარყვნილი მიძახე, მართალია ვარ გარყვნილი, მაგრამ იცი რა განსხვავებაა ჩემსა და შენს შორის? მე რასაც ვაკეთებ არ ვნანობ, ჩემთვის რომ დაგეჯერებინა არც შენ ინანებდი…”

ავდექი და ჩემით გამოვედი მისი მოგონებებით სავსე საქაღალდიანი ოთახიდან. ვიდექი კართან ზურგშექცევით.სანთებელის ხმა გაისმა და ცოტა ხანში სიგარეტის ბოლიც ვიგრძენი. როგორ ვერ ვიტან ამ ბოლს, იცის მეზიზღება და მაინცწარა-მარა მახრჩობს ამ მყრალი ბოლით.

“წადი ახლა, ვიცი არ შეწყვეტ მოგონებების მოგრვებას, არც ჩემს მოსმენას ისწავლი, მაგრამ გახსოვდეს დადგება დღე, როცადაგიძახებ, ისევ ჩავრთავ ძველ “ფირებს”, შენ ისევ ვერ გაუძლებ მათ ყურებას, ისევ ისე შეიკუმშები და გახვალ ჩემიოთახიდან. დადგები კართან და ისევ ინანებ, რომ აღარაფრის შეცვლა აღარ შეგიძლია” მითხრა და ჩაიცინა. მისმადარტყმულმა ნაფაზმა ლამის სუნთქვა შემიკრა. ნიკოტინით გაჟღენთილი ნელ-ნელა გავუდექი გზას ჩემი ადგილისკენ.გზად ყელს გავუარე, რომელიც რაღაც ბურთით იყო ჩახერგილი და გასავლელი ადგილის პოვნა ჭირდა, თვითონ ყელი კიძლივსგასაგონი ბრაზიანი ხმით ბუზღუნებდა:

“დამღალა თქვენმა ამ დებილურმა კამათმა, აყაყანდებით და მე მეჭედება ეს ბურთი შუა გზაში! ორი კრეტინი!”

რა უნდა მეთქვა ისიც მართალი იყო. მივიწევდი ჩემი ადგილისკენ და უკვე შორიდან მესმოდა მისტერ “არქივისტის”ბურტყუნი-ისევ რაღაცას გეგმავდა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები