სუპერვარსკლავები დაკარგული რეპუტაციით!

იყო სუპერვარსკლავი და მოიპოვო მსოფლიო აღიარება, უდიდეს შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა დამკვიდრებული სახელისა და ავტორიტეტის შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ მონდომებასა და გონიერებას.

წარმოგიდგენთ ჰოლივუდის სუპერგმირებს, რომლებმაც წარსულის დიდება და მათ მიერ შექმნილი ბრწყინვალე პერსონაჟები წარუმატებლობითა და უვარგისი როლებით ჩაანაცვლეს.

რობერტ დე ნირო – მისი კარიერული წინსვლა 2000 წლიდან წარუმატებლობამ შეცვალა, მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო ფილმ: ,,The Adventures of Rocky& Bullwinkle“. ეს ფილმი კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს. ,,The Adventures of Rocky& Bullwinkle“-ს მოჰყვა ,,Meet the Parents“, რომელმაც დე ნირო კომედიის ვარსკლავად გადააქცია. კომედიას კომედია მოჰყვა და სამწუხაროდ, არც ერთმა მათგანმა არ მოუტანია დენიროს წარმატება. ერთ-ერთმა ფილმმა ,,Showtime“ რობერტს ,,ოქროს ჟოლოს” ნომინაციაც კი მოუტანა.

123

ალ პაჩინო – გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ სიაში, ჰოლივუდის ერთ–ერთი გენიალური მსახიობიც აღმოჩნდა. მსახიობი, რომელმაც კინოკლასიკის სამყარო ისეთი შეუდრებელი როლებით შეავსო, როგორებიცაა: ,,The Godfather“, „Scarface“, „Scent of a woman“, „Carlito’s Way“, „Heat” და სხვა. ბოლო პერიოდში შემოქმედებით კრიზისს განიცდის. გარდა ამისა, ალ პაჩინომ ბენ აფლეკსა და ჯენიფერ ლოპესთან ერთად ეპიზოდური როლი შეასრულა განგსტერულ კომედიაში ,,Gigli“, რომელიც კინოკრიტიკოსების მიერ ერთ–ერთ ყველზე ცუდ ნამუშევრად არის შეფასებული. ალ პაჩინოს გულშემატკივრებს, ალბათ გულიც დაწყდებათ, მაგრამ სამწყხაროდ ის ,,ოქროს ჟოლოს“ მფლობელიც არის.

Al Pacino sits, his face leaning into one hand

ჯიმ ქერი – ჰოლივუდური კომედიის ნამდვილი საკულტო პერსონა და ბევრისთვის საყვრელი მსახიობი,  სამწუხაროდ შემოქმედებით კრზის განიცდის. ქერის ბრწყინვალე როლები, უიღბლო მცდელობებმა ჩაანაცვლა, ამ ყველაფერს კი ემატება, მისი თაყვანისმცემლების მიერ შეფასებული ,,სულელური ვიდეო“, სადაც ის მსახიობ ემა სტოუნს სიყვარულს უხსნის.

No Tabloids -Los Angeles, CA - 11/1/2014 -  Press Conference for Dumb and Dumber To at the Four Seasons Los Angeles. -PICTURED: Jim Carrey -PHOTO by: Munawar Hosain/startraksphoto.com -MUv_151336 Editorial - Rights Managed Image - Please contact www.startraksphoto.com for licensing fee Startraks Photo New York, NY For licensing please call 212-414-9464 or email sales@startraksphoto.com

მოამზადა
სალომე უბირიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები