ვუდი ალენი და მისი ,,აბსურდული’’ პერსონაჟები

ამერიკელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და მწერალი დაიბადა ნიუ–იორკში, ბრუკლინში, 1935 წლის 1-ლ დეკემბერს. მისმა უამრავმა ნაშრომმა და ორიგინალურმა სტილმა მას თანამედროვე კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. ვუდი ალენი არ აღიარებს კინოჯილდოებს და არ ესწრება კინოდაჯილდოებების ცერემონიებს 1973 წლიდან, მას შემდეგ, რაც მისმა ფილმმა – მძინარე –  ოსკარის ნომინაცია ვერ მიიღო.

„კინოდაჯილდოებების მთლიანი კონცეფცია სისულელეა. ჩემს ნამუშევრებზე სხვა ადამიანების შეფასება არ მაინტერესებს, რადგან თუ შენ იღებ ჯილდოს, რომელსაც დამსახურებისთვის იღებ, მაშინ უნდა აღიარო მათივე შეფასება ხოლმე, როდესაც გეუბნებიან, რომ შენი ფილმი არ ვარგა“

პირველი ჯილდო მას ბერლინის 1975 წლის ფესტივალზე გადაეცა, გენიალური სურათისათვის ,,სიყვარული და სიკვდილი”, რომელიც დაწყებიდან დასრულებამდე,  ვუდი ალენისეული ,,აბსურდული” იუმორითა და ირონიითაა გაჟღენთილი.

,,ერთადერთი განსხვავება ტრაგედიასა და კომედიას შორის არის ის, რომ კომედიაში ადამიანები ტრაგედიასთან გამკლავების გზას ნახულობენ. რა თქმა უნდა, იუმორი ვერ იქნება ცხოვრებისეული პრობლემების პასუხი, მაგრამ ის დაახლოებით ლეიკოპლასტერის ფუნქციას ასრულებს. ეს კი გაცილებით უკეთესია ვიდრე განადგურებულად ყოფნა”

,,დადებითი კუთხით, სიკვდილი არის ყველაზე მარტივი რამ, რის გაკეთებასაც შეძლებ მწოლიარე”

d7954b

1960–ნი წლების დასასრულისთვის მან ამერიკული ეკრანის უდიდესი კომედიოგრაფის რეპუტაცია შეიქმნა,რომელიც მუშაობდა დამახასიათებელ ებრაული იუმორის და პარადოქსალური ხასიდის ანდაზების ტრადიციებში.
მან შექმნა ნიღაბი, რომლის გარჩევა თვით ალენისგან უკვე შეუძლებელი იყო; მისი გმირი, როგორც თვით ალენი, მარტოხელა, ნევროტიული, ფსიქოლოგიური კომპლექსებით დატანჯული ინტელიგენტია, დიდი თანამედროვე ქალაქის ბინადარი.

წარმატების მწვერვალზე ვუდი ალენი ფილმა ‘Annie Hall’- მა აიყვანა, რომლისთვისაც მან 4 ოსკარი დაიმსახურა

wed71

,,მანჰეტენი’’ – 1979, მერილ სტრიპი

მობეზრებული სამსახურის მიტოვების და ძველი ნაცნობების წრისგან დაღწევის სურვილით, სატელევიზიო სცენარისტი რომანს გააბამს თავისი მეგობრის საყვარელთან და კვლავ აღმოჩნდება სიცრუის და ორპირობის შეკრულ წრეში. მოულოდნელად ის აღმოაჩენს, რომ ადამიანებს უფრო მეტად უნდა ენდო

woody-meryl-from-manhattan-1979

,,ჰანა და მისი დები’ – 1986

MBDHAAN EC011

Match point – 2005

match-point-2005-tou--02-g

მელინდა და მელინდა – ბედნიერება და უბედურება ხანდახან ისე მჭიდროდ გადაეხლართება ხოლმე ერთმანეთს, რომ შეუძლებელია გაიგო სასიხარულო ამბავი ხდება თუ სამწუხარო. ყოველი ჩვენგანი თავისებურად უყურებს ყველაფერს. ვიღაცისთვის პატარა რამ ტრაგედიად გადაიქცევა, ვიღაცისთვის კი სასაცილოა. მაგრამ, კომედიაა თუ ტრაგედია, ცხოვრებაში ერთი რამ არის მთავარი: ვისიამოვნოთ ცხოვრებით სანამ ეს შესაძლებელია.

melinda-et-melinda-2004-tou-02-g

ვიკი, კრისტინა, ბარსელონა – 2008

Vicky Cristina Barcelona

tumblr_l5zdfbmDci1qcb9pro1_1280

,,და კიდევ რაღაც’’

Website 3

,,ქურდბაცაცები”- 2000

elaine-stritch-small-time-crooks

??????????????????????

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები