ორგანიზმის 10 სიგნალი, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ

ადამიანის ორგანიზმი იმაზე “ჭკვიანია”, ვიდრე თქვენ გგონიათ. მას შეუძლია გაგაფრთხილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.
აი, 10 დამახასიათებელი მაგალითი:

1. ფერშეცვლილი თვალის თეთრი გარსი
ის, შესაძლოა, იდეალურად თეთრი არ იყოს, მაგრამ ღია ფერის აუცილებლად! თუკი ეს ზონა ყვითელი ან წითელი გეჩვენებათ, ეს შესაძლოა, რომელიმე ვირუსული დაავადების, ალერგიული რეაქციის ან ქრონიკული სტრესის მიზეზი იყოს.

2. 35 წლამდე გაჩენილი ჭაღარა
ეს დიაბეტის ან მრავალწლიანი დეპრესიის ნიშანია. მშვიდად შეუძლიათ იყვნენ მხოლოდ ისინი, ვისი მშობლებიც ადრე გაჭაღარავდნენ: ამ შემთხვევაში ეს, უბრალოდ, გენებია.

3. ბევრი ხალი
ზოგიერთი მათგანი 100%-ით უვნებელია, ზოგი კი, შესაძლოა, კანის კიბოს განვითარების ნიშანი იყოს. თუკი ბოლო დროს შეამჩნიეთ, რომ ხალები მოგიმრავლდათ, აუცილებლად შეიმოწმეთ ისინი. ოღონდ თავად კი არა, აუცილებლად ექიმმა.

4. მშრალი/დამსკდარი ტუჩები
ამის მიზეზი შესაძლოა, უბრალოდ, ტემპერატურის რადიკალური ცვალებადობა იყოს, მაგრამ ხანდახან ეს ორგანიზმში B და C ვიტამინების, ასევე, თუთიის ნაკლებობაზე მიუთითებს.
გარდა ამისა, ტუჩებზე შესაძლოა გაჩნდეს უსიამოვნო სოკოს ინფექცია.

5. გასიებული ყელის სიმპტომი
ეს ხშირად 30 წელს გადაცილებულ ქალებში გვხვდება. ყელის შესიება ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს. ამიტომაც თუკი მსგავსი რამ იგრძენით, მაშინვე მიაკითხეთ ექიმს.

6. წითელი ლაქები ხელისგულებზე
ეს შესაძლოა ალერგიული რეაქციის ნიშანი იიყოს, მაგრამ უარეს შემთხვევაში, ეს სურათი ღვიძლის პრობლემებზე მიუთითებს.

7. წარბების გაცვენა
თუკი წარბები დაგცვივდათ და ძალიან გაგითხელდათ, ყურადღება მიაქციეთ ფარისებრ ჯირკვალს.

8. ქრონიკულად გაყინული ფეხები
ოდესმე გსმენიათ დაავადება რენოს შესახებ? ალბათ, არა! აღმოჩნდა, რომ ეს აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ავიწროებს ფეხების, ხელების, ცხვირისა და ყურების სისხლძარღვებს. თუკი ხშირად გაქვთ კიდურები გაყინული, გაიარეთ შემოწმება სპეციალისტთან.

9. სიწითლე სახეზე
ეს ეფექტი, როგორც წესი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს წარმოიქმნება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ჰორმონალური ცვლილებების ნიშანია. ძირითადად, ეს ქალებში შეიმჩნევა.

10. ფრჩხილების უცნაური ფორმა ან ფერი
ფრჩხილებთან დაკავშირებული ყველა ცვლილება ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე მიუთითებს. თუკი ნუნების ქრონიკული პრობლემები გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კალცის ნაკლებობა გაქვთ.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები