რიკ კარლაილი: “ფაჩულიას ძლევამოსილება მართლაც შთამბეჭდავია”

0
57

ზაზა ფაჩულიას მიერ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჩატარებულ მორიგ დიდებულ მატჩს “დალას მავერიქსის” მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი გამოეხმაურა და ქართველ ცენტრს საქებარი სიტყვები უძღვნა.

“ის ფარქვეშ ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს. ზაზა სხეულს კარგად იყენებს და კიდევ უფრო ათლეტურად მოქმედებს, ვიდრე გარეგნულად სჩანს. ფაჩულიას ბურთთან ურთიერთობაც არ ეშლება, მისი ძლევამოსილება კი მართლაც შთამბეჭდავია”.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პორტლენდში ოვერტაიმში მოგებულ (115:112) მატჩში ზაზამ 14 ქულა და 21 მოხსნა მოაგროვა და ამ უკანასკნელ კომპონენტში მარტში “ბრუკლი ნეთსთან” მატჩში დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

ამ დროისთვის, ფაჩულიას სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში საშუალოდ 11.1 ქულა და 10.2 მოხსნა აქვს, ორმაგი დუბლების (12) მხრივ კი, რასელ უესტბრუკთან ერთად, მთელს ლიგაში მეორე-მესამე (!) ადგილზე იყოფს და მხოლოდ დეტროიტელ ანდრე დრამონდს (16) ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ “დალას მავერიქსი” 11 მოგებით და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 5 დეკემბერს, შინ, “ჰიუსტონ როკეტსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.