Sophie villy – ყოველთვის რთულია ჟანრობრივ ჩარჩოში ჩავსვა ის რასაც ვაკეთებ. ალბათ იმ ყველაფრის მიქსია, რაც მიყვარს…

არ შეგეშინდეთ შეცდომების. თუ მთელი არსებით გრძნობთ რომ მუსიკა არის ის, რის გარეშეცერთი დღეც ვერ გაძლებთ, მაშინ არასოდეს არ დაიხიოთ უკან და წერეთ და უკარით რაცშეიძლება მეტი.“…

ეს არის მიდგომა მუსიკის – როგორც თავად ამბობს მისი ცხოვრების მიმართ, არის ძალიან უბრალო, საუბრობს მარტივად და თბილად, რომ არ იცოდე ვერც კი მიხვდები, რომ მსოფიო დონის ამომავალ ვარსკვლავს ესაუბრები, სისადავე და უბრალოება მის საუბარშიც იგრძნობა – ისევე როგორც მის მუსიკაში, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო წარმოგიდგენტ სოფი ვილის:

 

როგორ დაიწყო ყველაფერი,რა ასაკიდან მღერი?

ყველაფერი დაიწყო მამაჩემის ვინილების კოლექციიდან. ორი წლიდან მასმენინებდა The Cure, The Beatles, The Rolling Stones, Ray Charles, Машина времени, ბორის გრებენშიკოვს…. ცოტცოტას მაშინ ვმღეროდი უკვე. 5 წლის ასაკში ათწლედში შევედი ფორტეპიანოზე, მაგრამ 4წელიწადში გამოვედი და ჩემით დავიწყე გიტარის სწავლა.

რას მღერის სოფი?

ყოველთვის რთულია ჟანრობრივ ჩარჩოში ჩავსვა ის რასაც ვაკეთებ. ალბათ იმ ყველაფრისმიქსია, რაც მიყვარს. ალტერნატიული როკი, თრიფჰოფი, ბლუზი, ფსიქოდელია.. ეხლა ახალიექსპერიმენტების ტალღაზე ვარ და აღარ ვაქცევ ყურადღებას ჟანრს.. ბევრი მუსიკოსიმეგობარი მეუბნება რომ სადღაც ავანგარდისკენ მივდივარ.. მაგრამ, ვფიქრობ, ჯერ ადრეარაღაც დასკვნების გაკეთება

 

რა არის მისთვის მუსიკა, ცხოვრების სტილი თუ საქმე?

ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

2 

ვინ გყავს კუმირი? ვის გავლენას განიცდი? ვისთან ჩაწერდი დუეტს?

Nina Simone, Chet Baker, Jimi Hendrix, Radiohead, Jeff Buckley, Moby, Beth Gibbons, Lou Reed, Beck, Damon Albarn, Bjork.. ეს სია ძალიან გრძელია.. ყველაზე მეტად ვაფასებ უნიკალურობას დაინდივიდუალურობას. ამავდროულად მიყვარს სიმარტივე და სიმსუბუქე.. რაღაც უხილავიძალაა ამ ყველაფერში. დუეტს ბევრ საინტერესო მუსიკოსთან ერთად ჩავწერდი. ერთერთიმათგანი – Devendra Banhart.

 

საქართველოს პარალელურად უკრაინაშიც მოღვაწეობ და თუ შეადარებდი იქაურ და აქაურშოუ ბიზნესს?

ორივეგან პატარა სცენაა. თითო ქალაქში თითო კლუბი არ არის საკმარისი რომ მუსიკოსმაიარსებოს. მაგრამ ამ ბოლო დროს უკრაინაში ბევრად გაიზარდა მუსიკის ხარისხიც და ასეთიმუსიკის მოთხოვნილებაც. საქართველოშიც უამრავი ნიჭიერი მუსიკოსია, მაგრამ ამ პატარასივრცეში ძალიან რთულია რაღაც მასშტაბური გააკეთო. მაინც გჭირდება ქვეყნიდან გასვლადა განვითარება. ესეც საკმაოდ რთულია, ვინაიდან უვიზო მიმოსვლა თითქმის არც ერთმუსიკალურად განვითარებულ ქვეყანასთან არ გვაქვს. მაგრამ ყოველთვის არსებობსგამოსავალი და თუ კი ამის მართლა გჯერა, ყველაფერი ისე მოეწყობა, რომ მოხვდები საჭიროდროს, საჭირო ადგილას. მე ამის მართლა მჯერა და აქამდე მხოლოდ შრომით და ამგანწყობით მოვედი, რასაც ყველა ახალგაზრდა მუსიკოსს ვურჩევ

 

როდის უნდა აიღო პირველი გრემი?

:))))))))))))))))))))))

 

რა ხდება სოფის პირად ცხოვრებაში?

რა ხდება და პირადი ცხოვრება. :))))

 

ოჯახის შესახებ რას გვეტყვი?

მყავს უსაყვარლესი მშობლები მილა და დათო. მილა უკრაინელია. ჩემს ყველანაირწამოწყებას ძალიან დადებითად ეგებებიან და მხარში მიდგანან. მყავს პატარა ძმა ლუკა,რომელიც არის 14 წლის და უკრავს დრამზე. სამომავლოდ ერთად ვაპირებთ დაკვრას დამოგზაურობას.

 

კარიერას სად გეგმავ საქართველოში თუ უკრაინაში?

აქაც და დასავლეთის ქვეყნებშიც. ხშირად გვაქვს მოწვევები ამერიკიდან და ბრიტანეთიდან. ამყველაფერს მაინც დიდი ფინანსები ჭირდება. იმედი მაქვს ყველაფერი გამოგვივა დაშევძლებთ ყველა დაგეგმილ ფესტივალზე გამგზავრებას.

 

უახლოესი გეგმები?!..

მესამე ალბომზე დავიწყე მუშაობა. მეორე ალბომი “Dress” წლის ალბომად დასახელდაუკრაინაში, ერთერთი ყველა დიდი მუსიკალური საიტის comma.com.ua ვერსიით. წელს,იანვარში დავიწყე ახალი პროექტი Phylosophie, რომელიც განსხვავდება ჩემი ჩვეულიმუსიკისგან. პირველი სინგლი Hold Me უკვე soundcloud-ზე დევს და შეგიძლიათ მოისმინოთ.გეგმაში გვაქვს ამ წლის მარტში ამერიკის უდიდეს ფესტივალზე SXSW 2015 დაკვრა. გუშინწინმომივიდა მოწვევა და ვკიოდი სიხარულისგან. შარშან ვიყავი ამ ფესტივალზე როგორცმსმენელი და მივხვდი რომ ეს მუსიკოსებისთვის ნამდვილი მექაა. წელს კი, დიდი იმედი მაქვსრომ ამ სცენის ნაწილი გავხდები. გარდა ამისა ძალიან გვინდა რამდენიმე ახალი ვიდეოსგადაღება და მარტში ახალი სინგლის Swim On გამოშვება. ასევე ვმუშაობ კინოუსიკაზე დამინდა სამომავლოდ ამ სფეროშიც უფრო საფუძვიანად ვიმუშაო.

 

რას ეტყოდი დამწყებ მუსიკოსებს და მომღერლებს?

არ შეგეშინდეთ შეცდომების. თუ მთელი არსებით გრძნობთ რომ მუსიკა არის ის, რის გარეშეცერთი დღეც ვერ გაძლებთ, მაშინ არასოდეს არ დაიხიოთ უკან და წერეთ და უკარით რაცშეიძლება მეტი. არავინ იცის რა მომენტში იქნება საჭირო ამ ყველაფრის ხალხისთვის ჩვენებაასე რომ იყავით მზად და იფიქრეთ მხოლოდ კარგზე.

 

 

ტატო მახაშვილი

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები